თბილისი:
მანჩესტერი:
3-04-2015, 18:22
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 17
აირჩიე შენი შემადგენლობა
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ასტონ ვილა"
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ასეთი ორი ძალიან კარგი თამაშის შემდეგ, ალბათ არც ერთი გუნდის მთავარ მწვრთნელს და მათ შორის არც ვან გაალს არ მოუნდებოდა დაცვის ხაზში კორექტივების შეტანა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ლუის ამის გაკეთება მოუწევს. მოუწევს იმიტომ, რომ სანაკრებო შესვენების დროს, იტალიასა და ინგლისს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კრის სმოლინგი დაშავდა და როგორც პირველადი დაკვირვებებით გახდა ცნობილი იგი ვერ შეძლებს ხვალ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებს. სმოლინგი ძალიან კარგ ფორმაში შევიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედაც იქცა, მისი შეცვლა ადვილი არ იქნება, მაგრამ მჯერა მარკოს როხო შესანიშნავად გაართმებს საქმეს თავს. 4-ეულის სხვა წევრები ჯანმრთელები და ჯან-ღონით სავსენი არიან, ამიტომ თამაშში ხელს ვერავინ შეუშლის.

ნახევარდაცვა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ნახევარდაცვის ხაზში სიტუაცია ცოტა სხვანაირადაა, არიან მოთამაშეები, რომლებიც შესვენების დროს უსაქმოდ დარჩნენ და უთამაშებლები არიან, თუმცა კარგ ფორმაში იმყოფებოდნენ, მაგალითად: ხუან მატა და ანდერ ერერა. ასევე უთამაშებელია ეშლი იანგიც, რომელმაც "ლივერპულთან" შეხვედრა მაღალ დონეზე ნამდვილად ვერ ჩაატარა, პლუს ამას მცირე დაზიანებაც მიიღო, რის გამოც მის ნაცვლად დი მარია შემოვიდა. ამიტომ ვფიქრობ იანგის ნაცვლად ანხელის დაყენება გამართლებული უნდა იყოს, თანაც დი მარიამ ორივე მატჩი ჩაატარა ნაკრებში და არც თუ ურიგოდ. კერიკი და ფელაინის განხილვა, მგონი არც ღირს. პირველი მათგანი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, სწორედ მის დაბრუნებას უკავშირდება გუნდის ათამაშება, ხოლო მარუანი უბრალოდ შეუჩერებელი გახდა, მას ბოლო 4 შეხვედრაში (კლუბი+ნაკრები) 4 გოლი მოუგროვდა, რაც ნახევარმცველისთვის საუცხოო შედეგია.

თავდასხმა:


აირჩიე შენი შემადგენლობა


ვფიქრობ, ამ ეტაპზე კაპიტანი უკონკურენტოა და საერთოდაც, მას შემდეგ რაც უეინი შეტევაში დაბრუნდა ყველა ვხედავთ, რომ ბევრად პროდუქტიულია. პირადად მე, ვერაფრით დავეთანხმები მის ნახევარდაცვაში დაბრუნებას - ეს მხოლოდ რობინ ვან პერსისთვის თუ იქნება სარგებლის მომტანი, თორემ არამგონია სხვამ ამით იხეიროს.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, ჯონსი, როხო, ბლინდი, კერიკი, ერერა, მატა, ფელაინი, დი მარია, რუნი.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

დიახ
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
17 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
3 აპრილი 2015 20:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
შემადგენლობა არ უნდა შეცვალოს, ერთი დი მარიამ უნდა დაიწყოს ძირითადში და ეგაა. ცუდია სმოლინგი თუ გამოტოვებს ისე winked

მატა თუ სკამზე დასვა კიდე თავი მოიკლას. ისე ფალკაოს თუ მიეცემა შანსი და რუნის ადგილას იქნება გაასწორებს. რუნი უკან დაიწევს და ფელაინის თუ არა რომელიმეს დაასვენებს
0
№12
ავტორი: Wardell
3 აპრილი 2015 20:28
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
ფელაინის არ დაასვენებს და არც უნდა დაასვენოს ისეთი ფორმა აკრიფა, ერერას დასვენება არ შეიძლება ისედაც 2 კვირაა უთამაშებელია, ამიტომ არამგონია ფალკაოს შანსი ქონდეს თუ პირდაპირ რუნის ნაცვლად არ გამოვა :(((
0
№13
ავტორი: VaRdo
4 აპრილი 2015 02:17
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვეთანხმები უბრალოდ რატომღაც მგონია ევანს გამოიყვანს როხოს მაგივრად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
4 აპრილი 2015 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე მაინც ჩენ აზრზე ვრჩები, რომ დი მარიამ სკამიდან უნდა დაიწყოს, თუ ტრამვირებული არააა იანგი რა თქმა უნდა. ნუ სმოლინგის ამბავი ვიცით და დანარჩენი ყველაფერი ლოგიკურად გაქვს ჩამოყალიბებული fellow
0
№15
ავტორი: Wardell
4 აპრილი 2015 15:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
VaRdo,
ევანსს დისკვალიფიკაცია აქვს 3 თამაში დარჩა კიდე მოსახდელად.
0
№16
ავტორი: Jubo
4 აპრილი 2015 15:12
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მგონია ფალკაოს და რაფაელს მისცემს დღეს შანსს, შეცვლაზე ალბათ ვილსონსაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: manutd---10
5 აპრილი 2015 16:30
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,

განსხვავება ისაა რომ ბლინდმა მთელი მსოფლიო ჩემპიონატი ცენტრალურ მცველად ჩაატარა და თან ყველამ ვნახეთ თუ როგორც...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top