თბილისი:
მანჩესტერი:
10-04-2015, 22:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2857,
კომენტარები: 12
"გულშემატკივარი გამარჯვებას იმსახურებს"
ლუი ვან გაალი მატჩის წინ.
ლუი ვან გაალს სურს "იუნაიტედის" გულშემატკივარს მანჩესტერულ დერბიში სიხარულის განცდის მიზეზი მისცეს.

"სიტიმ" ბოლო ოთხი დერბი მოიგო, უკანასკნელი მათგანი კი ნოემბერში სერხიო აგუეროს მიერ გატანილი გოლის წყალობით "ეტიჰადზე" მასპინძლების გამარჯვებით 1-0 დასრულდა. გულშემატკივარს სურს უსიამოვნო ტრადიცია შეწყდეს და მათმა საყვარელმა გუნდმა სატურნირო ცხრილში "სიტიზე" მაღალი საფეხური შეინარჩუნოს.

დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ვან გაალმა განაცხადა, რომ ძალიან სურს გულშემატკივარს გამარჯვება მიუძღვნას.

"ამაზე ვოცნებობ. ეს პრობლემა არ არის, ყველა ფეხბურთელი უნდა ოცნებობდეს გამარჯვებაზე. ჩემს შტაბსა და ფეხბურთელებთან ერთად უკვე რამდენიმე დღეა, რაც "მანჩესტერ სიტის" დამარცხების საშუალებაზე ვფიქრობთ. შენ ყოველთვის ფიქრობ იმაზე, თუ როგორ სძლიო შენს მომდევნო მოწინააღმდეგეს.

გამარჯვება გსურს, რადგან დიდ ნაბიჯს გადადგამ ცხრილში. თუ მოიგებ, მესამე ადგილი მისაწვდომი ხდება და ერთი თვის წინ, არავის ეგონა, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო - ჩემს გარდა, რა თქმა უნდა! მესამე პოზიცია კარგია, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოპოვებული გაქვს და უკვე არის იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მიზნად გვქონდა სეზონის წინ."
- განაცხადა ლუიმ პრეს-კონფერენციაზე.

კლუბის ოფიციალურ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კი ლუიმ დერბის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"როცა მანჩესტერის ქუჩებში დადიხარ, ყველა დერბიზე საუბრობს, მათ შორის მოთამაშეებიც - ინგლისელი და ესპანელი ფეხბურთელებიც. მათ ესმით "მანჩესტერ სიტიზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვების მნიშვნელობა. მათ იციან და ვიცი მეც, ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია."

რაც შეეხება ქალაქში არსებულ ატმოსფეროს, ვან გაალმა განაცხადა: "ჯობია ჩემს ცოლს ჰკითხოთ, რადგან ქალაქში იშვიათად ვარ. ვავარჯიშებ, სახლში მივდივარ და მატჩებისთვის ვემზადები. დრო არ მაქვს, ქალაქს ასე ხშირად ვეწვიო. ერთადერთი შემთხვევა, როცა გავდივარ, ეს არის ბატონი ვინგსის რესტორანი.

მაგრამ როცა გარეთ ვარ, ხალხი ყოველთვის დერბიზე საუბრობს და როცა სახლში ვბრუნდები, ჩემი ცოლი მიყვება, თუ რა უთხრეს მას დერბის შესახებ. ჩემი ცოლის სტილისტი "მანჩესტერ სიტის" ქომაგია, ამიტომ ამ ორ ქალს შორის დიდი კამათი იმართება და ეს მომწონს, რადგან ფეხბურთს გულშემატკივართათვის თამაშობ და იმედი მაქვს, მათ გამარჯვებას ვაჩუქებთ."
- დაასრულა ლუიმ.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: buka oboladze
11 აპრილი 2015 13:00
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ყველა თამაში თუ მოვიგეთ სხვა რაღაცაზეც ვფიქრობ მე
0
№12
ავტორი: Count Alucard
11 აპრილი 2015 23:09
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მეც დიდი იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ და ამჯერად გაგვახარებს გუნდი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top