თბილისი:
მანჩესტერი:
26-03-2015, 09:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2671,
კომენტარები: 15
ვან გაალს ანდერსონის შეძენა სურს
ვან გაალი ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა.
ვან გაალს ანდერსონის შეძენა სურს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაციოს" თავდამსხმელ ფელიპე ანდერსონს აკვირდება, რომლისთვის თვალის სადევნებლად ვან გაალმა სკაუტი ჯიმ ლოულორი გაგზავნა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც "ვერონას" წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა, ვან გაალის სატრანსფერო სამიზნეთა სიას დაემატა.

21-წლის ფორვარდმა იტალიურ კლუბთან გასულ კვირას ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ვან გაალი ამას ყურადღებას არ აქცევს და ფეხბურთელის შეძენას ეცდება.

სერია A-ს კლუბი ანდერსონში 30 მლნ. ფუნტს მოითხოვს, "იუნაიტედს" კი ევროპის მრავალი გუნდისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე რომში თავს კარგად გრძნობს, მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში დიდი გეგმები აქვს.

ამაში კი "იუნაიტედის" გარდა შესაძლოა "ჩელსიმ", "რეალმა" ან პსჟ-მ შეუწყოს ხელი.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 მარტი 2015 09:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ სერია ა გვინდა, ისევ იკარდი იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 მარტი 2015 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ერთი ანდერსონი გვყვავდა და მეორე მგონი აღარ გვინდა wink
0
№3
ავტორი: AkkRed
26 მარტი 2015 10:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვახო ( G G M U),

დამასწარი, ზუსტად მაგის დაწერას ვაპირებდი ახლა lol
0
№4
ავტორი: Wardell
26 მარტი 2015 10:12
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ მჯერა ამ სერია ა-ს ფეხბურთელების და მომკალით რააა (((( 100-დან 3 თუ გაამართლებს პრემიერ ლიგაში და ისინიც 2-3 სეზონის მერე.
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 მარტი 2015 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
AkkRed,
wink2
0
№6
ავტორი: bziki
26 მარტი 2015 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
30 მილიონი რო ფ.ანდერსონში გადაიხადონ თავი უნდა დაიმარხონ
0
№7
ავტორი: Count Alucard
26 მარტი 2015 12:41
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
აი საზიზღრად არ მევასება იკარდი და მომკალით თუ გინდათ. ეგ რო გადმოვიდეს ყველა თამაშზე მაგის გინებაში უნდა ვიყო, დაეტიოს იტალიაში.
0
№8
ავტორი: Lee Sharpe
26 მარტი 2015 19:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ლაციო მაინც რომ დაიქოქა სერია ა- ში და თამაშს თამაშზე იგებს ლაივსქორზე მაინც შედით და ნახეთ რეებს შვრება,ტრავმამდე ჯერ რა თამაშს აჩვენებდა და მერე რომ დაბრუნდა კიდევ უფრო მოუმატა, ძაან დიდი ტალანტია პოგბას მერე ეს დიბალა და ლაციოდან კიდევ ერთი კეიტა ბალდე მაგარი ტალანტები არიან.
ლიგაზე გავა სავარაუდოდ ლაციო თან სულ ეხლა გაახანგრძლივა კონტრაქტი ამან
0
№9
ავტორი: GeorgeBest
26 მარტი 2015 21:37
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
და რატო გგონიათ რომ პრემიერ ლიგაში აუცილებლად გაქაჩავენ? areyoukiddingme
0
№10
ავტორი: Macklemore
27 მარტი 2015 06:36
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Lazioshi magrad uberavs, magram es serie A araa da ver ivaraudeb gaamartlebs tu ara.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top