თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2015, 17:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3038,
კომენტარები: 11
გამართლება თუ კარგი თამაში?
"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა ვან გაალის ხელში.
გამართლება თუ კარგი თამაში?
საფეხბურთო, ანალიტიკურ სამყაროში საყოველთაო მნიშვნელობა ენიჭება პრესაში გავრცელებულ განსხავებულ მოსაზრებებს, რომლებზეც ძალიან სწრაფი რეაგირება ხდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მატჩების განხილვა, რომელიც გუნდის კარგ და ცუდ ქმედებებს გამოკვეთს.
ამ სეზონში "ასტონ ვილას" შესრულებით ორი განსხვავებული თამაში ვიხილეთ: ძალიან კარგი სტარტი, რომელსაც მოჰყვა პრობლემები კონტრაქტთან დაკავშირებით, საშინელი სტატისტიკა და უგოლო მატჩები, რომლებმაც აჩვენა, რომ პირველ მატჩებში წარმატებული თამაში მხოლოდ დროებითი იყო. გარდამტეხი მატჩი იყო ასევე ცნობილი შეხვედრა, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლესტერს" შორის: "ეშმაკების" სამარცხვინო მარცხმა გუნდების შედეგებზე გავლენა მოახდინა.

გამართლება თუ კარგი თამაში?


სეზონის იმ მონაკვეთში, ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ "ლესტერმა" პრემიერ ლიგას ალღო აუღო და არ გაუჭირდებოდა ინგლისის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუმცა სტატისტიკა სულ სხვას ამბობდა: მართალია, "მელიები" კარში ძალიან ბევრს ურტყამდნენ, თუმცა გააზრებულ შეტევებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ისინი არ აგებდნენ დიდი ანგარიშით და ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდნენ თუმცა, უკანასკნელ 23 ტურში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს.

ასეა თუ ისე, მათ შეძლეს და ვან გაალის გუნდს 5 გოლი გაუტანეს, რამაც ინგლისური პრესა მაშინვე აალაპრაკა და "წითლების" დაცვის ხაზი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ზაფხულში გუნდი 3 ვეტერან მცველს გამოემშვიდობა, რომლებიც წლების განმავლობაში ლიდერები იყვნენ, ამასთან მოვიდნენ ახალი და საინტერესო, თუმცა არა ტოპ-კლასის მცველები. ამ ყველაფერს დაერთო ტრავმების ეპიდემია და რა თქმა უნდა, მწვრთნელის მიერ საუკეთესო ტაქტიკის ძიება. "ლესტერთან" გამართულ შეხვედრაში შესამჩნევი იყო: დაცვის ხაზი ჩავარდა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ "იუნაიტედი" კაცნაკლული იყო, არც იმას, რომ მეტოქემ 5 დარტყმიდან ყველა გოლად აქცია, მხოლოდ ერთი იყო ნათელი: დაცვამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.

რამდენიმე თვის შემდეგ, სტატისტიკის მოყვარულებს ახალი აზრი გაუჩნდათ: "იუნაიტედმა" წარმატებული სერია გამოაცხო, რომელიც მხოლოდ ერთი მოთამაშის - დავიდ დე ხეას - დამსახურება იყო. ესპანელი მეკარის სეივების პროცენტული მაჩვენებელი არარეალურად მაღალი იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს მაჩვენებელი არ შემცირებულა დღემდე.

გამართლება თუ კარგი თამაში?


დე ხეას სეივების რაოდენობა, პრემიერ ლიგის სხვა მეკარეების საშუალო მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია, რაც გამოთვლებით ნიშნავს იმას, რომ ესპანელმა კარის დარაჯმა მეტოქეს 8 გოლი წაართვა. ეს 8 ბურთი დღევანდელ გაშვებულებს რომ დავუმატოთ, მივიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო 30-ე ტურისთვის.

"იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ძალიან იშვიათად გამოიყურება დამაჯერებლად, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ისინი კვლავ ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფებიან, თუმცა "წითლები" აგრძელებენ დადებითი რეზულტატების ჩვენებას.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 1200 მატჩის სტატისტიკის დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ თუ გუნდი ერთ შეხვედრაში 2 ან მეტ გოლს გაუშვებს ის საშუალოდ 0.5 ქულას აიღებს. ამის გათვალისწინებით, რომ არა დე ხეა გუნდს შესაძლოა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ებრძოლა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერ "ჩელსისთან" ერთად პირველ ადგილს იკავსბს და მათ ამ სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრაში გაუშვეს 2 ან მეტი გოლი: 5 "ლესტერისგან", 2 "ვესტ ბრომვიჩისგან" და 2-2 "სუონსისთან" (სტუმრად და სახლში.).

გამართლება თუ კარგი თამაში?


კიდევ უფრო კარგი შედეგებია პრემიერ ლიგის გამორჩეულ გუნდებთან. "ეშმაკებს" არც-ერთი მათგანისგან 1-ზე მეტი ბურთი არ მიუღიათ:

გამართლება თუ კარგი თამაში?


უბრალოდ გამართლება? ჰმმმ... მე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. საერთო ჯამში "მანჩესტერ იუნაიტედი" საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.9 გოლს უშვებს, რაც ნამდვილად კარგი შედეგია - ასეთ რეზულტატს ვან გაალის მიერ გაწვრთნილი ყველა გუნდი აჩვენებდა. მართალია, ყველა მათგანი ლიგის ლიდერები იყვნენ, თუმცა ის ფაქტი რომ გუნდი მოწინააღმდეგეს არ აძლევს გატანის საშუალებას წარმატების მიღწევის შანსებს ერთი-ორად ზრდის. მოდით პატარა პარალელები გავავლოთ "იუნაიტედსა" და 2009/2010 წლების "ბაიერნს" შორის.

ვერც "ეშმაკებმა" და ვერც იმ დროინდელმა "რუხმა მგლებმა" სეზონი კარგად ვერ დაიწყეს: გერმანელებს პირველ 13 ტურში, 5 მოგება, 6 ფრე და 2 მარცხი ჰქონდათ, ხოლო ინგლისებს: 6 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი. ამას მოჰყვა წარმატებული სერია: 12 მოგება, 2 ფრე, 2 მაცხი მიუხენელებს და 10 მოგება, 4 ფრე, 2 მაცრხი მანჩესტერელებს.

გამართლება თუ კარგი თამაში?


იმ სეზონში "ბაიერნმა" მხოლოდ 5 შეხვედრაში გაუშვა 2 ან მეტი გოლი..... ჩვენ ამ შედეგის გაუმჯობესება შეგვიძლია!

უნდა დავამატოთ ის, რომ ვან გაალის მუშაობა, ტრადიციულად, კონკრეტულად გუნდზეა გათვლილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ: ჰოლანდიელმა ბევრი მუშაობის შედეგად მიაღწია დასახულ მიზანს, შესაძლოა "ჩელსის" და "საუთჰემტონს" გაცილებით კარგი მცველები ჰყავს, თუმცა ვან გაალმა შეძლო ნაკლოვანებები ტაქტიკურად შეავსო. თუკი ლუი შეძლებს და თავდასხმის ხაზსაც სტაბილურად კარგად აათამაშებს, "იუნაიტედის" გამჩერებელი ცოტა თუ გამოიძებნება.

გუნდის პროგრესი თვალსაჩინოა, "იუნაიტედი" ისევ იბრუნებს მრისხანე მეტოქის სახელს, თუმცა რამდენიმე ათეული მილიონის დახარჯვა და სხვადასხვა პოზიციების გამყარება აუცილებელი იქნება.
სტატიები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Blind
29 მარტი 2015 18:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ლაშა არმგონია შენ ბოლო აბზაცს ეთანხმებოდე :დ
0
№2
ავტორი: Wardell
29 მარტი 2015 18:09
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Blind,
რას ვიზავთ :D :D :D
0
№3
ავტორი: Count Alucard
29 მარტი 2015 18:13
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საინტერესო სტატიაა, ლაშა. სტატისტიკიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში შედარებით სტაბილურად გამოიყურება გუნდი, მართალია ბევრად უკეთესი შეიძლება იყოს შედეგიც და თამაშის ხარისხიც, მაგრამ რა შედარებაა შარშანდელ, ან თუნდაც, პირველი წრის თამაშებთან. წინსვლა იგრძნობა და ამიტომ უნდა ვიყოთ ვან გაალის მადლობელნი, მოიესის დროს მეორე წრეში რეგრესის გარდა არაფერი ჩანდა და აქ პირიქით წინ და წინ მივდივართ ასე, რომ ჯობია ვენდოთ ვან გაალს და ნაადრევად მისი გაგდების ძახილს შევეშვათ.
0
№4
ავტორი: bziki
29 მარტი 2015 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დარწმუნებული ვარ შემდეგ წელს საჩემპიონო რბოლაში ვიქნებით, დაეტყო უკვე ვანგაალის ხელი გუნდს მართალია ცოტა გვიან მარა იმდენი ტრამვის მერე გასაკვირი არაა
0
№5
ავტორი: GeorgeBest
29 მარტი 2015 19:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხშირად ცვლიდა შემადგენლობას, ტრავმების გამოც და ისეც. ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებსაც იღებდა, ყველა მოსინჯა ნახევარდაცვაში ვისაც თამაში შეეძლო და როგორც იქნა იპოვა ნორმალური შემადგენლობა და ცოტა ამოვისუნთქეთ. ამ ზაფხულს დაცვის ხაზი თუ არ გააძლიერეს აზრი არ ექნება მომავალ წელს ლიგაზე გასვლას. დაცვას ლიდერი სჭირდება და გამოცდილი მცველი. ვერც სმოლინგი და ვერც ჯონსი ვერ მოახერხებენ ამას

ხშირად ადარებენ მოიესის გუნდს და ამბობენ უკეთესიაო მარა დღეს სხვა რამეს ვხედავთ
0
№6
ავტორი: A.HERRERA
29 მარტი 2015 21:12
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
საინტერესო სტატიაა.
დაცვას რაც შეეხება ცუდად მართლა არ გამოიყურება, რაც დავიდის დამსახურებაცაა. კარგ მცველს თუ დავიმატებთ შეიძლება გაუმჯობესებაც სტატისტიკის, ასეთი მეკარე გვყავს მითუმეტეს
0
№7
ავტორი: Best 7
30 მარტი 2015 00:22
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გავუმჯობესდებიტ ცოტ ცოტათი სად წავალთ აბა! wink
0
№8
ავტორი: Mufc7
30 მარტი 2015 01:35
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
საინტერესო სტატიაა. პროგრესი აშკარადაა წინა სეზონთან შედარებით და იმედიც, რომ გუნდი უფრო და უფრო მეტს მოუმატებს და საბოლოოდ გავა იმ შედეგამდე, რაც გვჩვევია. ზაფხულში ველოდები ტრანფერებს მე და ისევ იმ მრისხანე ''იუნაიტედს''
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RojoDiablo
30 მარტი 2015 09:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციფრები, არასდროს მჯეროდა მათი და არც სტატისტიკას ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ აქ სხვა რამეზეა გამახვილებული ყურადღება და ეგ ნათელი იყო. თუმცა პროგრესირების შეწყვეტა არასდროს შეიძლება და არ არსებობს სრულყოფილი დონე. რაც მეტს მოინდომებენ, უკეთესი შედეგი იქნება, უკეთესი შედეგი კი უკეთესი მიზნების მიღწევას გეგმავს. იმედია მხოლოდ ლაპარაკად და ტყუილ შექებად არ დაგვრჩება ეს და მომავალში უფრო მეტი დადებითის თქმის საშუალება მოგვეცემა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: AkkRed
30 მარტი 2015 09:51
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნამდვილად კაი სტატია შემოგვთავაზა ბატონმა ლაშამ winked . რაც შეეხება თამაშს, ჩემის აზრით ის რამე თუ კარგი თამაში კი არაა, არამედ სწორი გზით პროგრესირებაა. იმასაც რასაც სირ ალექს ფერგიუსონისგან ვართ მიჩვეულნი ამას ვერ დავარქმევდი კარგ თამაშს, უბრალოდ უიღბლო სეზონის შემდეგ და კატასტროფული პირველი წრის შემდეგ (თამაშის ხარისხით, თორე კარგად მახსოვს წაუგებელი 12 მატჩიანი სერია) რაღაც სწორი გზით პროგრესირება შეიმჩნევა ჩვენს საყვარელ გუნდში.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top