თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 22:48
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2735,
კომენტარები: 17
"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2 (ტაქტიკური განხილვა)
"ენფილდზე" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი. my sweet revenge.
ლუის ვან გაალმა გადაწყვიტა არ შეეცვალა შემადგენლობა და "ლივერპულთანაც" სწორედ ის 11-ეული გაამწესა, რაც "ტოტენჰემთან", ამიტომ განლაგებაზე და ტაქტიკაზე საუბარი აღარ მოგვიწევს - ეს გასულ კვირაში უკვე გავაკეთეთ. შეთანხმებული მოქმედება, ბოლომდე ბრძოლა, კარგი რეზულტატი - ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუმცა ამჯერად გაცილებით მძიმე შეხვედრაში.

შეცდომები

მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში "ლივერპულის" ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს კარში დარტყმა, ვერ ვიტყვით იმას, რომ მასპინძლებს მომენტები არ ჰქონიათ.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ტოტენჰემთან" მატჩი არ განმეორდა: მასპინძლები გაშვებულმა გოლმა არ გატეხა და დე ხეას კარის სიახლოვეს არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა. "არსენალთან" მატჩისგან განსხვავებით კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეტოქემ რიგ ეპიზოდებში თავად დაჯაბნა დაცვა.

მე-4 წუთი

მატჩის სტარტშივე, ლალანასა და სტერლინგის დუეტმა შეძლო სახიფათო მომენტის შექმნა დეილი ბლინდის ფლანგიდან. მეტოქემ ბლინდის ზურგს უკან ჩაირბინა, ჰოლანდიელმა მისი დაწევა ვერ მოახერხა, ხოლო ჯონსი კი არასწორად გადაადგილდა დაზღვევისას, რამაც საბოლოოდ დიდი თავისუფალი ზონა შექმნა პასისთვის.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


ჯონსმა ბურთთან მეტოქეს ვერ მიასწრო: სტერლინგი მას ადვილად გაცდა, ფილს ბურთი ფეხებსშუა გაუტარა. გაგვიმართლა, რომ რაჰიმმა ეს ოდნავ ძლიერად გააკეთა და დე ხეასაც ბურთის აღება არ გაუჭირდა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


26-ე წუთი

მაშინ, როცა ანგარიში უკვე 1-0 იყო, მაიკლ კერიკმა გადაწყვიტა, რომ თამაში ძალიან მოსაწყენი იყო და საკმაოდ უწყინარ სიტუაციაში საკუთარი კარისკენ შეტევა "განავითარა".



გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ დე ხეამ ბურთი გამიზნული მიმართულებით მოიგერია, რასაც "იუნაიტედის" სახიფათო კონტრ-შეტევა მოჰყვა. ტორტის თავზე ალუბლად იქცა ბლინდის მიერ ჯანის მოტყუება. ამ ეპოზიდის ყურება არასდროს მოგბეზრდებათ.

31-ე წუთი

"ლივერპულის" კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი, მარცხენა ფლანგისგან ჩაწოდებას მოჰყვა. ცენტრალურმა მცველებმა არასწორად შეარჩიეს პოზიცია, რამაც დიდი სივრცე გამოანთავისუფლა კარის სიახლოვეს, ასევე ისინი არ აკონტროლებენ შემტევების გადაადგილებას. სწორედ ასეთ მომენტში გაუშვა გოლი "იუნაიტედმა" "სუონსისგან".

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


საბედნიეროდ, ჩაწოდება არაზუსტი გამოდგა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


35-ე წუთი

რამდენიმე წუთის შემდეგ, "ლივერპულმა" შეძლო ყველაზე სახიფათო და ლამაზი შეტევის შექმნა.

ბლინდმა, მისთვის დამახასიათებელი მოძრაობით თითქმის შეძლო და აართვა ბურთი მეტოქეს, თუმცა მას რუნიმ შეუშალა ხელი, ეპიზოდში კარგად გაერკვა ჰენდერსონი, რომელმაც ფლანგზე გადაცემით მწვავე კონტრ-შეტევა წამოიწყო.

ფონსი სტერლინგზე გადადის, ხოლო კერიკი ფილის ადგილის შესავსებად გარბის - აქ ყველაფერი რიგზეა, მოდით ახლა ცენტრალურ ზონაზე გადავიდეთ, სადაც სმოლინგი-ვალენსიას დუეტმა იდეალურად ნამდვილად ვერ იმოქმედა. კრისი სწრაფად გარბის უკან და ყურადღებასაც კი არ აქცებს ლალანას, რომელიც მის ზურგს უკანაა. ეკვადორელს კი შეეძლო შემტევთან მანძილის შემცირება, რითიც მას შეუზღუდავდა მოძრაობას.

სტერლინგი, სტარიჯს იდეალურ პასს უკეთებს.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


მაშინ, როცა სტარიჯს ბურთი მისდის ვალენსია უკვე თავის პოზიციაზეა, მას სმოლინგი აზღვევს, ლალანა კი ისევ მარტოა. კერიკს სისწრაფერ არ ეყო, რათა პასი ჩაეჭრა და ეპიზოდი გაენეიტრალებინა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ლივერპულის" ელვისებურმა კონტრ-შეტევები "ეშმაკების" მცველებს მხოლოდ ორ არჩევანს უტოვებდა: დაეზღვიათ პარტნიორი ან აეყვანათ უბურთო შემტევი. სწრაფი პასების და დიდი სისწრაფეების წყალობით, "მერსესაიდელებმა", მოახერხეს მეტოქის დაცვის დაჩაგვრა, თუმცა მადლობა ლალანას, რომელმაც ეს დიდებული შანსი ვერ გამოიყენა.

38-ე წუთი

შემდეგი ეპიზოდი, ზუსტად ასახავს იმას, თუ რატომ გამოიყურებოდა "იუნაიტედი" შეტევაში ასე კარგად, ბოლო ორ შეხვედრაში.

მიაქციეთ ყურადღება ოთხეულს: იანგი-ფელაინი-ერერა-მატა. როგორი ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული შეტევის ხაზი. სურათზე ნაჩვენებია ის, თუ რა მოხდება მაშინ, როცა მეტოქე ამ ოთხეულისგან თავს დააღწევს. მცველების წინ მხოლოდ მაიკლ კერიკია დარჩენილი, ხოლო შემტევ მოთამაშეებს შორის ძალიან დიდი სივრცეა. საბედნიეროდ ჰენდერსონის პასი არ გამოდგა ზუსტი და ეს შეტევაც ურეზულტატოდ დასრულდა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


4-1-4-1 სქემის უპირატესობა არის ის, რომ შენ შეგიძლია ბურთის ადვილად დაბრუნება აქტიური და აგრესული პრესინგით, რაც შემტევ მცველებს აძლევს საშუალებას დროულად დაბრუნდნენ პოზიციებზე. თუმცა არსებობს მინუსებიც, რომელიც სურათზეც კარგად ჩანს. ამასთან "ლივერპული" ასეთ სიტუაციაში ძალიან რისკავს, რადგან ბურთის დაკარგვა და "იუნაიტედს" სწრაფი კონტრ-შეტევისთვის ყველა წინაპირობა აქვს.

69-ე წუთი

კერიკის კიდევ ერთი შეცდომა, რომელსაც ამჯერად გოლი მოჰყვა.

აღსანიშნავია ასევე ბლინდის სუსტი თამაში, რომელსაც სტარიჯი გაექცა და ასევე დე ხეას შეცდომა, რომელმაც ახლო კუთხეში დარტყმული გაუშვა.



ფილ ჯონსმა მოასწრო და მეტოქეს შეუზღუდა დარტყმის კუთხე, სტარიჯს მხოლოდ ერთი შანსი დარჩა - ახლო კუთხეში დარტყმა (წითელი ზონა), სადაც დევიდი იდგა. "იუნაიტედის" მეკარემ ამჯერად სუსტად იმოქმედა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში, "იუნაიტედის" დაცვაზე კარგს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი ხშირად ცდებოდნენ, მათ არც დეილი ბლინდი ჩამორჩა.

ბლინდი ძალიან კარგად ერთვებოდა შეტევაში, პრესინგის დროსაც შესანისნავი იყო, ასევე კომბინაციური თამაშისას, თუმცა რაც შეეხება დაცვითი ფუნქციების შესრულებას აქ ჰოლანდიელი მოიკოჭლებდა. ის ხშირად ცდებოდა და ზოგჯერ უხეშადაც.

აი მომენტი, სადაც ჰოლანდიელის არაზუსტმა პასმა სათავე დაუდო მეტოქის შეტევას. ჯონსმა საჭირო სისწრაფე ვერ აკრიფა და მეტოქე ჯარიმის ხარჯზე გააჩერა, ამას შესაძლოა გაძევება მოჰყოლოდა.



თუმცა ამ ეპიზოდშიც შეიძლება პოზიტივის დანახვა, "იუნაიტედის" არცერთი მცველი არ არის დამზღვევის გარეშე. მათ შორის მატა, იანგი, ფელაინი და შემტევი ფეხბურთელებიც კი ბრუნდებოდნენ უკან მეტოქის შესაჩერებლად.

შეტევა

პირველი გოლი ძალიან ჰგავდა ფელაინის მიერ "ტოტენჰემის" კარის აღებას.

ბურთის ართმევაზე ფიქრით გართობილი მეტოქე თავისუფალ ზონებს ტოვებს, რასაც ძალიან კარგად იყენებენ "იუნაიტედის" ფეხბურთელები. ამჯერად მარტო დარჩა ერერა.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ეშმაკებმა" შესანიშნავად გამოიყენეს "ლივერპულის" სუსტი წერტილი - მარცხენა ფლანგი მორენოს მეთაურობით.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


ბურთის დაკარგვის შემდეგ "სკაუზერები" 4 მცველზე გადადიოდნენ, მარცხენა ფლანგზე კი სწორედ მორენო იყო გამწესებული.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


"ლივერპულის" მცველი უმეტეს შემთხვევებში უკან დაბრუნებას ვერ/არ ასწრებდა, რაც ხუანს თავისუფლებას აძლევდა.

სურათზე ნაჩვენებია მომენტი, როცა ბურთით "მანჩესტერ იუნაიტედია", შეტევა კი მარცხენა ფლანგიდან ვითარდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი მორენოს მიერ პოზიცია არასწორადაა შერჩეული.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


საერთო ჯამში ხუანმა დაამარცხა დუელში თანამემამულე. მატა ხშირად შედიოდა ცენტრისკენ და მორენო მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდა, რითიც ვალენსია და ერერა ხეირობდნენ და მარჯვენა ფლანგიდან შეტევას ამწვავებდნენ.

მეორე გოლის მომენტშიც ერთ-ერთი დამნაშავე ახალგაზრდა მცველია, თუმცა ხუანის მაღალი კლასის არ აღნიშვნა დიდი დანაშაულია.



დაზღვევა

ამ კომპონენტზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება მაიკლ კერიკის როლზე.

"იუნაიტედის" ერთ-ერთი პლიუსი ისაა, რომ ცენტრალურ მცველებს ყველასთვის მოულოდნელად შეუძლიათ ბურთის წაღება და შეტევაში სწრაფად გადასვლა. ამ კოზირს უმეტესად კრის სმოლინგი იყენებს. კრისი "დეზებთან" მატჩში რამდენჯერმე გამოირჩა ასეთი რეიდით და არც "ლივერპულთან" მატჩი გამოდგა გამონაკლისი.



დასკვნები

"იუნაიტედმა" "ლივერპული" და "ტოტენჰემი" ერთი და იმავე იარაღით დაამარცხა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ამჯერად შეხვადრა იყო გასვლითი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ისტორიის გათვალისწინებით.

მოთამაშეთა საშუალო პოზიციის რუკაც კი ძალიან ჰგავდა წინა მატჩისას. მოწინააღმდეგე კვლავ ცენტრზე აკეთებს აქცენტს, ხოლო "იუნაიტედი" მთელი მოედანს იყენებს.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)


ბონუსი

მინდა შემოგთავაზოთ, ლეგენდარული სტივენ ჯერარდის სრული პერფორმანსი გუშინდელ შეხვედრაში:



იმედია არავის გაუჩნდება ზედმეტი კითხვა მისი გაგდების თაობაზე.

"ლივერპული" - "მანჩესტერ იუნაიტედი"  1-2 (ტაქტიკური განხილვა)
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
24 მარტი 2015 03:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ მაგრად მევასება ეს სტატია,

ჯერ რა შედარებაა პირველი ტურების შეცდომები პოზიციური და ეხლანდელი შეცდომები. ცა და დედამიწა. რაც ყველაზე კარგია გუნდმა მგონი თავის თავი იპოვა და გადააგდე გადმოაგდე აღარაა. არც დიდი დაშორება არაა ნახევარდაცვას და დაცვას შორის. + ამას ყველაზე მეტად რაც მიყვარს დღევანდელ ფეხბურთში არის პრესინგი და ესეც იგრძნობა ეს 2 მატჩია ჩვენ თამაშში. ასევე ამ 2 მატჩმა დაგვანახა ის, რომ იუნაიტედი 2 ფორვარდით არ უნდა თამაშობდეს რადგან ამ მხრივ ერერა - მატას დუეტიდან ერთერთი უეჭველი სკამზე ინაცვლებს რაც ჩვენ შეტევას სიმწვავე აკლდება თან არც გვყავს ისეთი ფორვარდები რომ ბრწყინავდნენ.

ხო და კიდე ერთი დი მარიას ფაქტორი. არ ჩან თითქოს ეს თამშიჩ ჩააგდო და 0 იყო, მაგრამ გუშინ 25 წუთში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2 ძალიან მაგარი გადაცემა. პროსტა რაღაც სჭირს მომდევნო სეზონიდან ეგეც გაიხსნება და აწიოკებს გუნდებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: RojoDiablo
24 მარტი 2015 09:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დე ხეას შეცდომაზე თუ ვლაპარაკობთ, მის დადებით მხარეზეც ვილაპარაკოთ ამ თამაშში. სულ ცოტა სამი შემთხვევა დავთვალე, როცა ერთი-ერთზე გასვლის შანსი მოუსპო მეტოქეს დასწრებაზე თამაშით. სულ მეშინოდა იმის, რომ კართან ლივერპულის ასეთი სიახლოვის დროს დე ხეა კარის ხაზიდან ოდნავ წინ იქნებოდა გამოსული (რაც ბუნებრივია) და ამით კოუტინიო ისარგებლებდა. ერთხელ დააპირა კიდეც, მაგრამ არ გამოუვიდა.

გაშვებულ გოლს რაც შეეხება - სტარიჯი არის ცაცია და როცა ბურთი მისთვის აკომფორტულ სიტუაციაში, ანუ მარჯვენა ფეხზე აქვს, დიდი ალბათობით უნდა ელოდე დაბალ პასს პარტნიორზე მეკარის წინ. დააკვირდით სურათზე, ვალენსიას უკან დგას ლივერპულელი, რომელიც თავისთავად მზად არის სტარიჯის პასს გამოეხმაუროს. დარწმუნებული ვარ, დე ხეა ამას ელოდა და ამიტომ შეარჩია ისეთი პოზიცია, რადგან უცებ მოესწრო დაწოლა და მისი დაწოლა საკმარისი ყოფილიყო პასის ჩასაჭრელად. მართალია არ არის გამართლებული ქმედება, მითუმეტეს დანიელს არაერთი ბურთი აქვს გატანილი მარჯვენა ფეხით, მაგრამ მაინც მესმის მისი.

ამ გოლმა მისცა ლივერპულს მუხტი თუ საერთოდ ჯერარდის გაგდებამ ძნელია თქმა, მაგრამ ფაქტია, მეორე ტაიმში დაგვჯაბნეს. არა ისე, როგორც ოლდ ტრაფორდზე, მაგრამ ჩვენზე უკეთესად გამოიყურებოდნენ და შიშის საბაბსაც გვაძლევდნენ.

პირველი გატანილი გოლის მერე მეგონა, რომ თამაშს მივცემდით, მაგრამ ასე არ მოხდა. ალბათ ლუიმ იგრძნო, რომ კიდევ შეიძლებოდა პირველ ტაიმში გოლის გატანა და რადგან ეს ვერ მოხერხდა, მერე ანგარიშის შენარჩუნებაზე და კონტრშეტევებზე ავაგეთ თამაში. იგივე აქ განხილულ ეპიზოდს დავაკვირდეთ. როცა ჩვენ ვუტევთ, უკან კერიკი რჩება და ლივერპულის სწრაფი ფეხბურთელების კონტრ-შეტევა, თუნდაც 10 კაცით ძალიან სახიფათოა და ნებისმიერ დროს შეიძლება გაგიტანოს.

მდგომარეობა საგრძნობლად გავიუმჯობესეთ და მომდევნო ტური უკეთესს გვპირდება, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენს თამაშს მოვიგებთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474

ეს ყველაფერი მაგარია..მადლობა ავტორს თარგმნისთვის..ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდეი ტაქტიკურ განხილვას.. მაგრამ ყველაზე მთავარი იცით რა არის? იმედი გამიჩნდა მომავლის იმედი... ეს შეცდომები სულ იქნება უშეცდომო თამაშს ვერავინ ჩაატარებს მაგრამ უდიდესი პროგრესი სახეზეა.. ამას თვითონ ბიჭებიც ხვდებიან..თავიანთი თავის იმედი მიეცათ იციან რო შეუძლიათ და ეს ყველაფერი სახეზეა..ესაა ყველაზე გასახარი ჩემი აზრით love love
0
№14
ავტორი: AkkRed
24 მარტი 2015 10:06
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველამ თქვა სათქმელი და მე არაფერი დამიტოვეთ.

მაგრამ არავის შეუმჩნევია მგონი ის, რომ ჩვენი სამი ლიდერის (რუნი, დე ხეა, კერიკი)-ს ცუდი თამაშის ფონზე მაინც შევძელით დაჯაბნა მეტოქის თან როგორი მეტოქის. რუნის როგორც უყვარს თამაში ზოგ ეპიზოდებში აკეთებდა, არ ჩამოდიოდა ჩვენს საჯარიმომდე შეტევის დროს და არ გამჰქონდა ბურთი, მაგრამ მის წვლილსაც ვერ დავუკარგავთ რომ ბოლომდე არ იხარჯებოდა. კერიკი რომელიც ტოტენჰემთან კლასი იყო ლივერპულის ახალგაზრდა ნახევარდაცვამ სისწრაფეში დაჯაბნა. ბოლოს კი დე ხეას ერთი ასაღები ბურთი ჰქონდა და ეგ უნდა აეღო, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას თუ როგორ გამოდიოდა ბურთზე აქამდე და როგორი გამოვდა ახლა ამ მატჩში ესეც დაუხვეწია. თუნდაც თასზე უელბეკის მომენტი აიღეთ და ახლა სტარიჯი იყო მგონი რომ წამის მეასედათ დაასწრო.
0
№15
ავტორი: dachi_mu
24 მარტი 2015 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
AkkRed,
ზუსტად მეც მინდოდა მაგის თქმა მარა დამვიწყნია..:( ბაბუს ნათქვამია და არ შემიძლია არ დავეთანხმო..თუ შენი 8 მოთამაშე ზუსტად შეასრულებს შენს მითითებას აბსოლიტურად ყველა თამაშს მოიგებო... ზუსტად ეგ მოხდა..ჩააგდო რუნიმ მაგრამ სხვა გამოჩნა ლიდერი..ეს უკვე გუნდია
0
№16
ავტორი: Wardell
24 მარტი 2015 11:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
დუმბო ჯონსს დააკვირდი მანდ, ისე არის გაშლილი ძალიან რთულია პასი გააძვრინო მანდ, მაინც უნდა დაეკეტა კუთხე, მაგრამ ეგ არაფერი ერთი ეგეთი ეპატიება.
0
№17
ავტორი: abrama
24 მარტი 2015 14:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
Barselonas deda. Sam manchesterelis kandidaturas ganixilacs tan vinebis, dimaria erera da mata. Imedia vercerts wagvartmevs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top