თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2015, 16:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2322,
კომენტარები: 12
რედნაპი: "რატომ არ გამოვიდა ფალკაო?"
ჯეიმი რედნაპი ვან გაალის ქმედებას მიმოიხილავს.
რედნაპი:
Sky Sports-ის ექსპერტი, ჯეიმი რედნაპი გააკვირვა ვან გაალის საქციელმა, რომელმაც "არსენალთან" მატჩში მოედანზე რადამელ ფალკაო არ შეიყვანა.

ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "წითელი ეშმაკები" "მეთოფეებს" ხვდებოდნენ. შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ლუი ვან გაალმა მოედანზე ანდერ ერერასა და ლუკ შოუს ნაცვლად მაიკლ კერიკი და ფილ ჯონსი შეუშვა.

დარჩენილი ერთი ცვლილება კი ვან გაალმა შეტევის გაძლიერებას მოახმარა, თუმცა არა ფორვარდის, არამედ ბელგიელი ვინგერის, ადნან იანუზაის საშუალებით.

შედეგად, "იუნაიტედი" მეტოქესთან დამარცხდა, ჯეიმი რედნაპი კი ვან გაალის ცვლილებებს არასწორად მიიჩნევს.

"ვერაფრით გამიგია, "არსენალთან" მატჩში რატომ არ გამოჩნდა მოედანზე რადამელ ფალკაო.

საბრალო, ალბათ იჯდა და ფიქრობდა: "ნეტავ რას ვაკეთებ აქ?" როგორ სურს "იუნაიტედს" მისგან საუკეთესოს მიღება, თუ კი მოედანზეც არ უშვებს?.

ვან გაალი ტაქტიკის შეცვლას ეცადა და ბლინდთან ერთად კერიკი გაამწესა. მაგრამ თუ გოლის გატანა გინდა, იქნებ ფალკაო უნდა გამოიყვანო? საბოლოოდ, "იუნაიტედი" თითქმის არც კი დამუქრებია მეტოქის კარს."
- განაცხადა ექსპერტმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 მარტი 2015 16:11
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან გარისკა, როცა შესვენებაზევე დახარჯა ორი ცვლილება და ამან საბოლოოდ იჩინა თავი. ასეთ სიტუაციაში გამოუცდელი იანუზაის, რომელმაც ისედაც აჩვენა, რომ მხოლოდ წაქცევაზე ჰქონდა საქმე, სხვა ფეხბურთელის გამოყვანა სჯობდა, მაგრამ ფლანგებიდან აპირებდა შეტევას და რომ არა დი მარიას რაღაც საშინელი ქმედება გეგმა არ ჩაიშლებოდა. თითქოს არ ეტყობოდა გუნდს, რომ კაცნაკლული იყო, მაგრამ 10 კაცი მაინც 10 კაცია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Wardell
10 მარტი 2015 16:53
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
არ ვიცი არ ვიცი, აიი უბრალოდ ვერ ვხვდები რა ჰქონდა ჩაფიქრებული ან რატო :/ კაი გასაგებია, რომ შოუმ მგონი ტრავმა მიიღო, მაგრამ ერერა, რომელიც გუნდის ძრავად იქცა შეცვალო ასეთი კარგი პირველი ტაიმის შემდეგ მხოლოდ იმიტომ რომ ყვითელი აქვს? არ მესმის. ორი ჩამშლელი პლიუს ფელაინი ეს ნიშნავს ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 მარტი 2015 16:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არ უნდ აგაეკეთებინა ის 2 ცვლილება და შეიძლებოდა თამასის გამწვავება. თუნდა ცმატა უნდა დაეყენებინა ან შემოეყვან ამაინც. ფალკაოს იმედი საერთოდ არ მაქვს და გინდ ყოფილიყო გინდ არა, სკამიდან ვერაფერს იზამს და რა აზრი აქვს ამის დარჩენას

წავა სხვა გუნდში, შეყრის გოლებს დ ამერე დაიწყებს ხალხი ეს რა კაცი დავკარგეთო
0
№4
ავტორი: Malboro463
10 მარტი 2015 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5871
ერთი სხვა გეგმები ამართლებს და მეორეც ეს გამართლებდა ხო?
მატა იყო საჭირო საჯარიმოსთან ჯარიმას მაინც აიკიდებდა. ჩაისვარა ტაქტიკაშიც და ცვლილებებშიც
0
№5
ავტორი: AkkRed
10 მარტი 2015 17:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ყველაფერი იმის ბრალია რომ სულ პირველივე წუთიდან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო სასტარტო შემადგენლობის არჩევისას და მერე საერთოდ 2 ცვლილება მეორე ტაიმის დასაწყისშივე მთლად დაღუპა და ვნახეთ შედეგიც
0
№6
ავტორი: Mufc7
10 მარტი 2015 17:55
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა სახეები აქვთ სურათზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: Goginashvili777
10 მარტი 2015 21:00
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Mufc7,
ცოდონნი არა ? ფუ ეს რა ქნა იმ სატანამ facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№8
ავტორი: The BeQst
10 მარტი 2015 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
არ ვიცი რას აკეთებს ვან გაალი.მეგონა რომ ის ჩვენი გუნდის ღირსეული მწრთვნელი იქნებოდა რადგან მან მსოფლიო თასზა მე-3 ადგილი აიღო,მაგრამ ეს ასე არააა არ ვიცი კიდევ რამდენი შეცდომის პატიება შეიძლება,მე ნაწყენი ვარ ლუი ვანგაალზე
0
№9
ავტორი: Berba 9
10 მარტი 2015 23:28
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ფალკაო უნდა გამოეყვანა და მატაც უნდა გამოეყვანა, ეხლა ნახეთ მომდევნო თამაშიდან თუ ფალკაომ არ ითამაშოს, მომდევნო 5 თამაში :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№10
ავტორი: Mufc7
11 მარტი 2015 00:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Goginashvili777,
ჰოოო recourse მაგრამ ფალკაოს ისეთი მზერა აქვს, გაბრაზება უფრო იკითხება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top