თბილისი:
მანჩესტერი:
29-03-2015, 17:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3040,
კომენტარები: 11
გამართლება თუ კარგი თამაში?
"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა ვან გაალის ხელში.
გამართლება თუ კარგი თამაში?
საფეხბურთო, ანალიტიკურ სამყაროში საყოველთაო მნიშვნელობა ენიჭება პრესაში გავრცელებულ განსხავებულ მოსაზრებებს, რომლებზეც ძალიან სწრაფი რეაგირება ხდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მატჩების განხილვა, რომელიც გუნდის კარგ და ცუდ ქმედებებს გამოკვეთს.
ამ სეზონში "ასტონ ვილას" შესრულებით ორი განსხვავებული თამაში ვიხილეთ: ძალიან კარგი სტარტი, რომელსაც მოჰყვა პრობლემები კონტრაქტთან დაკავშირებით, საშინელი სტატისტიკა და უგოლო მატჩები, რომლებმაც აჩვენა, რომ პირველ მატჩებში წარმატებული თამაში მხოლოდ დროებითი იყო. გარდამტეხი მატჩი იყო ასევე ცნობილი შეხვედრა, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლესტერს" შორის: "ეშმაკების" სამარცხვინო მარცხმა გუნდების შედეგებზე გავლენა მოახდინა.

გამართლება თუ კარგი თამაში?


სეზონის იმ მონაკვეთში, ერთი შეხედვით, ჩანდა, რომ "ლესტერმა" პრემიერ ლიგას ალღო აუღო და არ გაუჭირდებოდა ინგლისის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუმცა სტატისტიკა სულ სხვას ამბობდა: მართალია, "მელიები" კარში ძალიან ბევრს ურტყამდნენ, თუმცა გააზრებულ შეტევებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ისინი არ აგებდნენ დიდი ანგარიშით და ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოდნენ თუმცა, უკანასკნელ 23 ტურში მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვეს.

ასეა თუ ისე, მათ შეძლეს და ვან გაალის გუნდს 5 გოლი გაუტანეს, რამაც ინგლისური პრესა მაშინვე აალაპრაკა და "წითლების" დაცვის ხაზი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ზაფხულში გუნდი 3 ვეტერან მცველს გამოემშვიდობა, რომლებიც წლების განმავლობაში ლიდერები იყვნენ, ამასთან მოვიდნენ ახალი და საინტერესო, თუმცა არა ტოპ-კლასის მცველები. ამ ყველაფერს დაერთო ტრავმების ეპიდემია და რა თქმა უნდა, მწვრთნელის მიერ საუკეთესო ტაქტიკის ძიება. "ლესტერთან" გამართულ შეხვედრაში შესამჩნევი იყო: დაცვის ხაზი ჩავარდა. არ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ "იუნაიტედი" კაცნაკლული იყო, არც იმას, რომ მეტოქემ 5 დარტყმიდან ყველა გოლად აქცია, მხოლოდ ერთი იყო ნათელი: დაცვამ დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა.

რამდენიმე თვის შემდეგ, სტატისტიკის მოყვარულებს ახალი აზრი გაუჩნდათ: "იუნაიტედმა" წარმატებული სერია გამოაცხო, რომელიც მხოლოდ ერთი მოთამაშის - დავიდ დე ხეას - დამსახურება იყო. ესპანელი მეკარის სეივების პროცენტული მაჩვენებელი არარეალურად მაღალი იყო, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ რომ ეს მაჩვენებელი არ შემცირებულა დღემდე.

გამართლება თუ კარგი თამაში?


დე ხეას სეივების რაოდენობა, პრემიერ ლიგის სხვა მეკარეების საშუალო მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია, რაც გამოთვლებით ნიშნავს იმას, რომ ესპანელმა კარის დარაჯმა მეტოქეს 8 გოლი წაართვა. ეს 8 ბურთი დღევანდელ გაშვებულებს რომ დავუმატოთ, მივიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს გასულ სეზონში იყო 30-ე ტურისთვის.

"იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში ძალიან იშვიათად გამოიყურება დამაჯერებლად, ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ ისინი კვლავ ცხრილის ზედა ნაწილში იმყოფებიან, თუმცა "წითლები" აგრძელებენ დადებითი რეზულტატების ჩვენებას.

პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 1200 მატჩის სტატისტიკის დახმარებით, ცნობილი გახდა, რომ თუ გუნდი ერთ შეხვედრაში 2 ან მეტ გოლს გაუშვებს ის საშუალოდ 0.5 ქულას აიღებს. ამის გათვალისწინებით, რომ არა დე ხეა გუნდს შესაძლოა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ებრძოლა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ლიდერ "ჩელსისთან" ერთად პირველ ადგილს იკავსბს და მათ ამ სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრაში გაუშვეს 2 ან მეტი გოლი: 5 "ლესტერისგან", 2 "ვესტ ბრომვიჩისგან" და 2-2 "სუონსისთან" (სტუმრად და სახლში.).

გამართლება თუ კარგი თამაში?


კიდევ უფრო კარგი შედეგებია პრემიერ ლიგის გამორჩეულ გუნდებთან. "ეშმაკებს" არც-ერთი მათგანისგან 1-ზე მეტი ბურთი არ მიუღიათ:

გამართლება თუ კარგი თამაში?


უბრალოდ გამართლება? ჰმმმ... მე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. საერთო ჯამში "მანჩესტერ იუნაიტედი" საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.9 გოლს უშვებს, რაც ნამდვილად კარგი შედეგია - ასეთ რეზულტატს ვან გაალის მიერ გაწვრთნილი ყველა გუნდი აჩვენებდა. მართალია, ყველა მათგანი ლიგის ლიდერები იყვნენ, თუმცა ის ფაქტი რომ გუნდი მოწინააღმდეგეს არ აძლევს გატანის საშუალებას წარმატების მიღწევის შანსებს ერთი-ორად ზრდის. მოდით პატარა პარალელები გავავლოთ "იუნაიტედსა" და 2009/2010 წლების "ბაიერნს" შორის.

ვერც "ეშმაკებმა" და ვერც იმ დროინდელმა "რუხმა მგლებმა" სეზონი კარგად ვერ დაიწყეს: გერმანელებს პირველ 13 ტურში, 5 მოგება, 6 ფრე და 2 მარცხი ჰქონდათ, ხოლო ინგლისებს: 6 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი. ამას მოჰყვა წარმატებული სერია: 12 მოგება, 2 ფრე, 2 მაცხი მიუხენელებს და 10 მოგება, 4 ფრე, 2 მაცრხი მანჩესტერელებს.

გამართლება თუ კარგი თამაში?


იმ სეზონში "ბაიერნმა" მხოლოდ 5 შეხვედრაში გაუშვა 2 ან მეტი გოლი..... ჩვენ ამ შედეგის გაუმჯობესება შეგვიძლია!

უნდა დავამატოთ ის, რომ ვან გაალის მუშაობა, ტრადიციულად, კონკრეტულად გუნდზეა გათვლილი. ამით იმის თქმა მინდა, რომ: ჰოლანდიელმა ბევრი მუშაობის შედეგად მიაღწია დასახულ მიზანს, შესაძლოა "ჩელსის" და "საუთჰემტონს" გაცილებით კარგი მცველები ჰყავს, თუმცა ვან გაალმა შეძლო ნაკლოვანებები ტაქტიკურად შეავსო. თუკი ლუი შეძლებს და თავდასხმის ხაზსაც სტაბილურად კარგად აათამაშებს, "იუნაიტედის" გამჩერებელი ცოტა თუ გამოიძებნება.

გუნდის პროგრესი თვალსაჩინოა, "იუნაიტედი" ისევ იბრუნებს მრისხანე მეტოქის სახელს, თუმცა რამდენიმე ათეული მილიონის დახარჯვა და სხვადასხვა პოზიციების გამყარება აუცილებელი იქნება.
სტატიები
11 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
1 აპრილი 2015 03:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
უბრალოდ საღოლ ავტორს :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top