თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2015, 19:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3174,
კომენტარები: 11
"დერბიმდე კარგ განწყობაზე ვართ"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!

შესანიშნავი უქმეების შემდეგ გწერთ. როგორც იცით, პრემიერ ლიგა და ევროპის სხვა ჩემპიონატები სანაკრებო მატჩების შესვენების შემდეგ დაბრუნდა და "ენფილდზე" შესანიშნავი ტრიუმფის შემდეგ მოედანზე გასვლა ისევ მინდოდა. ჩვენი მატჩი შაბათს შედგა - შესანიშნავი დღე "ოლდ ტრაფორდზე". გუნდი თამაშობდა ძალიან მაღალ დონეზე, გამარჯვებისთვის პირველივე წუთებიდან ვიბრძოდით და გადამწყვეტ მომენტში გავიტანეთ გოლები, რათა "ასტონ ვილასთვის" სირთულეები შეგვექმნა. აქტიურად ვიყენებდით ფლანგებს და სწრაფად ვაწვდიდით პასს, სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ გოლის გატანა. სამი შესანიშნავი გოლი, ჩემი აზრით, უეინის გასროლის ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა- არცთუ ბევრ მოთამაშეს შეუძლია იგივეს გაკეთება. ანდერ ერერას დუბლი - ვფიქრობ, ეს მისი პირველი დუბლია კარიერაში და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ! სიმართლე გითხრათ, ის იმსახურებდა ამას. ის გენიოსია მოედანზე და ძალიან კარგი ადამიანი მის მიღმა, მე ვიცი თუ როგორი გახარებული იყო იგი მატჩის შემდეგ. გუნდი უფრო და უფრო კარგად თამაშობს, ეს ჩვენი მეხუთე გამარჯვება იყო მიჯრით და შეჩერებას არც ამჯერად ვაპირებთ. საკვირაო შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, გამარჯვებამ შესაძლოა უდიდესი გავლენა მოახდინოს მთავარი მიზნის, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის, მიღწევაში. დერბი - ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დაპირისპირებაა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მოწინააღმდეგის შემტევებს, რადგან მათ ერთი მომენტით შეუძლიათ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა.

"ოლდ ტრაფორდიდან" დაბრუნების შემდეგ, მომეცა საშუალება ტელევიზორისთვის მეყურებინა, ძალიან გამიხარდა, როცა უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ტიაგო ალკანტარა დავინახე, ის ჩემი კარგი მეგობარია და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. მინდა მივულოცო დავიდ ბარალიას, რომელმაც "ლევანტესთან" მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ასევე მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ იკერ მუნიაინს, იმედი მაქვს დაზიანება სერიოზული არ არის და იგი მალევე შეძლებს თამაშის გაგრძელებას. ამ უიქენდზე ბევრი ლამაზი გოლი გავიდა, რომელთაგან ჩარლი ადამის გასროლა ალბათ გამორჩეულია. ამ გოლმა უეინ რუნის მიერ, "ვესტ ჰემის" კარის აღება გამახსენა, ასევე დევიდ ბექჰემის გოლი "უილმბდონის" კარში. თქვენი აზრით, რომელი იყო უკეთესი?

იმედი მაქვს აღდგომის დღესასწაულს კარგად გაატარებთ, სულ მალე ჩემი დაბადების დღეა და თქვენთვის სიურპრიზი მაქვს!

ბედნიერ კვირას გისურვებთ, გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
6 აპრილი 2015 19:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ხუან love დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგი ადამიანია მატა. ამ შაბათ კვირას მართლა ძალიან ლამაზი გოლები გავიდა, დეფომ გაიტანა სედევრი, ბომისმაც ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ადამის გოლზე ლაპარაკიც ზედმეტია, რუნის გასროლაც მშვენიერი იყო, ალბათ სეზონის საუკეთესო გახდება რომელიმე lol
0
№2
ავტორი: RojoDiablo
6 აპრილი 2015 19:23
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიურპრიზი? wink

ჩარლი ადამიც კარგი იყო, მაგრამ დეფოო good2 და კიდევ რონალდუმ უცებ ამოუღო მესის რაც დაეწია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Pazu21
6 აპრილი 2015 21:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
Geniosi shenc xar andertan ertad. es espanelebi ra magari naxevarmcvelebi xart. la ligashi ingreva yvelaferi! barsas am kvirashi sami tamashi aq mgoni da sheidzleba fexi wamokras sadme vnaxot. realis fanebi kide ronize arian gabrazebuli meti unda gaetanaao
0
№4
ავტორი: Macklemore
6 აპრილი 2015 21:56
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ალკანტარას დაბრუნება მართლა კარგი სიახლეა. დიდი ტალანტის მატარებელია და ტეხავს ასე ტრავმებში რო გაატაროს კარიერა.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
6 აპრილი 2015 22:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ალკანტარას დათრევა როგორ მინდოდა areyoukiddingme მაგრად გამოგვადგებოდა. ეგ და ერერა რო დაგვეთრია წინა წელს ძაან მაგარი იქნებოდა

სიტისთან ყველაზე მეტად უჭირს გუნდს თამაში ბოლო წლებში მარა ეხლა მჯერა რომ მოვიგებთ
0
№6
ავტორი: AkkRed
6 აპრილი 2015 23:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ისეთივე მატჩი ჩაატარე როგორც ენფილდზე და მეტი არაფერი მინდა.
0
№7
ავტორი: chudikone
7 აპრილი 2015 09:42
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა და მატა ყოველთვის ძირითადში უნდა იწყებდნენ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
7 აპრილი 2015 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
კარგი განწყობა როა გუნდში ეს მატამაც დაადასტურა. ყველაფერი ჯერჯერობით კარგად მიდის, მაგრამ სიტისთან გამარჯვება ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ შეუჩერებლები ვიქნებით. winked

ისე დაბდღე შენ გაქ და აქეთ გვიკეთებ სიურპრიზებს??? wink love
0
№9
ავტორი: Blind
7 აპრილი 2015 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
აუ , რა საყვარელიაა . კარგი მეგობარი , მეოჯახე და რავიი :დდდ სიურპრიზს ველოდები love
0
№10
ავტორი: VaRdo
7 აპრილი 2015 16:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აუ მატა რამაგარი კაიცა love ესეთი ადამიანები ზოგადად ძალიან ცოტანი არიან. ყველას კარგი უხარია ტიპს. ყველაზე პოზიტივებში დათაგეთ love მევასება მაგრად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top