"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა კვირას "ლივერპულს" მათივე იარაღით სძლია.
"ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და ანგარიშიც "იუნაიტედმა" გახსნა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე გაძევებული სტივენ ჯერარდის მიუხედავად კი, ვან გაალის შეგირდებმა უპირატესობა დათმეს და ერთადერთი გოლიც სწორედ მაშინ გაუშვეს.
ვან გაალს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ოპონენტს დამსახურებულად სძლია, თუმცა საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია.
"ჩვენ წინააღმდეგ სახლში ჩატარებულ შეხვედრაში "ლივერპულმა" სისტემა შეცვალა, რადგან სამ მცველიანი ტაქტიკის შემდეგ ჩვენც სხვა სისტემაზე გადავედით. 3-0 გავიმარჯვეთ, მაგრამ გოლების გატანა მათაც შეეძლოთ.
მახსოვს, შეხვედრის პირველი მომენტი მათ შექმნეს, მაგრამ ჩვენ 3-0 მოვიგეთ, თუმცა მწვრთნელმა იგივე სისტემით ითამაშა და შემდეგ არც ერთი მატჩი აღარ წაუგიათ, რასაც ჩვენი ჩამოსვლა მოჰყვა 4-5 კვირის განმავლობაში ნათამაშები ერთნაირი სისტემით.
ასე რომ, ჩვენ ეს სწორედ იმ სისტემით უნდა დავამტკიცოთ, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მე შემეძლო მეთხოვა ფეხბურთელებისთვის სამი მცველით გვეთამაშა ან 4-3-3 სისტემაზე გადავსულიყავით, მაგრამ ასეთ დროს გუნდურად უნდა ითამაშო - სწორედ ეს დავინახე პირველ ტაიმში და სწორედ ეს იყო ზღაპრულად კარგი.
"ლივერპული" ფანტასტიკურ ფორმაში იყო და ისინი თავისივე იარაღით დავამარცხეთ - პირველ ტაიმში ზეწოლით, იმით, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი" - განაცხადა ვან გაალმა.