"იუნაიტედი" ფალკაოს გაანთხოვრებს.
"ლივერპულს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რადამელ ფალკაოს იჯარით აყვანის საშუალება მიეცემა.
კოლუმბიელმა ფორვარდმა "მონაკოდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლის გატანა მოახერხა.
ბრენდან როჯერსს შარშანაც სურდა ფალკაოს გადაბირება, თუმცა ხელი მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეუშალეს. საბოლოოდ კოლუმბიელი "წითელი ეშმაკების" რიგებში იჯარის წესით გადაბარგდა, მაგრამ ვან გაალი მის კონტრაქტს არ გამოისყიდის.
კოლუმბიელი ფორვარდი კი პრემიერ ლიგის დატოვებას არ აპირებს და მზად არის ინგლისური კლუბების შეთავაზებები განიხილოს.
"მერსეისადული" კლუბი ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და მზად არის მარიო ბალოტელი, ფაბიო ბორინი და რიკი ლამბერტი გაყიდოს.
მათ ნაცვლად კი როჯერსი შეიძენს ფორვარდს, რომელიც მაღალ პრესინგზე თამაშს მოახერხებს. ასეთ კანდიდატებად ბრენდანს დივოკ ორიგი და დენი ინგსი მიაჩნია, თუმცა ფალკაოს ვარიანტს ამჯობინეს.
"ლივერპულს" კი კონკურენციის გაწევა "იუვენტუსისა" და "ჩელსისთვის" მოუწევს, რომლებიც ასევე ინტერესდებიან ფეხბურთელით.
წყარო:
dailymail