თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 11:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2560,
კომენტარები: 11
ჯონსი: "პარტნიორობას 4 თამაშში ვერ ააგებ"
ფილ ჯონსი თანამემამულეზე საუბრობს.
ჯონსი:
2011 წელს "ბლექბერნიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ფილ ჯონსმა არაერთი კრიტიკა დაიმსახურა.

ფილი სერ ალექსმა შეიძინა, რომელსაც 12 თვით ადრე "ფულჰემიდან" გადაბირებული კრის სმოლინგის მეწყვილედ მიიჩნევდნენ.

ორივე ცენტრალური მცველის დავალება რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის წყვილის შეცვლა იყო.

2011 წელს დანიაში ინგლისის 21-წლამდელთან ნაკრების რიგებში კრისისა და ფილის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, რომ ფერგიუსონის გუნდის ცენტრალური ხაზის პრობლემა აღმოფხვრილი იქნებოდა.

მაგრამ ჯონნსა და კრისს ხშირად უხდებოდათ მარჯვენა მცველის როლის მორგება თუ მძიმე ტრავმის გადატანა.

"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებში კი ეს წყვილი ერთად ასპარეზობდა და დავალებას წარმატებულად ართმევდა თავს.

"ჩვენთვის რთული იყო. ფიქრობდნენ, რომ კრისი და მე "იუნაიტედის" მომდევნო წყვილი ვიქნებოდით ცენტრალურ დაცვაში, მაგრამ ისე როდი წარიმართა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდოდა.

"დეზებთან" მატჩის შემდეგ ვიღაცამ მითხრა, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ერთად მხოლოდ ოთხი მატჩი გვქონდა ჩატარებული. პარტნიორობას ოთხ თამაშში ვერ ააგებ.

საბედნიეროდ, ახლა მხარდამხარ თამაშის საშუალება გვეძლევა და ერთად კარგად გამოვიყურებით. ერთმანეთს ვავსებთ.

მაგრამ მხოლოდ მე და კრისი არ ვთამაშობთ ამ პოზიციაზე. სხვა დიდებული ფეხბურთელებიც გვყავს. მარკოს როხო მოვიდა და საოცრად თამაშობს. გუნდისთვის კარგი შენაძენია. სწორედ ამას მოველოდით და სწორედ ეს გვსურდა."
- განაცხადა ჯონსმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
რას ერჩით არის სიმართლის მარცვალი ამის ნათქვამში..ერთად პრაკტიკა უნდათ..ჩემი აზრით თუ ექნებათ ნდობა მშვენიერი მცველები დადგებიან წლების მატებასთან ერთად
0
№2
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 11:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
4 სეზონში უკვე 5 თამაში ერთად? ასე ცოტა თუ იყო ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. არადა რა გახდა ერთი მარჯვენა მცველის მოყვანა, რომ ამდენი წელია ხან ვინ დგას მანდ და ხან ვინ,.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2015 11:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წლევანდელ სეზონში პირველი ორი მატჩია რომელიც ნორმალურად და ბევრი სულელური შეცდომის გარეშე ჩაატარეს მცველებმა. არ მეგონა თუ ამდენი ხნის განმავლობაში სულ ამდენი თამაშ ჰქონდათ ჩატარებული ერთად. ისე მაკნეირი და ბლეკეტი რომ დაიკარგნენ მარტო მე შევამჩნიე?
0
№4
ავტორი: dato321dato
24 მარტი 2015 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
AkkRed,
ise wilsoni da januzajic rom daikargdnen marto me shevamchnie?
0
№5
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2015 12:10
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
dato321dato,

ვის მაგივრად გინდა რომ იყვნენ?
0
№6
ავტორი: VaRdo
24 მარტი 2015 12:53
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყოველ მეორე თამაშში დაცვის ხაზი იცვლებოდა და არცაა გასაკვირი რო მესეთი სიტუაციაა. მე ის უფრო მიკვრის რაფაელის ესეთი რეგრესი და გაქრობა გუნდიდან ანდერსონივით. არა და როგორ მევასება მაგრამ ვერა და ვერ დაღვინდა/.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Goginashvili777
24 მარტი 2015 12:54
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
უილსონსა და იანუზაის მხოლოდ მაშინ ვიხილავთ, თუ პროგრესს მივაღწევთ და ძველ თამაშებს ვიხილავთ.. მერე თავისუფლად შეგვეძლება შეცვლები და ძირითადის მოთამაშეების დასვენებაც
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: VaRdo
24 მარტი 2015 12:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Goginashvili777,

ანუ წლევანდელი სეონი მორჩა მაგათთვის wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 მარტი 2015 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
წელს სმოლინგმა უფრო მოუმატა ვიდრე ჯონსმა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჯონს ამდენი ტრამვები რომ არ ქონოდა გაცილებით მაგარი მცველი იქნებოდა ვიდრე დღესაა, თუმცა ყველაფერი წინაა. ჯონსს რო გაცილებით მეტი შეუძლია ეს არაერთხელ ვნახეთ, ასე რომ მთავარია ნაკლები ტრამვები ქონდეს.
0
№10
ავტორი: RioManIa
24 მარტი 2015 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
სმოლინგი ხელშეუხებელია და ფილმა და როხომ ცვალონ ერთმანეთი არაა პრობლემა. მე ვფიქრობ სეზონის ბოლოს შოუ, ევანსი და რაფაელი უნდა გაიყიდნონ და ვინმე ნორმალური მარჯვენა მცველი (ჩემი ფავორიტები კლაინი ან კოულმენი არიან) ვიყიდოთ. ასევე დაცვის ცენტრშიც ერთი ფეხბურთელის დამატება არ გვაწყენდა.

ამ შემთხვევაში როხო მარცხენა მცველად გადავა და მას ხანდახან ბლინდი ჩაანაცვლებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top