"არსენალის" ლეგენდარული ფეხბურთელი ტიერი ანრი გამოტყდა, რომ ხუან მატას მიერ "ლივერპულის" კარში გატანილი გოლი არის საგანი, რაც უნდა ნახო და არ ილაპარაკო.
ესპანელმა ნახევარმცველმა "ენფილდზე" გამართული შეხვედრის მეორე ტაიმში ანხელ დი მარიას გადაცემით ისარგებლა და ნახტომში მოახერხა სიმონ მინოლეს კარის აღება, რითაც დუბლი გაიფორმა და "წითელ ეშმაკებს" სამი ქულა მოაპოვებინა.
"ხანდახან არსებობს საგნები, რაზეც ბევრი კი არ უნდა ილაპარაკო, არამედ საკუთარ თვალებით ნახო. ხუანმა ფანტასტიკური რამ ჩაიდინა, განსაკუთრებით, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს "ენფილდზე" გააკეთა. ეჭვგარეშეა, დღეს მისი დღე იყო." - განაცხადა ანრიმ.
გასული სეზონის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა ხუან მატა ლოდნონის "ჩელსიდან" გადაიბირა.
იმ დროს ესპანელის ტრანსფერი კლუბის ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად იქცა.
"არისტოკრატების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მატას ტრანსფერთან დაკავშირებით გამოტყდა, რომ ფეხბურთელის დატოვება არ სურდა.
ანრიმ ამის შესახებაც გააკეთა კომენტარი:
"მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ მაშინვე მოერგო ინგლისურ ფეხბურთს. "ჩელსის" საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მაგრამ მოვიდა მოურინიო და ის მოიშორა. პორტუგალიელი სპეციალისტის კომპეტენციებში დაეჭვება არ შეიძლება. მაგრამ თუ ეგონა, რომ ხუანი არასაკმარისად კარგია, აშკარად შეცდა." - დაასრულა ანრიმ.