თბილისი:
მანჩესტერი:
11-04-2015, 00:29
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 23
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "მანჩესტერ სიტი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


"იუნაიტედმა", პრემიერ ლიგაში, მიჯრით 5 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა, ეს რა თქმა უნდა, დაცვის და ნახევარდაცვის კარგ თამაშზე მიუთითებს. ლუიმ როგორც იქნა, იპოვა ბალანსი და სწორი შემადგენლობა თავისი ფილოსოფიისთვის. ვალენსიამ საბოლოოდ გადაწყვიტა მცველებთან დამეგობრება და გადაფიქრებას არც აპირებს, თუმცა ამის საფუძველი არც არსებობს. სუსტ მატასთან ერთად, ძლიერი და სწრაფი ეკვადორელი კარგ დუეტს ქმნის. რაფაელს ძალიან გაუჭირდება მომავალ სეზონში ადგილის დაბრუნება, რაზეც ალბათ თავად ბრაზილიელიც ფიქრობს და რამის შეცვლას გეგმავს. დერბის დავუბრუნდეთ - ფლანგის მცველების შეცვლის არანაირი მიზეზი არ არსებოსბს, რაც შეეხება ცენტრალურ წყვილს, ჩემი აზრით, თუკი კრისი გამოჯამრთელებას მოასწრებს სმოლინგი-როხოს დუეტი იდეალური იქნება და ამის სამი მიზეზი არსებობს: 1. "სიტის" ძალიან სწრაფი და ტექნიკური შემტევები ჰყავს, რომელთა განეიტრალებაც ასევე მოქნილ მცველებს ხელ ეწიფებათ, ხოლო ფილ ჯონსი მათ კატეგორიაში ნამდვილად არ შედის. 2. ვეთანხმები ვან გაალს, რომელიც თვლის, რომ ცენტრალურ მცველთაგან ორივე განსხვავებული ფეხით მოთამაშე უნდა იყოს, შესაბამისად სმოლინგი მემარჯვენეა, ხოლო როხო ცაცია. 3. ფილმა გასულ ტურებში არცთუ დამაჯერებლად იმოქმედა, გავიხსენებ "ტოტენჰემთან" და "ლივერპულთან" მატჩებს, სადაც მისი შეცდომები აშკარა იყო, სწორედ მისი უაზრო გადაწყვეტილებების გამო შეექმნათ ორად ორი მომენტი "დეზებს".

ნახევარდაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


მატა-ერერა-კერიკი-ფელაინი, მგონი ვერავინ შემედავება, რომ ეს კვარტეტი შეუცვლელად იქცა. ბევრს ეგონა, რომ მატა ფლანგზე თამაშს ვერ შეძლებდა, თუმცა კრიტიკოსები "ენფილდის" დუბლმა დაადუმა. დი მარია-იანგის თაობაზე ისევ იგივე აზრზე ვრჩები, მითუმეტეს რომ იანგი ნელ-ნელა ფორმას კარგავს, ხოლო არგენტინელი მოედანზე გამოჩენისთანავე საგოლე პასს აკეთებს. დი მარიას კლასი და გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება დერბიში და იმედი მაქვს სამხრეთ-ამერიკელი ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრას ჩაატარებს.

თავდასხმა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


რუნი ყოველ მატჩში ამტკიცებს, რომ მისი ადგილი სწორედ მეტოქის კარის სიახლოვესაა და არა მოედნის ცენტრში. გავრცელებული ინფორმაციით, რობინ ვან პერსი დაუბრუნდა გუნდს, თუმცა ჰოლანდიელის პატივისცემისდა მიუხედავად მატჩის დიდი ნაწილის ნახვა რბილი და კომფორტული სკამებიდან მოუწევს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, მატა, ფელაინი, დი მარია, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
23 კომენტარი
№1
ავტორი: dato321dato
9 აპრილი 2015 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Ravi mament caltvina rojos tamashs jobs jonsma itamashos smolingze bazari araa di maria isev skamidan daiwyebs da iangi iqneba dziritadshi dalsge bazari araa
0
№2
ავტორი: GeorgeBest
9 აპრილი 2015 16:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ერთადერთი ცვლილება შეიძლება დაცვის ხაზში მაოხდინოს, დანარჩენი ყველაფერი მაგრადაა და გამარჯვებული შემადგენლობის სეცვლა კარგს არაფერს მოიტანს.

როხო დიდად არ მეხატება გულზე, ბევრ შეცდომებს უშვებს მაგრამ სხვა ვარიანტი არც გვყავს, ყველა ეგეთია დღეს გუნდში და მგონი სმოლინგი-როხო დაცვის კარგი წყვილია ამ ეტაპზე
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
9 აპრილი 2015 16:55
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია, მეც გიორგის დავეთანხმები. დაცვაშია გასაკეთებელი ცვლილება დანარჩენი ყველაფერი კარგია. დი მარიაც თანდათან ხურდება და უნდა ათამაშონ. სხვებს ბოლო გამარჯვებების ფონზე ხელი არ უნდა ახლონ.
0
№4
ავტორი: abrama
9 აპრილი 2015 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ფიმარია აუცილებლად უნდა იდგეს ძირითადში. მაგარი მაინც დიმკა. ავტორ ყველაფერში გეთანხმები. ვნახოთ ზე-ფილოსოფოსი რას შემოგვთავზაზებს
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 აპრილი 2015 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ლაშა როგორც წინაზე ისე ეხლაც ერთი და იგივე შემადგენლობა დააყენე, მე კი როგორც წინაზე ისე ეხლაც ვიტყვი, რომ მარცხენა ფლანგზე იანგი უნდა იდგეს. ( სხვათაშორის წინაზე ჩემი პროგნოზი გამართლდა wink ) ამის მიზეზ(ებ)ი კი არის ის, რომ დი მარიას ნაკლებად შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება და ბლინდისთვის დამხარების გაწევა, არადა ამ მატჩში ბლინდისთვის თავის ფლანგზე დახმარება აუცილებელია. მეორე ის რომ სტატისტიკამ გვაჩვენა თუ როგორ კარგად ერთვება დი მარია როცა შეცვალზე შემოდის.გავიხსენოთ ლივერპულთან მატჩი- ასისტი მატას, გავიხსენოთ ასტონ ვილასთან მატჩი-ასისტი რუნის. პლიუს ამას არ ვიცი შეიძლება მე მეჩვენება, მაგრამ დი მარია არაა ფიზიკურად მზად რომ 90 წუთი დაუღალავდ ითამაშოს. სხვა დანარჩენში კი ბატონო გეთანხმები, თუ სმოლინგი ფამოჯმართელდა მირჩევნია რო სწორედ კრისი დადგეს ჯონსის მაგივრად.
0
№6
ავტორი: Berba 9
9 აპრილი 2015 17:54
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ფელაინის ამოვაგდები მე სიამოვნებით :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: Count Alucard
9 აპრილი 2015 18:11
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ალბათ პირველად აბსოლუტურად გეთანხმები ლაშა lol ზუსტად იგივე შემადგენლობას დავაყენებდი მეც, მაგრამ ლუიმ შეიძლება მაინც იანგი დააყენოს ძირითადში.
0
№8
ავტორი: Wardell
9 აპრილი 2015 18:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ვახო ( G G M U),
არა ვახო იგივე არაა, ჯონსის ნაცვლად სმოლინგია wink ნუ რავიცი როდემდე უნდა იჯდეს სკამზე დი მარია, თან ლუიმ თქვა მოვიდა დრო ძირითადში დაბრუნდესო :)))
0
№9
ავტორი: bziki
9 აპრილი 2015 19:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დიმარია წინაზეც მეგონა რო სასტარტოში იქნებოდა. ისეთი არაპროგნოზირებადია რო არ ვიცი უნდა ენდოს თუ არა კაცი ესეთ მნიშველოვან თამაშში
სქემა 4 2 3 1 ს მაგიერ 4 1 4 1 რომელიც 4 3 3 ზე ფორმირდება სიტუაციის მიხედვით
0
№10
ავტორი: RojoDiablo
9 აპრილი 2015 19:15
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დი მარიას შემთხვევაში ლუიმ თქვა, რომ შესაფერის დროს ელოდება და იქნება დადგა კიდეც. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, თუმცა შეიძლება ითქვას, წინა დერბიში საბალეტას ვერაფერი მოუხერხა. ინაგის ის მომწონს, რომ კარგად იწევს და ბურთს კარგად ისწორებს ჩასაწოდებლად, თუმცა ჩაწოდება არ გამოსდის, სამაგიეროდ საჯარიმოში შესვლაში უკეთესია, თუმცა არც იქ გამოსდის ბოლო პასი ხოლმე. ფიზიკურად არ ანხელი უქნია ღმერთს და არც იანგი, მაგრამ ამ ორს შორის ეშლი უფრო გამსვლელიაო თითქოს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება. სიტის კი დაცვის ხაზში ჰყავს ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები, თუმცა არა უშეცდომოები. ეს ორი ფეხბურთელი ისევ დავის საკითხი იქნება, დანარჩენში კი ვეთანხმები ლაშას და დაცვის ხაზშიც, იმიტომ, რომ ჯონსს როხოსთან შედარებით ნერვიულობა ეტყობა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top