თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2015, 10:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2847,
კომენტარები: 15
კერიკი: "მატა გონებრივად ფარავს ფიზიკურ "ნაკლს"
კერიკი მატას აქებს.
კერიკი:
მაიკლ კერიკმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელ ნახევარმცველი შეაქო და ახსნა, თუ რატომ არის მისი ყურება სასიამოვნო.

ხუან მატას "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ 42 შეხვედრა აქვს ჩატარებული და უკვე მოახერხა 14 გოლის გატანა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 0.33 გოლს უდრის.

კერიკს მიაჩნია, რომ ასეთი სტატისტიკა თავისთავად ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთელი გუნდისთვის.

"ის ყოველთვის იყო დიდი ფეხბურთელი. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან გუნდისთვის მრავალი სარგებელი და შესაძლებლობა მოაქვს. თავადაც ნახეთ ყველაფერი, რაც მას მოაქვს.

ვფიქრობდი, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ საოცარი იყო. მთლიანობაში კარგად ითამაშა და ორივე გოლი მან გაიტანა. პირველი მართლაც კარგი შესრულება იყო და მეორე უბრალოდ სენსაციური, ასე რომ, კარგი დღე ჰქონდა.

მატა ძალიან ჭკვიანია. ამოძრავებს ბურთს, იჭერს კარგ პოზიციას, წარმოადგენს საფრთხეს და ინტელიგენტს. მატა ფიზიკურად ნამდვილად არ არის გოლიათი, მაგრამ თავისი გონებრივი შესაძლებლობებით და თამაშის სტილით ამას ფარავს. მისი ყურება უბრალოდ სასიამოვნოა."
- აცხადებს კერიკი.

"ტოტენჰემთან" მატჩამდე ხუან მატა ზედიზედ შვიდი მატჩის განმავლობაში ხვდებოდა სათადარიგოთა სკამზე, ხოლო ანხელ დი მარიას დისკვალიფიციკაციის შემდეგ მან სასტარტო შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი და ორ მატჩში ორი გოლის გატანა მოახერხა.

"მისმინეთ, კარიერის განმავლობაში ყველა ფეხბურთელს აქვს აღმასვლისა და დაღმასლივს პერიოდი და ამას ვერც ერთ ფეხბურთელზე ვერ უარყოფ, ვისაც არ უნდა შეხედო. მატას ნიჭს ვერ დამალავ. სწორედ ამიტომ არის ის აქ. ხუანი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამისთანა თამაში არ მაკვირვებს, რადგან ის სწორედ ასე უნდა თამაშობდეს." - დაასრულა კერიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ყოველთვის ვიძახდი რო მატას ძალიან მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს მეთქი
0
№2
ავტორი: chudikone
24 მარტი 2015 11:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ყოველთვის ამას ვამბობდი და ზოგიერთს მაინც ფელაინი ურჩევნია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 11:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
chudikone,
ფელაინი და მატა რა შუაშია ბრატ საერთოდ.. სად ერეკლე და სად ისო ეგრეა მაგათი შედარება :D :D
0
№4
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 11:31
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კი, ეს შეტევის დროს, ანუ როცა მას არ აქვს ბურთი მაშინ ჭრის გონება, მაგრამ როცა მას უჭირავს, ხანდახან საკმარისია ერთხელ მხრის კვრა და ძირს ეცემა, მერე კი შეტევას იწყებენ. მატას ინტელექტი რა თქმა უნდა ხაზგასასმელია, მაგრამ ეს მინუსი აქვს.

dachi_mu,
როგორ თუ რა შუაშია? ფელაინის ვის პოზიციაზე თამაშობს აბა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 11:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ხო და მაგიტომ გაიძახის ლუი ბალანსი მინდა ბალანსიო :D მატა ერერა ბლინდი როცა იყვნენ ნახევარდაცვაში არის ფიზიკურად უსუსტესი ნახევარდაცვა და ყველა გვჯაბნიდა ცენტრში მაგრამ უკვე კარიკი,ფელაინი.ერერა.მატა გახდა და აქ უკვე ის სისუსტე ისე თვალში საცემი არაა..მატას საქმე არაა ორთაბრძოლებში შესვლა..მაგის საქმეა ის რაც გააკეთა ლივერპულთან
0
№6
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 11:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
ბალანსი მინდაო რომ იძახდა რას გვათამაშებდა ერთი ჩამშლელით. ეგ იყო ყველაზე დიდი სისულელე. თან ბლინდს რომ აყენებდა areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
სულ მაგას არ ვტიროდი? კიდე კაი გამოფხიზლდა ბოლობოლო ..ისე დიდი ეჭვი მაქვს მანდ გიგზის ხელი ურევია იმიტო უ***პუნებს ყოველ თამაშში სახეში lol ყოჩაღო რა
0
№8
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2015 11:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
background aggressive2

მატა გენიაა, მაგრამ მისი ფიზიკური შესაძლებლობები მაინც ჩანს.
0
№9
ავტორი: VaRdo
24 მარტი 2015 12:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: RojoDiablo
dachi_mu,
როგორ თუ რა შუაშია? ფელაინის ვის პოზიციაზე თამაშობს აბა?


და სად თამაშობს? 2 ერთმანეთისგან განსხვავებული ფეხბურთელია რაც მატას აქვს ის ფელაინს ვერ ექნება და რაც ფელაინს აქვს ის მატას ვერ ექნება ორივე ერთად მშვენივრად თამაშობენ არ მიმაჩნია რომ მატას კონკურენტი ფელაინია. დი მარია უფრო არის და საყვარლად ზის სკამზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Goginashvili777
24 მარტი 2015 12:55
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მატას მოსვლის დღიდან სულ მსგავს კომანტარებს აკეთებს მასზე. მაიკლ, ჰეტერო ხარ ძმა ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top