თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 11:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2562,
კომენტარები: 11
ჯონსი: "პარტნიორობას 4 თამაშში ვერ ააგებ"
ფილ ჯონსი თანამემამულეზე საუბრობს.
ჯონსი:
2011 წელს "ბლექბერნიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ფილ ჯონსმა არაერთი კრიტიკა დაიმსახურა.

ფილი სერ ალექსმა შეიძინა, რომელსაც 12 თვით ადრე "ფულჰემიდან" გადაბირებული კრის სმოლინგის მეწყვილედ მიიჩნევდნენ.

ორივე ცენტრალური მცველის დავალება რიო ფერდინანდისა და ნემანია ვიდიჩის წყვილის შეცვლა იყო.

2011 წელს დანიაში ინგლისის 21-წლამდელთან ნაკრების რიგებში კრისისა და ფილის მიერ ნაჩვენებმა თამაშმა ყველა დაარწმუნა, რომ ფერგიუსონის გუნდის ცენტრალური ხაზის პრობლემა აღმოფხვრილი იქნებოდა.

მაგრამ ჯონნსა და კრისს ხშირად უხდებოდათ მარჯვენა მცველის როლის მორგება თუ მძიმე ტრავმის გადატანა.

"ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ მატჩებში კი ეს წყვილი ერთად ასპარეზობდა და დავალებას წარმატებულად ართმევდა თავს.

"ჩვენთვის რთული იყო. ფიქრობდნენ, რომ კრისი და მე "იუნაიტედის" მომდევნო წყვილი ვიქნებოდით ცენტრალურ დაცვაში, მაგრამ ისე როდი წარიმართა ყველაფერი, როგორც ჩვენ გვინდოდა.

"დეზებთან" მატჩის შემდეგ ვიღაცამ მითხრა, რომ ოთხი სეზონის განმავლობაში ერთად მხოლოდ ოთხი მატჩი გვქონდა ჩატარებული. პარტნიორობას ოთხ თამაშში ვერ ააგებ.

საბედნიეროდ, ახლა მხარდამხარ თამაშის საშუალება გვეძლევა და ერთად კარგად გამოვიყურებით. ერთმანეთს ვავსებთ.

მაგრამ მხოლოდ მე და კრისი არ ვთამაშობთ ამ პოზიციაზე. სხვა დიდებული ფეხბურთელებიც გვყავს. მარკოს როხო მოვიდა და საოცრად თამაშობს. გუნდისთვის კარგი შენაძენია. სწორედ ამას მოველოდით და სწორედ ეს გვსურდა."
- განაცხადა ჯონსმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2015 19:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაია ევანსს რო არ ვხედავ ხოლმე. შეცდომებს ყველა უშვებს ამ გუნდში მარა ეგ განსაკუთრებით. სმოლინგმა დაადგინა რომ ფეხბურთელია და ჯანზეა ჯერ და ესეთი ფორმით არამგონია რომელიმემ ამოაგდოს. ჯონსი ტრავმებმა დატანჯეს თორე უძლიერესი იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top