თბილისი:
მანჩესტერი:
6-04-2015, 19:13
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3177,
კომენტარები: 11
"დერბიმდე კარგ განწყობაზე ვართ"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!

შესანიშნავი უქმეების შემდეგ გწერთ. როგორც იცით, პრემიერ ლიგა და ევროპის სხვა ჩემპიონატები სანაკრებო მატჩების შესვენების შემდეგ დაბრუნდა და "ენფილდზე" შესანიშნავი ტრიუმფის შემდეგ მოედანზე გასვლა ისევ მინდოდა. ჩვენი მატჩი შაბათს შედგა - შესანიშნავი დღე "ოლდ ტრაფორდზე". გუნდი თამაშობდა ძალიან მაღალ დონეზე, გამარჯვებისთვის პირველივე წუთებიდან ვიბრძოდით და გადამწყვეტ მომენტში გავიტანეთ გოლები, რათა "ასტონ ვილასთვის" სირთულეები შეგვექმნა. აქტიურად ვიყენებდით ფლანგებს და სწრაფად ვაწვდიდით პასს, სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ გოლის გატანა. სამი შესანიშნავი გოლი, ჩემი აზრით, უეინის გასროლის ხილვა ერთი დიდი სიამოვნებაა- არცთუ ბევრ მოთამაშეს შეუძლია იგივეს გაკეთება. ანდერ ერერას დუბლი - ვფიქრობ, ეს მისი პირველი დუბლია კარიერაში და მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ! სიმართლე გითხრათ, ის იმსახურებდა ამას. ის გენიოსია მოედანზე და ძალიან კარგი ადამიანი მის მიღმა, მე ვიცი თუ როგორი გახარებული იყო იგი მატჩის შემდეგ. გუნდი უფრო და უფრო კარგად თამაშობს, ეს ჩვენი მეხუთე გამარჯვება იყო მიჯრით და შეჩერებას არც ამჯერად ვაპირებთ. საკვირაო შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, გამარჯვებამ შესაძლოა უდიდესი გავლენა მოახდინოს მთავარი მიზნის, ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის, მიღწევაში. დერბი - ეს ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დაპირისპირებაა. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მოწინააღმდეგის შემტევებს, რადგან მათ ერთი მომენტით შეუძლიათ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა.

"ოლდ ტრაფორდიდან" დაბრუნების შემდეგ, მომეცა საშუალება ტელევიზორისთვის მეყურებინა, ძალიან გამიხარდა, როცა უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული ტიაგო ალკანტარა დავინახე, ის ჩემი კარგი მეგობარია და ყველაფერ კარგს ვუსურვებ. მინდა მივულოცო დავიდ ბარალიას, რომელმაც "ლევანტესთან" მატჩში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ასევე მალე გამოჯამრთელებას ვუსურვებ იკერ მუნიაინს, იმედი მაქვს დაზიანება სერიოზული არ არის და იგი მალევე შეძლებს თამაშის გაგრძელებას. ამ უიქენდზე ბევრი ლამაზი გოლი გავიდა, რომელთაგან ჩარლი ადამის გასროლა ალბათ გამორჩეულია. ამ გოლმა უეინ რუნის მიერ, "ვესტ ჰემის" კარის აღება გამახსენა, ასევე დევიდ ბექჰემის გოლი "უილმბდონის" კარში. თქვენი აზრით, რომელი იყო უკეთესი?

იმედი მაქვს აღდგომის დღესასწაულს კარგად გაატარებთ, სულ მალე ჩემი დაბადების დღეა და თქვენთვის სიურპრიზი მაქვს!

ბედნიერ კვირას გისურვებთ, გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: fergie.27
7 აპრილი 2015 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 44
ხუანიტოო შემ რა გვყავხარ ბიჭოო. მოიესმა ყველაზე მაგარი საქმე გაგვიკეთა შენ რომ გადმოგიყვანა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top