თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 18:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3008,
კომენტარები: 13
ანრი: "მატას გოლს უნდა უყურო და არაფერი თქვა"
ტიერი ანრი ხუან მატას გოლმა მოხიბლა.
ანრი:
"არსენალის" ლეგენდარული ფეხბურთელი ტიერი ანრი გამოტყდა, რომ ხუან მატას მიერ "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი არის საგანი, რაც უნდა ნახო და არ ილაპარაკო.

ესპანელმა ნახევარმცველმა "ენფილდზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში ანხელ დი მარიას გადაცემით ისარგებლა და ნახტომში მოახერხა სიმონ მინოლეს კარის აღება, რითაც დუბლი გაიფორმა და "წითელ ეშმაკებს" სამი ქულა მოაპოვებინა.

"ხანდახან არსებობს საგნები, რაზეც ბევრი კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ საკუთარ თვალებით ნახო. ხუანმა ფანტასტიკური რამ ჩაიდინა, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს "ენფილდზე" გააკეთა. ეჭვგარეშეა, დღეს მისი დღე იყო." - განაცხადა ანრიმ.

გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ხუან მატა ლოდნონის "ჩელსიდან" გადაიბირა.

იმ დროს ესპანელის ტრანსფერი კლუბის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად იქცა.

"არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მატას ტრანსფერთან დაკავშირებით გამოტყდა, რომ ფეხბურთელის დატოვება არ სურდა.

ანრიმ ამის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

"მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ მაშინვე მოერგო ინგლისურ ფეხბურთს. "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მოვიდა მოურინიო და ის მოიშორა. პორტუგალიელი სპეციალისტის კომპეტენციებში დაეჭვება არ შეიძლება. მაგრამ თუ ეგონა, რომ ხუანი არასაკმარისად კარგია, აშკარად შეცდა." - დაასრულა ანრიმ.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
23 მარტი 2015 18:28
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
თუ ეგონა, რომ ხუანი არასაკმარისად კარგია, აშკარად შეცდა.

შეცდა და თან როგორ ? 2 სეზონი ზედიზედ საუკეთესო იყო და ასე მარტივად, უბრალოდ მოისროლეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: AkkRed
23 მარტი 2015 18:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჟოზეს ნუ დავაბრალებთ უყვარს ფეხბურთელების გაფუჭება.

ხუანი კი უდაოდ ბრწყინვალე ფეხბურთელია
0
№3
ავტორი: Count Alucard
23 მარტი 2015 18:42
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
დუმბო რა ელვის სისწრაფით წერ სიახლეებს წაკითხვას ვერ ვასწრებ lol

როგორ მოხდა ვინმეს კარგი წამოსცდა მანჩესტერზე და მის ფეხბურთელებზე. ისე რაც ანრის ლამაზი გოლები გაუტანია განსაკუთრებით ჩვენთან, არ უნა უკვირდეს არაფერი lol
0
№4
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2015 18:50
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ლაშას რეაქცია დაინახეთ ვინმემ გუშინ მატას ამ გოლზე? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Jubo
23 მარტი 2015 18:57
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
იმედია ლუიც არ შეცდება!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№6
ავტორი: Fenix
23 მარტი 2015 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
მართლა კაი გაიტანა მაგრამ სტარიჯმაც მაგარი გაუტანა დე ხეა გააქვავა
0
№7
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2015 19:56
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Fenix,
დე ხეა შეცდა. კუთხე ისე არ უნდა დაეტოვებინა. შედარებაც კი არ არის ამ ორ გოლს შორის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: abrama
23 მარტი 2015 20:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
RojoDiablo,
Ras vizamt brat ertxel degeac xo unda shescdes. martalia gadagvachvia chvenma katam asetebs mara araushavs
0
№9
ავტორი: Macklemore
23 მარტი 2015 20:31
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მართალია ბებერი მგელი. ძაან გიჟი გოლი გაიტანა.
0
№10
ავტორი: ვახო ( G G M U)
23 მარტი 2015 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ასიანი ხარ ანრი, ეს გოლი ლაპარაკს არ საჭიროებს!!! love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top