ლუი ვან გაალის სამიზნე თავდასხმის ხაზიც იქნება.
მომდევნო ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ორი თავდასხმელის შეძენას ეცდება.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ვან გაალმა უარი განაცხადა დენი უელბეკის სამსახურზე და დიდძალი თანხის სანაცვლოდ "მონაკოდან" იჯარით რადამელ ფალკაო აიყვანა.
კოლუმბიელი ფორვარდი ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას, ბოლო პერიოდში კი მას ხშირად ვხედავთ სათადარიგოთა სკამზე, რომ არაფერი ვთქვათ "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში მის თამაშზე.
დიდი ალბათობით რადამელს "იუნაიტედი" ფრანგულ კლუბს დაუბრუნებს, მის ნაცვლად კი არა ერთ, არამედ ორ თავდამსხმელს შეიძენს.
თავდასხმის ხაზში კარდინალური ცვლილელებისთვის მიმართვას ვან გაალს არა მარტო "იუნაიტედის" ცხრა ნომრის, არამედ რობინ ვან პერსის ცუდი სათამაშო ფორმაც უბიძგებს.
32 წლის ჰოლანდიელისა და 29 წლის კოლუმბიელის გარდა გუნდს უეინ რუნიც ჰყავს, თუმცა ვან გაალს მიაჩნია, რომ ის უფრო სარგებლიანია ნახევარდაცვაში, ვიდრე თავდასხმაში.
"იუნაიტედის" პოტენციურ სატრანსფერო სამიზნეებად სხვა ფეხბურთელებთან ერთად "პალერმოს" ფეხბურთელი პაულო დიბალა და პსჟ-ს ფეხბურთელი ედინსონ კავანიც ითვლებიან.
წყარო:
mirror