"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა პეტერ შმეიხელი ყოფილ გუნდს "პსჟ"-ს "თილისმის", ზლატან იბრაჰოვიჩის შეძენისკენ მოუწოდებს.
შვედეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სახელს ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებენ "ოლდ ტრაფორდს". მას საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უწინასწარმეტყველებენ.
ვან გაალი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია, რადგან "იუნაიტედში" იჯარით მყოფი ფალკაო დიდი ალბათობით კლუბს სეზონის ბოლოს დატოვებს.
შმეიხელი, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში პრემიერ ლიგის ხუთი ტიტული მოიპოვა, მიიჩნევს, რომ ზლატანი ისეთივე წარმატებული იქნება "იუნაიტედში", როგორიც ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი იყვნენ, რადგან მას ხასიათის ყველა ის თვისება გააჩნია, რომლებიც აუცილებელია წარმატებისთვის.
"დაუჯერებელია ის, რაც მან "პსჟ"-თან ერთად გააკეთა, ის გუნდს ყოველთვის დამატებით ხიბლს მატებს."
"გასულ ზაფხულს ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზლატანი მანჩესტერში გააგრძელებდა თავის კარიერას. მაშინ ვთქვი, რომ ის "იუნაიტედში" თამაშისთვისაა დაბადებული."
"რატომ იყო ერიკ კანტონა განსაკუთრებით ძლიერი "ოლდ ტრაფორდზე", ვიდრე "ლიდსში" ან საფრანგეთის რომელიმე სხვა კლუბში თამაშისას? იმიტომ, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". მანჩესტერში ფეხბურთელებს თავისუფლებით სარგებლობის საშუალება აქვთ, თუმცა აქ თამაში დიდ პასუხისმგებლობას განიჭებს."
"ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ხარ ან რა გიყვარს, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის თუ რას აკეთებ მოედანზე და როგორ ვითარდები კლუბში. იმ შემთხვევაში თუ ამას არ გაითვალისწინებ შენ გუნდს დატოვებ."
"ამასთან ერთად საჭიროა გქონდეს განსაკუთრებული შესაძლებლობები. ბექჰემი და კანტონა გადიოდნენ მოედანზე და საკუთარი შესაძლებობების მაქსიმუმს აჩვენებნენ. მრავალი ფეხბურთელი არსებობს, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ბექჰემი ან კანტონა, მაგრამ მათ არ აქვთ განსაკუთრებული უნარი, შედეგად კი მარცხდებიან." - აცხადებს შმეიხელი "L'Equipe"–თან ინტერვიუში.