თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2015, 18:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2553,
კომენტარები: 17
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა"
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ასეთი ორი ძალიან კარგი თამაშის შემდეგ, ალბათ არც ერთი გუნდის მთავარ მწვრთნელს და მათ შორის არც ვან გაალს არ მოუნდებოდა დაცვის ხაზში კორექტივების შეტანა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ლუის ამის გაკეთება მოუწევს. მოუწევს იმიტომ, რომ სანაკრებო შესვენების დროს, იტალიასა და ინგლისს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კრის სმოლინგი დაშავდა და როგორც პირველადი დაკვირვებებით გახდა ცნობილი იგი ვერ შეძლებს ხვალ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებს. სმოლინგი ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც იქცა, მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მჯერა მარკოს როხო შესანიშნავად გაართმებს საქმეს თავს. 4-ეულის სხვა წევრები ჯანმრთელები და ჯან-ღონით სავსენი არიან, ამიტომ თამაშში ხელს ვერავინ შეუშლის.

ნახევარდაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ნახევარდაცვის ხაზში სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა, არიან მოთამაშეები, რომლებიც შესვენების დროს უსაქმოდ დარჩნენ და უთამაშებლები არიან, თუმცა კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ, მაგალითად: ხუან მატა და ანდერ ერერა. ასევე უთამაშებელია ეშლი იანგიც, რომელმაც "ლივერპულთან" შეხვედრა მაღალ დონეზე ნამდვილად ვერ ჩაატარა, პლუს ამას მცირე დაზიანებაც მიიღო, რის გამოც მის ნაცვლად დი მარია შემოვიდა. ამიტომ ვფიქრობ იანგის ნაცვლად ანხელის დაყენება გამართლებული უნდა იყოს, თანაც დი მარიამ ორივე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და არც თუ ურიგოდ. კერიკი და ფელაინის განხილვა, მგონი არც ღირს. პირველი მათგანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, სწორედ მის დაბრუნებას უკავშირდება გუნდის ათამაშება, ხოლო მარუანი უბრალოდ შეუჩერებელი გახდა, მას ბოლო 4 შეხვედრაში (კლუბი+ნაკრები) 4 გოლი მოუგროვდა, რაც ნახევარმცველისთვის საუცხოო შედეგია.

თავდასხმა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ვფიქრობ, ამ ეტაპზე კაპიტანი უკონკურენტოა და საერთოდაც, მას შემდეგ რაც უეინი შეტევაში დაბრუნდა ყველა ვხედავთ, რომ ბევრად პროდუქტიულია. პირადად მე, ვერაფრით დავეთანხმები მის ნახევარდაცვაში დაბრუნებას - ეს მხოლოდ რობინ ვან პერსისთვის თუ იქნება სარგებლის მომტანი, თორემ არამგონია სხვამ ამით იხეიროს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, მატა, ფელაინი, დი მარია, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

დიახ
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
17 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
3 აპრილი 2015 14:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
მათ ვისაც სურს, თავისი აზრი დააფიქსიროს, შემადგენლობა აირჩიოს სტატიის ქვემოთ, სახელს enter-ის დაჭერის შემდეგ შეიყვანთ, შემდეგ სურათი გადაუღეთ (screen) და ჩაამატეთ კომენტარებში.

მადლობთ, იმედი მაქვს ვინც არ დამეთანხმება მხოლოდ "არა" ღილაკზე მაუსის დაწკაპუნებით არ შემოიფარგლება

თვენი მონა-მორჩილი:

ლ.ვ.
0
№2
ავტორი: chudikone
3 აპრილი 2015 14:41
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მეც არმგონია რომ რამე სიახლეს შემოიტანს ვან გაალი. ადვილად მოვიგებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: manutd---10
3 აპრილი 2015 14:48
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
ავტორს ყველაფერში ვეთანხმები გარდა ერთისა, როხოს თაობაზე ვერ მოვრიგდებით...

თუ სხვა საშველი არ გვაქ და უნდა დავაყენოთ მგონი ჯობია ბლინდი დადგეს ცენტრში და როხო ფლანგზე... ფლანგზე დაშვებული შეცდომის გამოსწორების მეტი შანსია...

მე რო ლუი ვიყო მაკნეირს დავაყენებდი.
0
№4
ავტორი: dati-mata
3 აპრილი 2015 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Zustad es shemadgloba minda rac avtorma dacera mara rojos mainc ar vendobi smolingis tramva dzaan uadgilo iyo exa sheileba aston vilastan rojom gaqachos mara derbize dagvchirdeva

smolingi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№5
ავტორი: bziki
3 აპრილი 2015 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დიმარია დიდი ალბათობით იქნება შეილება იანგის არა და სხვისი ადგილი დაიკაოს.როხო უეჭველი, მაგ პოზიციაზე მცველი მარცხენას უნდა ხმარბდეს სმოლინგი რო მოშუშდება მგონია ჯონსის კონკურეტი უფრო იქნებანა.
ამ ეტაპზე ყველაზე კაი შემადგენლბაა, იანგი ჯობს სკამზე გაამწესონ
0
№6
ავტორი: AkkRed
3 აპრილი 2015 16:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვეკუა ჩვენ გმირი ხარ love
0
№7
ავტორი: RojoDiablo
3 აპრილი 2015 19:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
მე კი ვეთანხმები და იმიტომ, რომ არც ბლინდი უქნია ღმერთს ცენტრალურ მცველად. რა მნიშვნელობა აქვს, ბლინდი დადგება ცენტრალურ მცველად და ცუდად ითამაშებს, თუ იქ ასე თუ ისე გამოცდილება მიღებული როხო, რომელმაც წელს რამდენიმე მატჩი ჩაატარა ამ პოზიციაზე და იყო შეხვედრები, სადაც არავის ატარებდა (თუმცა პატარა გუნდებთან, მაგრამ ესეც შედეგია).

სხვა პოზიციაზე კი კამათიც არ ღირს, მხოლოდ იანგის და დი მარიას საკითხია ალბათ განსახილველი, აი ფალკაოს საქმე მაინტერესებს, უფრო სწორად ეს ყველაზე მეტად მაინტერესებს და როცა რობინი დაბრუნდება, არანაკლებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Wardell
3 აპრილი 2015 19:16
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo
იანგს არაფერს ვერჩი უბრალოდ უთამაშებელი, თანაც ვეღარაა ისეთ ფორმაში. ფალკაოს რაც შეეხება არამგონია ლუიმ დახმარების ხელი გაუწოდოს, მითუმეტეს პერსის დაბრუნების მერე :(((( სამწუხაროდ.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
3 აპრილი 2015 19:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Wardell,
არა კაცო, შენ რომ არ ერჩი ეგ ვიცი, ისე იქნება განსახილველი-თქო, ლუი ვიგულისხმე რა :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Wardell
3 აპრილი 2015 19:39
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ნეტა მაგის მეტი არაფერი იყოს განსახილველი wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top