თბილისი:
მანჩესტერი:
25-03-2015, 18:28
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3095,
კომენტარები: 13
ფალკაოს "ლივერპულში" გაანათხოვრებენ
"იუნაიტედი" ფალკაოს გაანთხოვრებს.
ფალკაოს
"ლივერპულს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ რადამელ ფალკაოს იჯარით აყვანის საშუალება მიეცემა.

კოლუმბიელმა ფორვარდმა "მონაკოდან" "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

ბრენდან როჯერსს შარშანაც სურდა ფალკაოს გადაბირება, თუმცა ხელი მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეუშალეს. საბოლოოდ კოლუმბიელი "წითელი ეშმაკების" რიგებში იჯარის წესით გადაბარგდა, მაგრამ ვან გაალი მის კონტრაქტს არ გამოისყიდის.

კოლუმბიელი ფორვარდი კი პრემიერ ლიგის დატოვებას არ აპირებს და მზად არის ინგლისური კლუბების შეთავაზებები განიხილოს.

"მერსეისადული" კლუბი ზაფხულში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს და მზად არის მარიო ბალოტელი, ფაბიო ბორინი და რიკი ლამბერტი გაყიდოს.

მათ ნაცვლად კი როჯერსი შეიძენს ფორვარდს, რომელიც მაღალ პრესინგზე თამაშს მოახერხებს. ასეთ კანდიდატებად ბრენდანს დივოკ ორიგი და დენი ინგსი მიაჩნია, თუმცა ფალკაოს ვარიანტს ამჯობინეს.

"ლივერპულს" კი კონკურენციის გაწევა "იუვენტუსისა" და "ჩელსისთვის" მოუწევს, რომლებიც ასევე ინტერესდებიან ფეხბურთელით.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ჭორები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 მარტი 2015 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველას კი გონია და მათ შორის მეც, რომ სეზონის ბოლოს წავა, მაგრამ რა იცი ძია ლუის რა მოეპრიანება... wink

ისე თუ წავიდა ალბათ იტალიაში გადაბარგდება.
0
№12
ავტორი: Goginashvili777
26 მარტი 2015 13:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ნეტა გაიხსნას და მერე ინანონ რა.. არ მინდა ამის წასვლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№13
ავტორი: VaRdo
27 მარტი 2015 16:55
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფალკაო რაცაა აგერ ნაკრების მატჩზეც გამოჩნდა. 2 გოლი 1 ასისტი. უბრალოდ ვერ გაიხსნა ვერც ეგ ვერ დი მარია არა და ყველაზე დიდი მედებს სწორედ ამ 2 ფებხურთელზე ვამყარებდით. დავტოვოთ 1 წელიც რა იცი რა ხდება? ერთი და ორი ფეხბურთელი გვყოლია ამათზე სუსტები დაჟე პროგრესის იემდიც რომ არ გვქონია და პროსტა იყვნენ? ასე, რომ არ მინდა რომ წავიდეს გუნდიდან და მივცეთ კიდე 1 შანსი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top