თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 22:48
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2734,
კომენტარები: 17
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2 (ტაქტიკური განხილვა)
"ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი. my sweet revenge.
ლუის ვან გაალმა გადაწყვიტა არ შეეცვალა შემადგენლობა და "ლივერპულთანაც" სწორედ ის 11-ეული გაამწესა, რაც "ტოტენჰემთან", ამიტომ განლაგებაზე და ტაქტიკაზე საუბარი აღარ მოგვიწევს - ეს გასულ კვირაში უკვე გავაკეთეთ. შეთანხმებული მოქმედება, ბოლომდე ბრძოლა, კარგი რეზულტატი - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუმცა ამჯერად გაცილებით მძიმე შეხვედრაში.

შეცდომები

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "ლივერპულის" ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კარში დარტყმა, ვერ ვიტყვით იმას, რომ მასპინძლებს მომენტები არ ჰქონიათ.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ტოტენჰემთან" მატჩი არ განმეორდა: მასპინძლები გაშვებულმა გოლმა არ გატეხა და დე ხეას კარის სიახლოვეს არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. "არსენალთან" მატჩისგან განსხვავებით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტოქემ რიგ ეპიზოდებში თავად დაჯაბნა დაცვა.

მე-4 წუთი

მატჩის სტარტშივე, ლალანასა და სტერლინგის დუეტმა შეძლო სახიფათო მომენტის შექმნა დეილი ბლინდის ფლანგიდან. მეტოქემ ბლინდის ზურგს უკან ჩაირბინა, ჰოლანდიელმა მისი დაწევა ვერ მოახერხა, ხოლო ჯონსი კი არასწორად გადაადგილდა დაზღვევისას, რამაც საბოლოოდ დიდი თავისუფალი ზონა შექმნა პასისთვის.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


ჯონსმა ბურთთან მეტოქეს ვერ მიასწრო: სტერლინგი მას ადვილად გაცდა, ფილს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა. გაგვიმართლა, რომ რაჰიმმა ეს ოდნავ ძლიერად გააკეთა და დე ხეასაც ბურთის აღება არ გაუჭირდა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


26-ე წუთი

მაშინ, როცა ანგარიში უკვე 1-0 იყო, მაიკლ კერიკმა გადაწყვიტა, რომ თამაში ძალიან მოსაწყენი იყო და საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში საკუთარი კარისკენ შეტევა "განავითარა".



გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ დე ხეამ ბურთი გამიზნული მიმართულებით მოიგერია, რასაც "იუნაიტედის" სახიფათო კონტრ-შეტევა მოჰყვა. ტორტის თავზე ალუბლად იქცა ბლინდის მიერ ჯანის მოტყუება. ამ ეპოზიდის ყურება არასდროს მოგბეზრდებათ.

31-ე წუთი

"ლივერპულის" კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი, მარცხენა ფლანგისგან ჩაწოდებას მოჰყვა. ცენტრალურმა მცველებმა არასწორად შეარჩიეს პოზიცია, რამაც დიდი სივრცე გამოანთავისუფლა კარის სიახლოვეს, ასევე ისინი არ აკონტროლებენ შემტევების გადაადგილებას. სწორედ ასეთ მომენტში გაუშვა გოლი "იუნაიტედმა" "სუონსისგან".

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


საბედნიეროდ, ჩაწოდება არაზუსტი გამოდგა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


35-ე წუთი

რამდენიმე წუთის შემდეგ, "ლივერპულმა" შეძლო ყველაზე სახიფათო და ლამაზი შეტევის შექმნა.

ბლინდმა, მისთვის დამახასიათებელი მოძრაობით თითქმის შეძლო და აართვა ბურთი მეტოქეს, თუმცა მას რუნიმ შეუშალა ხელი, ეპიზოდში კარგად გაერკვა ჰენდერსონი, რომელმაც ფლანგზე გადაცემით მწვავე კონტრ-შეტევა წამოიწყო.

ფონსი სტერლინგზე გადადის, ხოლო კერიკი ფილის ადგილის შესავსებად გარბის - აქ ყველაფერი რიგზეა, მოდით ახლა ცენტრალურ ზონაზე გადავიდეთ, სადაც სმოლინგი-ვალენსიას დუეტმა იდეალურად ნამდვილად ვერ იმოქმედა. კრისი სწრაფად გარბის უკან და ყურადღებასაც კი არ აქცებს ლალანას, რომელიც მის ზურგს უკანაა. ეკვადორელს კი შეეძლო შემტევთან მანძილის შემცირება, რითიც მას შეუზღუდავდა მოძრაობას.

სტერლინგი, სტარიჯს იდეალურ პასს უკეთებს.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


მაშინ, როცა სტარიჯს ბურთი მისდის ვალენსია უკვე თავის პოზიციაზეა, მას სმოლინგი აზღვევს, ლალანა კი ისევ მარტოა. კერიკს სისწრაფერ არ ეყო, რათა პასი ჩაეჭრა და ეპიზოდი გაენეიტრალებინა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ლივერპულის" ელვისებურმა კონტრ-შეტევები "ეშმაკების" მცველებს მხოლოდ ორ არჩევანს უტოვებდა: დაეზღვიათ პარტნიორი ან აეყვანათ უბურთო შემტევი. სწრაფი პასების და დიდი სისწრაფეების წყალობით, "მერსესაიდელებმა", მოახერხეს მეტოქის დაცვის დაჩაგვრა, თუმცა მადლობა ლალანას, რომელმაც ეს დიდებული შანსი ვერ გამოიყენა.

38-ე წუთი

შემდეგი ეპიზოდი, ზუსტად ასახავს იმას, თუ რატომ გამოიყურებოდა "იუნაიტედი" შეტევაში ასე კარგად, ბოლო ორ შეხვედრაში.

მიაქციეთ ყურადღება ოთხეულს: იანგი-ფელაინი-ერერა-მატა. როგორი ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული შეტევის ხაზი. სურათზე ნაჩვენებია ის, თუ რა მოხდება მაშინ, როცა მეტოქე ამ ოთხეულისგან თავს დააღწევს. მცველების წინ მხოლოდ მაიკლ კერიკია დარჩენილი, ხოლო შემტევ მოთამაშეებს შორის ძალიან დიდი სივრცეა. საბედნიეროდ ჰენდერსონის პასი არ გამოდგა ზუსტი და ეს შეტევაც ურეზულტატოდ დასრულდა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


4-1-4-1 სქემის უპირატესობა არის ის, რომ შენ შეგიძლია ბურთის ადვილად დაბრუნება აქტიური და აგრესული პრესინგით, რაც შემტევ მცველებს აძლევს საშუალებას დროულად დაბრუნდნენ პოზიციებზე. თუმცა არსებობს მინუსებიც, რომელიც სურათზეც კარგად ჩანს. ამასთან "ლივერპული" ასეთ სიტუაციაში ძალიან რისკავს, რადგან ბურთის დაკარგვა და "იუნაიტედს" სწრაფი კონტრ-შეტევისთვის ყველა წინაპირობა აქვს.

69-ე წუთი

კერიკის კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ამჯერად გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია ასევე ბლინდის სუსტი თამაში, რომელსაც სტარიჯი გაექცა და ასევე დე ხეას შეცდომა, რომელმაც ახლო კუთხეში დარტყმული გაუშვა.



ფილ ჯონსმა მოასწრო და მეტოქეს შეუზღუდა დარტყმის კუთხე, სტარიჯს მხოლოდ ერთი შანსი დარჩა - ახლო კუთხეში დარტყმა (წითელი ზონა), სადაც დევიდი იდგა. "იუნაიტედის" მეკარემ ამჯერად სუსტად იმოქმედა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში, "იუნაიტედის" დაცვაზე კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ხშირად ცდებოდნენ, მათ არც დეილი ბლინდი ჩამორჩა.

ბლინდი ძალიან კარგად ერთვებოდა შეტევაში, პრესინგის დროსაც შესანისნავი იყო, ასევე კომბინაციური თამაშისას, თუმცა რაც შეეხება დაცვითი ფუნქციების შესრულებას აქ ჰოლანდიელი მოიკოჭლებდა. ის ხშირად ცდებოდა და ზოგჯერ უხეშადაც.

აი მომენტი, სადაც ჰოლანდიელის არაზუსტმა პასმა სათავე დაუდო მეტოქის შეტევას. ჯონსმა საჭირო სისწრაფე ვერ აკრიფა და მეტოქე ჯარიმის ხარჯზე გააჩერა, ამას შესაძლოა გაძევება მოჰყოლოდა.



თუმცა ამ ეპიზოდშიც შეიძლება პოზიტივის დანახვა, "იუნაიტედის" არცერთი მცველი არ არის დამზღვევის გარეშე. მათ შორის მატა, იანგი, ფელაინი და შემტევი ფეხბურთელებიც კი ბრუნდებოდნენ უკან მეტოქის შესაჩერებლად.

შეტევა

პირველი გოლი ძალიან ჰგავდა ფელაინის მიერ "ტოტენჰემის" კარის აღებას.

ბურთის ართმევაზე ფიქრით გართობილი მეტოქე თავისუფალ ზონებს ტოვებს, რასაც ძალიან კარგად იყენებენ "იუნაიტედის" ფეხბურთელები. ამჯერად მარტო დარჩა ერერა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ეშმაკებმა" შესანიშნავად გამოიყენეს "ლივერპულის" სუსტი წერტილი - მარცხენა ფლანგი მორენოს მეთაურობით.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


ბურთის დაკარგვის შემდეგ "სკაუზერები" 4 მცველზე გადადიოდნენ, მარცხენა ფლანგზე კი სწორედ მორენო იყო გამწესებული.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ლივერპულის" მცველი უმეტეს შემთხვევებში უკან დაბრუნებას ვერ/არ ასწრებდა, რაც ხუანს თავისუფლებას აძლევდა.

სურათზე ნაჩვენებია მომენტი, როცა ბურთით "მანჩესტერ იუნაიტედია", შეტევა კი მარცხენა ფლანგიდან ვითარდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მორენოს მიერ პოზიცია არასწორადაა შერჩეული.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


საერთო ჯამში ხუანმა დაამარცხა დუელში თანამემამულე. მატა ხშირად შედიოდა ცენტრისკენ და მორენო მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, რითიც ვალენსია და ერერა ხეირობდნენ და მარჯვენა ფლანგიდან შეტევას ამწვავებდნენ.

მეორე გოლის მომენტშიც ერთ-ერთი დამნაშავე ახალგაზრდა მცველია, თუმცა ხუანის მაღალი კლასის არ აღნიშვნა დიდი დანაშაულია.



დაზღვევა

ამ კომპონენტზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება მაიკლ კერიკის როლზე.

"იუნაიტედის" ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ ცენტრალურ მცველებს ყველასთვის მოულოდნელად შეუძლიათ ბურთის წაღება და შეტევაში სწრაფად გადასვლა. ამ კოზირს უმეტესად კრის სმოლინგი იყენებს. კრისი "დეზებთან" მატჩში რამდენჯერმე გამოირჩა ასეთი რეიდით და არც "ლივერპულთან" მატჩი გამოდგა გამონაკლისი.



დასკვნები

"იუნაიტედმა" "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ერთი და იმავე იარაღით დაამარცხა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ამჯერად შეხვადრა იყო გასვლითი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ისტორიის გათვალისწინებით.

მოთამაშეთა საშუალო პოზიციის რუკაც კი ძალიან ჰგავდა წინა მატჩისას. მოწინააღმდეგე კვლავ ცენტრზე აკეთებს აქცენტს, ხოლო "იუნაიტედი" მთელი მოედანს იყენებს.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


ბონუსი

მინდა შემოგთავაზოთ, ლეგენდარული სტივენ ჯერარდის სრული პერფორმანსი გუშინდელ შეხვედრაში:



იმედია არავის გაუჩნდება ზედმეტი კითხვა მისი გაგდების თაობაზე.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
23 მარტი 2015 23:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ერთი ორი პატარა შეცდომა გაგეპარა ლაშა, მაგრამ სართო ჯამში შესანიშნავად გიწერია, ჩვენ ემოციებში ვიყავით გუშინ და რთული იყო ამდენი ნაკლის დანახვა, მაგრამ აქ აშკარად ჩანს რომ იდეალურისგან ძალიან შორსაა მანჩესტერის თამაში, თუმცა მოწინააღმდეგეს ვჯაბნით, შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი და გუნდის თამაში სასიამოვნო საყურებელია. იპოვა ვან გაალმა ის სქემა რომლითაც უნდა ითამაშონ და იმედია რაიმე საოცრებას არ მოიფიქრებს სანაკრებო პაუზის შემდეგ.

ისე სტატიას My sweet revenge ერქვა და ბარემ ეგეც გადმოგეტანა lol
0
№2
ავტორი: Macklemore
23 მარტი 2015 23:23
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყოჩაღ ლაშა.
დაცვის პროგრესი აშკარაა, და არამარტო დაცვის. მთელი გუნდი პროგრესირებს და გუნდს დავემსგავსეთ. რაღაც ხარვეზები ყოველთვის იქნება და მაგაზე ნუ ჩავიციკლებით. გუნდი უნდა ეცადოს რო მინიმუმამდე შეამციროს შეცდომების რაოდენობა, მაგრამ ეგ ყველაფერი შეთამაშებასთან ერთად გამოსწორდება.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
23 მარტი 2015 23:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კერიკს გაუჭირდა გუშინ თამაში და დიდი ზეწოლაც იყო, სამაგიეროდ ერერამ იკაცა მაგრად. ჯერარდზე აღრაფერს დავწერ, ყველაფერი ნათელია. არამგონია კიდევ ვინმე ფიქრობდეს რომ გასაგდები არ იყო ან რამე, როცა თვითონაც აღიარა

დაცვაში მაინც პრობლემებია და გოლი ისევ შეცდომის ხარჯზე გააქვთ ჩვენ კარში. თამაშს არ ვმაზავთ უაზრო მომენტებში ბურთის დაკარგვა და სახიფათო მომენტის შექმნა არ მოვასწროთ ჩვენ კარში. დაცვამ ასე ტუ ისე ცოტა გამოასწორა თამაში მარა იდეალურისგან შორსაა

პროგრესი იგრზნობა, ნახევარდაცვის ასეთ განდალეგაზე რაც აგდავედით ბევრად მაგარ ფეხბურთს ვთამაშობთ და გუნდი გუნდს დაემსგავსა
0
№4
ავტორი: Wardell
23 მარტი 2015 23:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან კარგი ჰანდიკაპი შევიქმენით თანაც სანაკრებო პაუზამაც მოგვისწრო. იმედია პლიუსი იქნება ეს და ფეხბურთელები დაისვენებენ და არ დაბრუნდებიან ფეხ-ხელ-თვალ მოტეხილები. "ასტონ ვილაც" კარგ დროსაა, მაშინ როცა ორი კონკურენტი ეთამაშება ერთმანეთს.

რაც შეეხება შეხვედრას, შესანიშნავი 35 წუთი იყო: 3-26 წუთებში და 46-58, დანარჩენი ასე თუ ისე მეტ-ნაკლებად კარგი. რაც მთავარია ჩამოყალიბდა გუნდის ხელწერა: მაღალი პრესინგი - ზონების შევსება და სწრაფი მოძრაობა.

იმედი მაქვს მხოლოდ მინიმალური ცვლილებები იქნება შემდეგ ტურებში და ლუი ისევ თავის "ლუბიმჩიკებს" არ მიუბრუნდება.

მართალია მატა გამორჩეულად კარგი იყო, მაგრამ დაუფასებელ გმირებად ერერა და ფელაინი იქცნენ, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას. ანდერის უზუსტესი პასი და ჯერარდის ეპიზოდი რომ დავივიწყოთ, რიგ მომენტებში სქოულზის სიტყვები მახსენდებოდა: როცა გარისკვას გადავეჩვიე ფერგიმ სკამზე დამსვაო, სწორედ გამართლებულ რისკს მიმართავდა ანდერი.

ალბათ კაპიტნის გაკრიტიკება არ სურდა ან უბრალოდ გადაავიწყდა კორნევს, თორემ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ გუშინდელი თამაში რუნიმ ჩააგდო. იმედი ეს ერთჯერადია და რუნი გააგრძელებს შეტევაში თამაშს, გოლების გატანასთან ერთად.

კიდევ უფრო წინ მივიწევთ და იმედია ჩემი სურვილი ასრულდება, სიტის უკან მოვიტოვებთ!!!!
0
№5
ავტორი: Blind
23 მარტი 2015 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
რეზულტატის მხდივ კარგი თამაში გამოვიდა და ლუზერპული უკვე მეორედ დავამარცხეთ ამ სეზონში manutd

მატა სულ იყოს ძირითადში რააა love

იმედია არავის გაუჩნდება ზედმეტი კითხვა მისი გაგდების თაობაზე.

ბრმა უნდა იყო არ იყო გასაგდებიო რო თქვა 3d_3
0
№6
ავტორი: chicha_chicha14
23 მარტი 2015 23:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
კაი სტატია იყო. არაა ეს ჯონსი მაღალი დონის მცველი და რა ვუყოთ.
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 მარტი 2015 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პირველ რიგში მადლობა ლაშას, ეხლა რაც შეეხება უშუალოდ თამაშს და ჩვენ შეცდომებს. ყველაფერი კარგად არის გაანალიზებული ამ სტატიაში, უბრალოდ მე იმას დავამატებდი, რომ თუ ვინმესგან საუკეთესო თამაშს ველოდებოდით ესენი პირველ რიგში იყვნენ დე ხეა და რა თქმა უნდა რუნი, მეორე რიგში კი კერიკი. სამწუხაროდ ამ სამეულმა ისე ვერ ითამაშეს როგორც უნდა ეთამაშათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რა თქმა უნდა რომ მათ მომავალ შეხვედრაში სასტარტოდან არ უნდა დაიწყონ, პირიქით...უბრალოდ მე იმის თქმა მინდა, რომ ხანდახან არის მომენტები როცა ისეთი ვინმე გაიბრწყინებს, ვისგანაც ნაკლებად ელი გაბრწყინებას, თუმცა მე იმათ რიცვხს მივეკუთვნებოდი ვინც იძახდა რომ მატას სასტარტოდან უნდა დაეწყო. ასეა თუ ისეა ჯამში კარგი თამაში გამოგვივიდა და იმედი მაქვს, რომ რაც დრო გავა უფროდაუფრო ცოტა შეცდომებს დავუშვებთ.
0
№8
ავტორი: Count Alucard
24 მარტი 2015 00:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
Wardell,
31-წუთზე, ფლანგისგან არა ფლანგიდან უნდა იყოს და 35-წუთზე ფონსი გიწერია.
0
№9
ავტორი: Wardell
24 მარტი 2015 00:08
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
nika_123,
მადლობა :) კარგია ესე დაკვირვებით რო კითხულობ.
0
№10
ავტორი: Mufc7
24 მარტი 2015 00:09
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გამოხტება მერე კიდე ვინმე და იტყვის, რატო გააგდეს ჯერარდიო derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top