თბილისი:
მანჩესტერი:
23-03-2015, 11:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2712,
კომენტარები: 16
ვან გაალი: "ლივერპული" მათივე იარაღით დავამარცხეთ"
ლუი ვან გაალი მატჩის შემდეგ.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა კვირას "ლივერპულს" მათივე იარაღით სძლია.

"ენფილდზე" გამართულ შეხვედრაში "წითელი ეშმაკები" პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და ანგარიშიც "იუნაიტედმა" გახსნა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებშივე გაძევებული სტივენ ჯერარდის მიუხედავად კი, ვან გაალის შეგირდებმა უპირატესობა დათმეს და ერთადერთი გოლიც სწორედ მაშინ გაუშვეს.

ვან გაალს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა ოპონენტს დამსახურებულად სძლია, თუმცა საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია.

"ჩვენ წინააღმდეგ სახლში ჩატარებულ შეხვედრაში "ლივერპულმა" სისტემა შეცვალა, რადგან სამ მცველიანი ტაქტიკის შემდეგ ჩვენც სხვა სისტემაზე გადავედით. 3-0 გავიმარჯვეთ, მაგრამ გოლების გატანა მათაც შეეძლოთ.

მახსოვს, შეხვედრის პირველი მომენტი მათ შექმნეს, მაგრამ ჩვენ 3-0 მოვიგეთ, თუმცა მწვრთნელმა იგივე სისტემით ითამაშა და შემდეგ არც ერთი მატჩი აღარ წაუგიათ, რასაც ჩვენი ჩამოსვლა მოჰყვა 4-5 კვირის განმავლობაში ნათამაშები ერთნაირი სისტემით.

ასე რომ, ჩვენ ეს სწორედ იმ სისტემით უნდა დავამტკიცოთ, რომელსაც ხშირად ვიყენებთ, მაგრამ მე შემეძლო მეთხოვა ფეხბურთელებისთვის სამი მცველით გვეთამაშა ან 4-3-3 სისტემაზე გადავსულიყავით, მაგრამ ასეთ დროს გუნდურად უნდა ითამაშო - სწორედ ეს დავინახე პირველ ტაიმში და სწორედ ეს იყო ზღაპრულად კარგი.

"ლივერპული" ფანტასტიკურ ფორმაში იყო და ისინი თავისივე იარაღით დავამარცხეთ - პირველ ტაიმში ზეწოლით, იმით, რაზეც აქამდე ვსაუბრობდი"
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
23 მარტი 2015 16:57
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Udzlieresi pirveli taimi chavataret magram meore taimshi avushvit raghac!
0
№12
ავტორი: RojoDiablo
23 მარტი 2015 17:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
წინ უკეთესი შედეგები გველოდება. ბევრი რამ დევს სასწორზე და მას თუ დაკარგავს ლუი შეუძლია წარმოიდგინოს რაც მოხდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: VaRdo
23 მარტი 2015 17:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგი ხარ ლუი. ეგრე გააგრძელე მომდევნო წლიდან ჩემპიონობა დაიდოს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: გაბადაძე
23 მარტი 2015 18:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
dachi_mu,
მატას რო უპასა მეც ვნახე ვიდეოზე
sxva tu gaaketa meti girebuli rame ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№15
ავტორი: Count Alucard
23 მარტი 2015 18:31
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
აშკარად ტაქტიკურად დაჯაბნა ლუიმ როჯერსი, ბევრად უფრო უკეთ მოქმედებდნენ ჩვენი ფეხბურთელები, სივრცეებს არ უტოვებდნენ, ისინი კიდე პირიქით, ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო მოედანზე და ამათ რომ მეტი მოენდომებინათ 3-4 გოლს გავიტანდით, ჟერარდის გაგდების და მეორე გოლის შემდეგ ძალიან მოეშვნენ, იფიქრეს თამაში დავამთავრეთო და გვანერვიულეს ცოტა მაგრამ საერთო ჯამში კარგი თამაში იყო.
0
№16
ავტორი: Macklemore
23 მარტი 2015 19:56
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ლუი აჩუმებს კრიტიკოსებს, მაგრამ ხისთავიანებს რა გამოლევს :D

ლუი აჩუმებს კრიტიკოსებს, მაგრამ ხისთავიანებს რა გამოლევს :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top