თბილისი:
მანჩესტერი:
13-03-2015, 09:12
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2458,
კომენტარები: 13
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის რთული მონაკვეთი ელის.
ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის
ლუი ვან გაალს, მოხლოდ 10 მატჩი დარჩა, იმისათვის რომ შეძლოს და გადაარჩინოს წლევანელი სეზონი. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მისი მოსვლის შემდეგ უმთავრესი თუ არა, ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახდა. მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში კი, შესაძლოა ჰოლანდიელი სპეციალისტის პოსტზე დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ყველანაირი კითხვების თავიდან მოსაშორებლად ვან გაალის განკარგულებაში, როგორც ავღნიშნეთ მხოლოდ 10 მატჩია.

თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება. "იუნაიტედს" ისეთ ძლიერ მეტოქეებთან მოუწევს გაჯიბრება, როგორებიც არიან: "ტოტენჰემი", "ლივერპული", "არსენალი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი".

15 მარტი. "ტოტენჰემი" (ს) - გამარჯვება

"იუნაიტედს" აუცილებლად გამარჯვება სჭირდება და ეს მხოლოდ სატურნირო მდგომარეობიდან არა, მათ უნდა დაიბრუნონ კარგი განწყობა, "არსენალთან" სათასო შეხვედრაში განცდილი მარცხის შემდეგ.

"დეზები" - ძალიან სახიფათო მეტოქე, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ახალგაზრდა შემტევი, ჰარი კეინის, საუცხოო ფორმას. თუმცა "ეშმაკებსაც" აქვთ თავისი კოზირი, უეინ რუნის სახით, რომელიც საყვარელ პოზიციაზე დაბრუნდა.

22 მარტი. "ლივერპული" (გ) - ფრე

"ენფილდზე" გასამართ შეხვედრაში ფრე კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.

ბრენდან როჯერსის გუნდი აღმავლობის გზას ადგას და მათთან ქულების გაყოდა "იუნაიტედს" ძალიან გამოადგება.

4 აპრილი. "ასტონ ვილა" (ს) - გამარჯვება

ვან გაალმა, გასული სეზონის შემდეგ გუნდის საშინაო მატჩების სტატისტიკა გამოასწორა, ხოლო "ასტონ ვილას" "ტრაფორდზე" სტუმრობა, როგორც ყოველთვის მასპინძლისთვის 3 ქულას ნიშნავს ხოლმე.

ამ შეხვედრაში, გამარჯვების ვერ მოპოვება გულშემატკივარს ძალიან გაუცრუვებს იმედებს.

12 აპრილი. "მანჩესტერ სიტი" (ს) - ფრე

მანჩესტერული დერბის სტატისტიკა, ბოლო პერიოდში ნამდვიალდ არ არის "წითლების" სასარგებლო. "სიტიმ", "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 3 შეხვედრის მოგება შეძლო, ხოლო უკანასკნელ 6 მატჩიდან "ქალაქელებს" 5 მოგება მოუგროვდათ.

ფრე მისაღები შედეგი უნდა იყოს, თუ ყველა მიზეზს გავითვალისწინებთ.

18 აპრილი. "ჩელსი" (გ) - ფრე

ჟოზე მოურინიოს გუნდი პრემიერ ლიგის მოგებისკენ იწევს და "იუნაიტედთან" საკუთარ კედლებში გამარჯვების მოპოვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა არავინ იცის რა მოხდება 18 აპრილამდე.

დღევანდელი გადმოსახედიდან ფრე - ორივე გუნდისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი შედეგი უნდა იყოს.

26 აპრილი. "ევერტონი" (გ) - გამარჯვება

"გუდისონ პარზე" გასამართმა შეხვედრამ, შესაძლოა ძალიან დიდი როლი ითამაშოს "იუნაიტედისთვის".

"კანმფეტები" ჯერ კიდევ საუკეთესო თამაშის ძიებაში არიან, სწორედ ეს შეიძლება იყოს სტუმრების მთავარი კოზირი.

2 მაისი. "ვესტ ბრომი" (ს) - გამარჯვება

გუნდების პირველ მატჩში, "იუნაიტედი" წაგებას დეილი ბლინდმა გადაარჩინა, რომელმაც ბოლო წუთზე შეძლო და აღადგინა წონასწორობა, "ვესტ ბრომი" მას შემდეგ კი უფრო გაძლიერდა.

თუმცა ეს საშინაო მატჩი ბევრად მნიშვნელოვანი იქნება "ეშმაკებისთვის" და დიდი ალბათობით წარმატებასაც მიაღწევენ.

9 მაისი. "კრისტალ პალასი" (გ) - გამარჯვება

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება. ალან პარდიუს მოსვლის შემდეგ გუნდი ძალიან კარგად ათამაშდა და თუკი ლონდონელებმა 9 მაისამდე მოახერხეს სტაბილური პოზიციის შენარჩუნება, ეს ვან გაალისთვის ძალიან კარგი ამბავი იქნება.

16 მაისი. "არსენალი" (ს) - ფრე

რევანშის ძალიან კარგი შანსი, თუმცა ასაოციაციის თასზე მიღწეულმა წარმატებამ შესაძლოა არსენ ვენგერის შეგირდებს ფსიქოლოგიური უპირატესობა მიანიჭოს.

ეს მატჩი ძალიან ბევრს გადაწყვეტს, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

24 მაისი. "ჰალ სიტი" (გ) - გამარჯვება

ვან გაალს უკანსაკნელი გამოცდა გასვლაზე "ვეფხვების" წინააღმდეგ ექნება, კარგი იქნება თუკი სტივ ბრუსის გუნდი ბოლო ტურამდე მოაგვარებს პრემიერ ლიგაში დარჩენის საკითხს და მეტოქეს არ გაუძალიანდება.

თუკი სწორედ ასეთი შედეგები დაფიქსირდა, როგორიც მოგახსენეთ "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონის ბოლოს 75 ქულა მოუგროვდება. ეს მაჩვენებელი 4-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის მეოთხე ადგილოსანი "არსენალისა", თუმცა იგივე "მეთოფების" შარშანწინ დაფიქსირებულ შედეგს 2-ით აღემატება.
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
13 მარტი 2015 10:26
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეხლა დავიწყოთ თავიდან. როდესაც იუნაიტედი შარშან ლიგაზე ვერ მოხვდა, მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი ვინც ამ ფაქტში პოზიტივიც დაინახა. ვთქვი რომ გარკვეულ წილად კარგია, იმიტომ რომ ამ 1 წელში გუნდი თავის თამაშს იპოვის, გამოჩნდება ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობა მეთქი, მაგრამ არც კარგი თამაში უპოვია გუნდს და მითუმეტეს ძირითადი შემადგლობა. ამ სეზონში ჩემი მოსაწონი მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა გუნდმა. ქპრ სთან 4-1 თუ სწორად მახსოვს, ჰალთან და ლივერპულთან ორივე 3-0. ამდენი ტურის მანძილზე მხოლოდ 3 მატჩი რომ გაქვს კარგ დონეზე და არა გასაგიჟებლად ჩატარებული, მგონი ცუდი შედეგია, ხომ? აღარ ვამბობ ქულების უაზროდ კარგვაზე და ჭ კლასის გუნდებთან მარცხზე. ყველაფერს რომ თავი დანავებოთ, ეს კაცი რაც მოვიდა მარტო ფილოსოფიას გაიძახის და თვითონაც ვერ გაუგია ამ 7 თვეში რა ტაქტიკით უნდა ათამაშოს გუნდი. იყო დრო, როდესაც გუნდი ცუდი თამაშით კარგ შედეგზე გადიოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე არასოდეს ბრწყინავდა. 2011 წლის შემდეგ სრულ კრახს განიცდის გუნდი ამ ლიგაზე. დავუშვათ ჩვენ გავედით მომდენვო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე, რა თამაში უნდა დავუპირისპიროთ რეალს, ბაიერნს, ბარსელონას ან თუნდაც პსჟ-ს? მე არამგონია რომელიმე გრანთან რაიმე შანსი გვქონდეს ამ თამაშით. ეხლა ვიღაც გამოვა და იტყვის რომ ვან გაალი არ აგებს თამაშებს, ფეხბურთელები აგებენო. ამაზე საუბარი კი შორს წავგიყვანს, მაგრამ მოდით იმაზე შევთანხმდეთ რომ გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც როგორც მინიმუმ პრემიერ ლიგის მოგება არც უნდა გაუჭირდეთ, ბოლო 10 წლის მანძილზე მე ასეთი ძლიერი შემადგნლობა არ მახსოვს იუნაიტედს ჰყოლოდა. მოკლედ, მე მაინტერესებს, რა სჯობია ასეთი თამაშით ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და საჯაროდ შერცხვენა თუ ზედიზედ მეორე სეზონის "მშრალად" ჩატარება? არსებობს მესამე ალტერნატივა, გასვლა ჩემპიონთა ლიგაზე და იქ კარგი თამაშის ჩვენება, მაგრამ ეს უკვე ისეთი არარეალუარია რომ თვითონ ვან გაალიც კი არ დაიჯერებს. მე მაგალითად არამგონია ასეთი თამაშით იუნაიტედი მერვედ ფინას გასცდეს, თუ საერთოდ მოვხვდით ამ ტურნირზე. მადლობთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Goginashvili777
13 მარტი 2015 10:37
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
არსენალთან ფრე და არცერტი მატჩის წაგება ? wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
13 მარტი 2015 10:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
chudikone,
ვერ დაგეთანხმები დაჩი, მიუხედავად იმისა რომ შენ ნათქვამში რაღაც სიმართლის მარცვლები წერია. დავიწყოთ იქიდან, რომ თუ ლიგაზე ვერ გავედით ეს ათჯერ უფრო მეტი შერცხვენა იქნება ვიდრე ის რომ როგორც შენ ამბობ ლიგაზე სამარცხვინოდ ვითამაშებთო. პლიუს ამას, გარდა იმისა რომ ვნახავთ უდიდეს ფინანსურ ზარალს, ეს იქნება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა როგორც მვწრთნელისთვის ასევე ფეხბურთელებისთვის. ასევე ლიგაზე ვერ მოხვედრის შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება მაღალი კლასის ფეხბურთელის გადმობირება. მიუხედავად იმისა ,რომ წელს ასე თუ ისე შევიძინეთ ფეხბურთელები და მათ შორის ორი სუპერ ვარსკვლავი დი მარია და ფალკაო, ეს იყო ასე ვთქვათ ავანსად გაცემული იმისა რომ მანჩესტერი ასე თუ ისე ითამაშებდა იმ ფეხბურთს რაც უნდა ეთამაშა და მთავარი: აუცილებლად დაბრუნდებოდა ლიგაზე. ასე, რომ ლიგაზე გასვლა ეს ის აუცილებელი მიზანია, რომელიც მანჩესტერს ჰაერივით სჭირდება!!!
0
№4
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2015 11:24
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
10 წაუგებელი მატჩი? თან პრემიერ ლიგის ბოლოს. შანსი არაა 7 მოგება 2 ფრე 1 წაგება.


რაც შეეხება იმას თუ თამაშის ტაქტიკა, ხარისხი და შედეგი რას მოგვიტანს მომავალ წელს.

დღევანდელი დღის ხარისხითაც ტაქტიკითაც და შედეგიდაც ძაან ცუდ დღეში ვართ, მაგრამ ამ ყველაფერს დავუმატოთ ის რომ წელს მოვიდა ახალი მწვრთნელი, ახალი შტაბი, 5 ახალი და სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი, კატასტროფული ტრამვების ცვენა იყო სეზონის პირველ ნახევარში. ფეხბურთელები იმდენად ხშირად იღებდნენ ტრამვას რომ ერთანეთთან შეთამაშება არ გამოსდიოდათ. ახლა კიდე იმედია არავინ დამიტვრება და მთელი ზაფხული წინ არის. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჩატარდება მრავალი სახის ვარჯიშები შეთამაშებები და ამხანაგური მატჩები. ვიმედოვნებ, რომ გავალთ ლიგაზე და კარგ შედეგსაც მომავალ წლიდან ვანახებთ.
0
№5
ავტორი: bziki
13 მარტი 2015 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გარდამტეხი ლივერთან თამაში იქნება მაგ თამაში თუ კარგად ითამაშეს და არ წააგეს დიდ თავდაჯერებულობას მისცემთ და მერე კი დიდი ალბათობით გავალთ ლიგაზე. თუ წავაგეთ შანსი მაინც იქნება დიდი ალბათობით მაგ შემთხვევაში ლივერი 3 გავა და ბოლოს წინა ტურში გათამაშდება 4 ადგილი ჩვენ და არსენალს შორის. სიტისთანაც მოსაგები თამაშია ერთნაირი თამაშის ხარისხი გვაქ პლიუს შინ ვართ. კაი სიამოვნება გველოდება იმედია გვასიამოვნებენ
0
№6
ავტორი: Wardell
13 მარტი 2015 12:31
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
Goginashvili777,
რატო გგონიათ რომ წაუგებლად სეზონის ჩამთავრება შეუძლებელია? მინდა გაგახსენოთ ის, რომ 12 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც გუდნს ქონდა დაიწყო "სიტისთან" წაგებით, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით სმოლინგის "ვაჟკაცობა", რომ არა იმ თამაშს არც წავაგებდით და არც ვიმსახურებდით წაგებას და მოიცვა ისეთ გუნდებთან გამარჯვება ან მარცხი, რომლებთანაც ახლა გვაქვს გასამართი შეხვედრები: "არსენალი", "ლივერპული", "ტოტენჰემი". პირადად მე წარმოუდგენლად და დიდ საოცრებად არ მიმაჩნია სეზონის წაუგებლად ჩამთავრება და მეტიც, მგონია რომ "არსენალს" სახლში მოვუგებთ.

chudikone,
ვერ დაგეთანხმები, რომ ლიგაზე შევრცხვებით. მოიესის გუნდმაც კი მიაღწია მეოთხედ ფინალამდე და ცოტა იღბალი რომ გვქონოდა ვინ იცის რა მოხდებოდა. ამიტომ მე მირჩევნია გავიდეთ მომავალ წელს ლიგაზე და ვნახოთ რა მოხდება.
0
№7
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2015 13:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,


ესეთ დაძაბულ ურთიერთშეხვედრებში წაუგებელი თამაშის იმედათ ვიყოთ?

ცოტა რეალისტები ვიყოთ ლაშა, სიტისაც არ აქვს გარანტირებული მეორე ადგილე. ყველამ რომ მიაწვეს შეიძლება სიტი ამოვარდეს ოთხეულიდან საერთოდ. ამ 6 გუნდს შორის ყველაზე ცუდი ხარისხი ჩვენ გვაქვს, კატასტროფა არ არის, მაგრამ ძალიან რთული წარმოსადგენია წაუგებელი სერიით ჩამთავრება სეზონის.
0
№8
ავტორი: Wardell
13 მარტი 2015 13:11
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
შენ რის იმედადაც გინდა იყავი, მე მჯერა რომ თუ არსენალთან ჩატარებული პირველი ტაიმის მსგავს თამაშს ვითამაშებთ სეზონის დარჩენილ მატჩებს, ძალიან მშვიდად და დამახურებუალდ მოვიპოვებთ ოთხეულში ადგილს. რაც შეეხება "სიტის", არც ისინი დაფრინავენ და წყვეტენ ვარსკვლავებს, თანაც საშინაო მატჩია და ცოტათი უპირატესობა გვაქვს.
0
№9
ავტორი: AkkRed
13 მარტი 2015 13:34
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

მთელი სეზონის განმავლობაში პირველად ვნახეთ რასაც ჰქვია "კარგი" მხოლოდ პირველი ტაიმი, შენ წარმოიდგინე ყველა დანარჩენთან ასეთი კარგი პირველი ტაიმის შემდეგ ისეთივე მეორე ტაიმი რომ ვითამაშოთ რომელ პოზიციაზე დავამთავრებთ ჩემპიონატს.
0
№10
ავტორი: Wardell
13 მარტი 2015 13:57
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
მთავარია შესვენების შემდეგ ყოველ თამაშში 2 უაზრო ცვლილება არ გააკეთოს ბატონმა ლუიმ, სხვა ყველაფერი კარგად იქენბა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top