თბილისი:
მანჩესტერი:
10-03-2015, 16:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2323,
კომენტარები: 12
რედნაპი: "რატომ არ გამოვიდა ფალკაო?"
ჯეიმი რედნაპი ვან გაალის ქმედებას მიმოიხილავს.
რედნაპი:
Sky Sports-ის ექსპერტი, ჯეიმი რედნაპი გააკვირვა ვან გაალის საქციელმა, რომელმაც "არსენალთან" მატჩში მოედანზე რადამელ ფალკაო არ შეიყვანა.

ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "წითელი ეშმაკები" "მეთოფეებს" ხვდებოდნენ. შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ლუი ვან გაალმა მოედანზე ანდერ ერერასა და ლუკ შოუს ნაცვლად მაიკლ კერიკი და ფილ ჯონსი შეუშვა.

დარჩენილი ერთი ცვლილება კი ვან გაალმა შეტევის გაძლიერებას მოახმარა, თუმცა არა ფორვარდის, არამედ ბელგიელი ვინგერის, ადნან იანუზაის საშუალებით.

შედეგად, "იუნაიტედი" მეტოქესთან დამარცხდა, ჯეიმი რედნაპი კი ვან გაალის ცვლილებებს არასწორად მიიჩნევს.

"ვერაფრით გამიგია, "არსენალთან" მატჩში რატომ არ გამოჩნდა მოედანზე რადამელ ფალკაო.

საბრალო, ალბათ იჯდა და ფიქრობდა: "ნეტავ რას ვაკეთებ აქ?" როგორ სურს "იუნაიტედს" მისგან საუკეთესოს მიღება, თუ კი მოედანზეც არ უშვებს?.

ვან გაალი ტაქტიკის შეცვლას ეცადა და ბლინდთან ერთად კერიკი გაამწესა. მაგრამ თუ გოლის გატანა გინდა, იქნებ ფალკაო უნდა გამოიყვანო? საბოლოოდ, "იუნაიტედი" თითქმის არც კი დამუქრებია მეტოქის კარს."
- განაცხადა ექსპერტმა.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
11 მარტი 2015 00:35
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Berba 9,
ხოო, ოღონდ 21 წლამდელებში :D :D :D აუუუ ტიპმა რა გააძრო ფალკაო დააყენა რეზერვებში.
0
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
12 მარტი 2015 20:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
რა საჭირო იყო ცვლილებაზე 2 ფეხბურთელის შეცვლა, მე დღემდე ვერ ვხვდები... და მერე კიდე იანუზაის გამოყვანაა.. მე პირადად მატას ან ფალკაოს ველოდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top