თბილისი:
მანჩესტერი:
28-03-2015, 17:08
ავტორი: A.HERRERA,
ნანახია: 2943,
კომენტარები: 13
შმეიხელი: " იბრაჰიმოვიჩი "იუნაიტედისთვისაა" დაბადებული"
იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა "ოლდ ტრაფორზე" აღმოჩნდეს
შმეიხელი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პეტერ შმეიხელი ყოფილ გუნდს "პსჟ"-ს "თილისმის", ზლატან იბრაჰოვიჩის შეძენისკენ მოუწოდებს.

შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სახელს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდს". მას საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უწინასწარმეტყველებენ.

ვან გაალი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია, რადგან "იუნაიტედში" იჯარით მყოფი ფალკაო დიდი ალბათობით კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.

შმეიხელი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული მოიპოვა, მიიჩნევს, რომ ზლატანი ისეთივე წარმატებული იქნება "იუნაიტედში", როგორიც ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი იყვნენ, რადგან მას ხასიათის ყველა ის თვისება გააჩნია, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის.

"დაუჯერებელია ის, რაც მან "პსჟ"-თან ერთად გააკეთა, ის გუნდს ყოველთვის დამატებით ხიბლს მატებს."

"გასულ ზაფხულს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზლატანი მანჩესტერში გააგრძელებდა თავის კარიერას. მაშინ ვთქვი, რომ ის "იუნაიტედში" თამაშისთვისაა დაბადებული."

"რატომ იყო ერიკ კანტონა განსაკუთრებით ძლიერი "ოლდ ტრაფორდზე", ვიდრე "ლიდსში" ან საფრანგეთის რომელიმე სხვა კლუბში თამაშისას? იმიტომ, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". მანჩესტერში ფეხბურთელებს თავისუფლებით სარგებლობის საშუალება აქვთ, თუმცა აქ თამაში დიდ პასუხისმგებლობას განიჭებს."

"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ხარ ან რა გიყვარს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის თუ რას აკეთებ მოედანზე და როგორ ვითარდები კლუბში. იმ შემთხვევაში თუ ამას არ გაითვალისწინებ შენ გუნდს დატოვებ."

"ამასთან ერთად საჭიროა გქონდეს განსაკუთრებული შესაძლებლობები. ბექჰემი და კანტონა გადიოდნენ მოედანზე და საკუთარი შესაძლებობების მაქსიმუმს აჩვენებნენ. მრავალი ფეხბურთელი არსებობს, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ბექჰემი ან კანტონა, მაგრამ მათ არ აქვთ განსაკუთრებული უნარი, შედეგად კი მარცხდებიან."
- აცხადებს შმეიხელი "L'Equipe"–თან ინტერვიუში.

წყარო: dailymail.co.uk
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Rooni
28 მარტი 2015 17:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Modi ibra magrad gamogvadgebა
0
№2
ავტორი: A.HERRERA
28 მარტი 2015 17:36
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არამგონია პესეჟედან წამოვიდეს და გამოუშვან, ჯანზე კი არის მარა რომც წამოვიდეს ბებერია რა უკვე winked თავდამსხმელს თუ ვიყიდით კეინი უნდა იყოს ის თავდამსხმელი აუცილებლად love
0
№3
ავტორი: dati-mata
28 მარტი 2015 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
au ibra magra gascorebs beberia mara mainc daglejs ori sezoni gaqachavs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№4
ავტორი: GeorgeBest
28 მარტი 2015 17:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კანტონა ბაზარი არაა მარა ბექჰემი რატო მოყავს მაგალითად მაგას ვერ მივხვდი. ეგ სულ სხვა სტილის ფეხბურთელი და სულ სხვა კლასი იყო

ისე ინგლისშიც უნდა მოსინჯოს ძალები
0
№5
ავტორი: abrama
28 მარტი 2015 17:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Tavdamsxmelic romelic yvelaze magrad mevaseba, wamo raaa ibra gtxov.A.HERRERA,
Getanxmebi beberia mara mas iseti monacemebi aq ro minimum 40 wlamde magal doneze itamashebs... tan dz dzlieria da premier ligashi tamasshi problema ar eqneba
0
№6
ავტორი: A.HERRERA
28 მარტი 2015 18:02
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
არმინდა მიუხედავად იმისა რო კარგი ფეხბურთელია, მირჩევნია უილსონს მისცენ უფრო მეტი სათამაშო დრო რო განვითარდეს კიდევ
0
№7
ავტორი: Macklemore
28 მარტი 2015 18:09
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჩემი აზრით საკმაოდ რეალური ტრანსფერია. ასაკშია საკმაოდ და პესეჟემ უნდა იჩალიჩოს გაყიდვა სანამ ფასიაქ. თან კავანის სახით ყავთ ძაან მაგარი ცენტრ-ფორვარდი და კავანისაც მიეცემა თავის პოზიციაზე თამაშის საშუალება.
0
№8
ავტორი: AkkRed
28 მარტი 2015 18:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რაღა დროს ამის გადმოყვანაა ტიპი გაჭაღარავდა lol
0
№9
ავტორი: Count Alucard
28 მარტი 2015 19:01
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ასაკშია უკვე, თან არამგონია ამან გაამართლოს ჩვენთან. მე არ მინდა.
0
№10
ავტორი: Rosso Diavolo
28 მარტი 2015 19:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს რო ძაან კლასნია მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ რადროს ამის იუნაიტედში თამაშია ...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top