26-03-2015, 09:49
ნანახია: 2672,
კომენტარები: 15
ვან გაალს ანდერსონის შეძენა სურს
ვან გაალი ბრაზილიელი ფეხბურთელით დაინტერესდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაციოს" თავდამსხმელ ფელიპე ანდერსონს აკვირდება, რომლისთვის თვალის სადევნებლად ვან გაალმა სკაუტი ჯიმ ლოულორი გაგზავნა.
ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც "ვერონას" წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა, ვან გაალის სატრანსფერო სამიზნეთა სიას დაემატა.
21-წლის ფორვარდმა იტალიურ კლუბთან გასულ კვირას ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ვან გაალი ამას ყურადღებას არ აქცევს და ფეხბურთელის შეძენას ეცდება.
სერია A-ს კლუბი ანდერსონში 30 მლნ. ფუნტს მოითხოვს, "იუნაიტედს" კი ევროპის მრავალი გუნდისთვის მოუწევს კონკურენციის გაწევა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე რომში თავს კარგად გრძნობს, მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში დიდი გეგმები აქვს.
ამაში კი "იუნაიტედის" გარდა შესაძლოა "ჩელსიმ", "რეალმა" ან პსჟ-მ შეუწყოს ხელი.
წყარო:
telegraph
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.