თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2015, 10:12
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2527,
კომენტარები: 11
იანუზაიმ სპორტ დარბაზში დაიწყო ვარჯიში
ახალგაზრდა ბელგიელი კრიშტიანო რონალდუს გზის გავლას აპირებს.
იანუზაიმ სპორტ დარბაზში დაიწყო ვარჯიში
ადნან იანუზაი ვერ ახერხებს ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენას, რადგან მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 7 ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩია. ადნანი ხშირად "დაივინგის" გამოც ხდება კრიტიკის ქვეშ. "არსენალთან" მატჩში მან მის კარიერაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო სიმულაციის გამო.

ბელგიელი ვინგერი ცდილობს რონალდუს გზას დაადგეს, რომელიც 2003 წელს გამხდარი გადაბარგდა ოლდ ტრაფორდზე და რამდენიმე წელში სუპერ ათლეტად გადაიქცა. იანუზაი იმასაც აცხადებს, რომ მას თამაში 10 ნომრის პოზიციაზე ურჩევნია, თუმცა ვან გაალი მის ფლანგზე გამოყენებას აგრძელებს. არავინ იცის რა პოზიციაზე მოგვევლინება იანუზაი "ტოტენჰემთან" მატჩში, ვინაიდან ანხელ დი მარია დისკვალიფიცირებულია.

"მე ფიზიკურად ბევრს ვარჯიშობ. ვცდილობ ვიყო უფრო სწრაფი და ძლიერი, გავხდე უფრო "მოქნილი" მოედანზე. მე რამდენიმე მკვეთრ მოძრაობას ვაკეთებ, როდესაც მცველს ვუახლოვდები ან ფეხბურთელს გავცდები. მე შემიძლია რამდენიმე მეტრით წინ ვიყო, როდესაც ჩემს სისწრაფერს გამოვიყენებ." - აცხადებს იანუზაი "იუნიატედის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მარტი 2015 10:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
შარშანდელი სეზონის შემდეგ გაცილებით მეტს მოველოდი იანუზაისგან. სამწუხაროდ ვერც ფიზიკურად და ვერც ტექნიუკრად ვერ მოუმატა, თუმცა მე ძალიან დიდი იმედი მაქ რო აუცილებლად მოუმატებს. ეს სიმულაცია კიდე ხო ცალკე თემაა რააა. როდესაც გქვია მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი შენ არ გაქ უფლება, რომ ისიმულიანტო. ჯობია გამოხვიდე კაცურად, სუფთად ითამაშო და წააგო, ვიდრე ისიმულიანტო და მოიგო.
0
№2
ავტორი: Goginashvili777
13 მარტი 2015 10:38
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მომდევნო წელსაც თუ იგივე იყო, რონალდო კი არა ანდერსონი ყოფილა lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2015 11:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველას გვეიმედებოდა მისი, გასულ წელს ჩვენი გმირი იყო ახლაც ველოდებით მისგან გამობრწყინებას ოღონდ ვის მაისსურსაც ატარებს ბევრი რამე მისგან უნდა უსწავლოს.
0
№4
ავტორი: Z A C K™
13 მარტი 2015 12:06
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ჯანზე აშკარად მოსულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№5
ავტორი: Wardell
13 მარტი 2015 12:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აქამდე რას ელოდებოდა, მარტო მარჯვენას აკაჩავებდა? არ მაქ მე ამის იმედი და არც დიდად შარშან მქონია, ძალიან გადამეტებულად შევაფასეთ.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
13 მარტი 2015 15:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ზედმეტად სუსტია მარა შარშან ახერხებდა მაგრად თამაშს და ამაზე ბევრად ძლიერი მცველების მარტივად მოტყუებას. წელს სისწრაფეც დაკარგული აქვს და ყველაფერი, იმენა ბებე გახდა. შარშან ყველაზე მძიმე სიტუაციაში მყოფ გუნდსი საუკეთესო იყო მარა წელს სკამზე ჯდომასაც არ იმსახურებს
0
№7
ავტორი: Count Alucard
13 მარტი 2015 16:04
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ლაშას ვეთანხმები, ორი ფინტი გააკეთა და მეორე რონალდოდ შევრაცხეთ, ერთ დონეზეა გაჩერებული უკვე თითქმის 1 წელია, პროგრესი არ ეტყობა და ან მეტი მოინდომოს ან იჯარით გაუშვან, პრაქტიკის მისაღებად.
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
13 მარტი 2015 16:18
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი იქნება ამისთვის სპორტდარბაზში სიარული, თორე სულის შებერვითაც აქცევენ
0
№9
ავტორი: Wardell
13 მარტი 2015 17:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
ჩემი აზრით გიო, შარშან კარგ თამაშს იმის ხარჯზე ახერხებდა, რომ არავინ ელოდა მისგან აფეთქებას და არ უყურებდნენ როგორც ძლიერ მოწინააღმდეგეს, თანაც ქარიზმით და მონდომებით თამაშობდა რათა თავი მოეწონებინა, ახლა კი თითქოს ყველაფერ განაღდებული აქვსო ისე დარბის.
0
№10
ავტორი: RojoDiablo
13 მარტი 2015 19:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რონალდუ უნდა გახდესო და რაღაც რომ იწერებოდა. ასე ადვილად სადაა იანუ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top