თბილისი:
მანჩესტერი:
4-04-2015, 14:39
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3195,
კომენტარები: 12
ჰუმელსმა თანაგუნდელები კლუბის დატოვების შესახებ გააფრთხილა
ჰუმელსმა დაადასტურა, რომ კარიერას საზღვარგარეთ გააგრძელებს
ჰუმელსმა თანაგუნდელები კლუბის დატოვების შესახებ გააფრთხილა
ბრიტანული Mirror-ი გერმანულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "დორტმუნდის" კაპიტანმა მატს ჰუმელსმა თანაგუნდელები კლუბის დატოვების შესახებ გააფრთხილა. წყაროს ცნობით, სანაკრებო მატჩების დროს გერმანელ მეგობრებს მან წინასწარ უთხრა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ. გერმანელი მცველის ბედრს უკვე რამდენიმე კვირაა "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. ფეხბურთელი არ მალავს სიმპათიებს პრემიერ ლიგის მიმართ და ლუი ვან გაალიც ადასტურებს, რომ კლუბს ძლიერი ცენტრალური მცველი სჭირდება.
მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა განაცხადა: "ვფიქრობ, საზღვარგარეთ წასვლა კარგი იქნება ჩემი პროფესიონალური კარიერის და პირადი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. მინდა ბუნდესლიგა დავტოვო. ამას ღიად ვაცხადებ, რადგან არ მივეკუთნები იმ სპორტსმენების რიცხვს, რომლებიც ამბობენ, რომ კლუბში რჩებიან, მაგრამ სინამდვილეში უკვე სხვა კლუბებთან აქვთ კონტრაქტი შეთანხმებული. ყველამ იცის როგორ მიყვარს "დორტმუნდი", მაგრამ მინდა დავრწმუნდე, რომ სხვა ძლიერ გუნდში, ძლიერ ფეხბურთელებთანაც შემიძლია ვითამაშო."
ჰუმელსს კონტრაქტის ვადა 2017 წელს ეწურება. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 26 წლის მცველი "იუნაიტედს" დაახლოებით 26 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

წყარო: eurosport.com


თქვენი აზრით, შეიძენს "იუნაიტედი" ჰუმელსს ზაფხულში?

კი
არა/ვერა
არ ვიცი

ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 აპრილი 2015 14:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია სიმართლეა რაც იწერება და მორიგი სულელური ჭორი არააა...
0
№2
ავტორი: Berba 9
4 აპრილი 2015 14:48
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
იმედია და ძალიან მინდა, რომ ასეც მოხდეს :)) ასევე ლიგაზეც თუ გავალთ 1-2ად გაიზრდება შანსებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: Jubo
4 აპრილი 2015 14:48
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჩემთვის ეს იქნება საუკეთესო ტრანსფერი მატას შემდეგ
მჯერა ძია ვუდვორდის :3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: GeorgeBest
4 აპრილი 2015 15:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამოვა ხვალ და იტყვის არაფერი მითქვამსო wink
0
№5
ავტორი: Rooni
4 აპრილი 2015 15:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Sanam manches pormas archaicmevs ardavijereb
0
№6
ავტორი: gilmour
4 აპრილი 2015 15:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რა მცველი, რა ასაკში, იფ იიიფ!!! :) მიდი რა გადმოდი ძმურად
0
№7
ავტორი: Pazu21
4 აპრილი 2015 17:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 119
humelsi, gundogani, de bruini da depai, dibala keinic magari iqneboda mara imat tu iyidian "Mfrinavi eshmakebi" viqnebit da martla davtkbebi utds tamashit
0
№8
ავტორი: RojoDiablo
4 აპრილი 2015 17:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ნუ ეს ადრეც ითქვა, მაგრამ თვითონ გამოვა მატსი და იტყვის ასეთი არაფერი გამიკეთებიაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: Count Alucard
4 აპრილი 2015 20:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან მინდა, რომ გადმოვიდეს და შანსიც საკმაოდ დიდი გვაქვს, დორტმუნდს ლიგაზე გასვლის შანსი მიზერული აქვს და თუ წავიდა სადმე იმედია ჩვენთან წამოვა.
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
4 აპრილი 2015 20:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
იდეალური შენაძენი იქნება ჩვენთვის. ამაზე თანაგუნდელებთან კიარა გულშემატკვირებთანაც თქვაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top