ადნან იანუზაი ვერ ახერხებს ლუი ვან გაალზე შთაბეჭდილების მოხდენას, რადგან მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე მხოლოდ 7 ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩია. ადნანი ხშირად "დაივინგის" გამოც ხდება კრიტიკის ქვეშ. "არსენალთან" მატჩში მან მის კარიერაში მეხუთე ყვითელი ბარათი მიიღო სიმულაციის გამო.
ბელგიელი ვინგერი ცდილობს რონალდუს გზას დაადგეს, რომელიც 2003 წელს გამხდარი გადაბარგდა ოლდ ტრაფორდზე და რამდენიმე წელში სუპერ ათლეტად გადაიქცა. იანუზაი იმასაც აცხადებს, რომ მას თამაში 10 ნომრის პოზიციაზე ურჩევნია, თუმცა ვან გაალი მის ფლანგზე გამოყენებას აგრძელებს. არავინ იცის რა პოზიციაზე მოგვევლინება იანუზაი "ტოტენჰემთან" მატჩში, ვინაიდან ანხელ დი მარია დისკვალიფიცირებულია.
"მე ფიზიკურად ბევრს ვარჯიშობ. ვცდილობ ვიყო უფრო სწრაფი და ძლიერი, გავხდე უფრო "მოქნილი" მოედანზე. მე რამდენიმე მკვეთრ მოძრაობას ვაკეთებ, როდესაც მცველს ვუახლოვდები ან ფეხბურთელს გავცდები. მე შემიძლია რამდენიმე მეტრით წინ ვიყო, როდესაც ჩემს სისწრაფერს გამოვიყენებ." - აცხადებს იანუზაი "იუნიატედის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.