თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2015, 14:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2890,
კომენტარები: 13
"იუნაიტედი" 2 თავდამსხმელს შეიძენს
ლუი ვან გაალის სამიზნე თავდასხმის ხაზიც იქნება.
მომდევნო ზაფხულს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ორი თავდასხმელის შეძენას ეცდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ვან გაალმა უარი განაცხადა დენი უელბეკის სამსახურზე და დიდძალი თანხის სანაცვლოდ "მონაკოდან" იჯარით რადამელ ფალკაო აიყვანა.

კოლუმბიელი ფორვარდი ვერაფრით ახერხებს თავის გამოჩენას, ბოლო პერიოდში კი მას ხშირად ვხედავთ სათადარიგოთა სკამზე, რომ არაფერი ვთქვათ "იუნაიტედის" სარეზერვო გუნდში მის თამაშზე.

დიდი ალბათობით რადამელს "იუნაიტედი" ფრანგულ კლუბს დაუბრუნებს, მის ნაცვლად კი არა ერთ, არამედ ორ თავდამსხმელს შეიძენს.

თავდასხმის ხაზში კარდინალური ცვლილელებისთვის მიმართვას ვან გაალს არა მარტო "იუნაიტედის" ცხრა ნომრის, არამედ რობინ ვან პერსის ცუდი სათამაშო ფორმაც უბიძგებს.

32 წლის ჰოლანდიელისა და 29 წლის კოლუმბიელის გარდა გუნდს უეინ რუნიც ჰყავს, თუმცა ვან გაალს მიაჩნია, რომ ის უფრო სარგებლიანია ნახევარდაცვაში, ვიდრე თავდასხმაში.

"იუნაიტედის" პოტენციურ სატრანსფერო სამიზნეებად სხვა ფეხბურთელებთან ერთად "პალერმოს" ფეხბურთელი პაულო დიბალა და პსჟ-ს ფეხბურთელი ედინსონ კავანიც ითვლებიან.

წყარო: mirror
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: DRJBECKHAM
12 მარტი 2015 22:09
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
berahino kvela variantshi erti unda ikos, eg da wilsoni momavals sheqmnian
0
№12
ავტორი: Mufc7
13 მარტი 2015 01:34
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Wardell,
ეგ თუ გვიშველის lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: Rosso Diavolo
13 მარტი 2015 18:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დიბალა კარგი ბიჭია, მაგრამ შანსი არაა არ გადმოვა თქვა უკვე რო ჩემი ოცნება ბარსაში თამაშიაო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top