"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი, როი კინი მიიჩნევს, რომ ლუი ვან გაალს დრო უნდა მისცენ, რათა ბრძოლისუნარიანი გუნდი შექმნას.
"არსენალთან" ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე დამარცხების შემდეგ "წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში ტიტულის მოპოვების ერთადერთი იმედი ხელიდან გაუშვეს.
ამასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში "იუნაიტედს" პრობლემები ექმნება, რადგან მდევრები ძალიან მიუახლოვდნენ, ეს კი ვან გაალს საქმეს ურთულებს.
მიუხედავად ამისა, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ კინმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ლუი ვან გაალს გუნდის მფლობელებმა მხარდაჭერა და ნდობა უნდა გამოუცხადონ.
"დარწმუნებული ვარ, ვან გაალს ამ მარცხის შემდეგ გააკრიტიკებენ, მაგრამ მიეცით ადამიანს შანსი - ორი ან სამი წელი.
ბევრს არც კი ესმის როგორ უნდა გადააწყო ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", ეს კი დროს მოითხოვს.
დევიდ მოიესისთვისაც კი უნდა მიეცათ ბევრი დრო, მაგრამ გაშვება გადაწყვიტეს. და რა ხდება ახლა? ისევ შევცვალოთ მწვრთნელი?
მისმინეთ, ეს სამუშაო დროს მოითხოვს, ეს არის გუნდის აღდგენითი სამუშაო.
რა თქმა უნდა, კატასტროფა იქნება თუ "იუნაიტედი" პირველ ოთხეულში ვერ მოხვდება, მაგრამ უკან მოხედვას თავი უნდა გავანებოთ და ეს გუნდი 10 წლის წინანდელს შევადაროთ.
წინ უნდა ვიყუროთ, მოთამაშეებზე კონცენტრირება მოვახდინოთ, მწვრთნელს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობ, საკმაოდ კარგები არიან იმისთვის, რომ სეზონი ოთხეულში დაასრულონ." - განაცხადა კინმა.