თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2013, 16:48
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3405,
კომენტარები: 17
მანჩესტერი - რეალი: დაპირისპირების ისტორია
რას უნდა ველოდოთ თებერვალ-მარტში გასამართ მატჩებში ისტორიული ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით?
მანჩესტერი  - რეალი: დაპირისპირების ისტორია
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ორი უდიდესი გრანდის, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაწყვილების შემდეგ, 3 თვით ადრე ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე დაიწყო თებერვალში გასამართი მატჩის პროგნოზირება, ამ ორი გუნდის დღევანდელი მდგომარეობის და ისტორიის შედარება. დღესდღეობით, "მადრიდელები" "მანჩესტერელებისგან" განსხვავებით, ქვეყნის მთავარ ლიგაში სატურნირო მდგომარეობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ "რეალი" რომ ლა ლიგაში გაცრუებული იმედების გამო ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს, ესეც ცნობილი ფაქტია. მოკლედ, "მანჩესტერ იუნაიტედის" და "რეალის" გულშემატკივრები დაჯერდნენ იმ დასკვნას, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს როგორც თანამედროვეობის, ასევე დაპირისპირების ისტორიის გათვალისწინებით. ამ ისტორიაში "რეალს" მცირედი და უმნიშვნელო უპირატესობა აქვს, წარსული შეხვედრების გათვალისწინებით კი 1/8 ფინალში ესპანურ-ინგლისური წყვილისგან უხვგოლიანობას უნდა ველოდოთ.

ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია 1957 წელს იწყება. მაშინ, "რეალი" მთელი მისი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში იყო და მთელს ევროპაში უკონკურენტოდ აგრძელებდა ჩემპიონთა თასების მოგებას. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული "მანჩესტერ იუნაიტედის" შანსები ამ ტურნირზე მცირედ მიაჩნდა მთელს ინგლისს, მატ ბასბის აკრიტიკებდნენ და უმეორებდნენ, რომ "ბავშვებით" ის წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა და უძლიერეს მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. (ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც 1 წელიწადში მიუხენის ტრაგედიას ემსხვერპლნენ...)
პირველ მატჩში "წითლები" "ბერნაბეუზე" 3-1 დამარცხდნენ, საპასუხო შეხვედრაში კი "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ, 2-2 ითამაშეს.


"მანჩესტერელებმა" "რეალს" პირველად1968 წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ძლიეს. მადრიდელები ევროპულ ტურნირზე უწინდელივით წარმატებულად ვეღარ ასპარეზობდნენ, სამაგიეროდ ლა ლიგა 1968 წლამდე, უკანასკნელ 8 წელიწადში 8-ჯერვე ჰქონდა მოგებული! ტრაგედიის შედეგად დანგრეულმა, შემდეგ აღდგენილმა და კვლავ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ესპანელებს ჯორჯ ბესტის გოლის წყალობით 1-0 ძლიეს, საპასუხო შეხვედრაში კი მატჩი ფრედ, 3-3 დაასრულეს. "წითლები" 3-1 მარცხდებოდნენ, მაგრამ უკანასკნელ 15 წუთში ლეგენდარული ბესტის და ჩარლტონის გოლებით "იუნაიტედმა" "ქამბექი" შეასრულა, შეხვედრა ფრედ დაასრულა, ფინალში "ბენფიკა" დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, "ბასბის ჩვილებმა" ჩემპიონთა თასის ტიტული მოიპოვეს.

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ლეგენდარული დერბი 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაბრუნდა. "იუნაიტედი" ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო და მადრიდთან ფავორიტად მიიჩნეოდა. თანაც, "რეალს" პრიმერა დივიზიონში არ ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა. "მანჩესტერში" ახალგაზრდების ბუმი იყო და გამოუცდელობის ფაქტორი ჯერ კიდევ არსებობდა. სამეფო კლუბი ჯგუფიდან გაჭირვებით გავიდა, ნახევარფინალიდან "იუნაიტედი" გამოაგდო და მოგვიანებით ტიტულსაც დაეუფლა. პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 0-0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი "ოლდ ტრაფორდზე" "წითლები" როი კინის ავტოგოლისა და რაულის დუბლის შედეგად 3-2 დამარცხდნენ. მასპინძლებიდან პირველი გოლი შეცვლაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემმა 3 ფეხბურთელის მოტყუებით და ზუსტი დარტყმით გაიტანა, მეორე კი სქოულზმა - პენალტით.

დელ ბოსკეს და ფერგიუსონის გუნდები ერთმანეთს 3 წლის შემდეგ, ისტორიაში უკანასკნელად შეხვდნენ და მაყურებელს ორივე შეხვედრაში საოცარი სანახაობა უჩვენეს. იმ დროისთვის, ორი უძლიერესი კლუბიდან ფავორიტად "რეალი" მიიჩნეოდა: კასილასი, კარლოსი, ფიგუ, ზიდანი, რაული, რონალდო, მორიენტესი - ყველა ეს ლეგენდა ერთ გუნდში და თან ტოპ ფორმაში... თუმცა, არც "იუნაიტედს" ჰყავდა დასაწუნი შემადგენლობა - უკვე გამოცდილება მიღებული რაიან გიგზი, პოლ სქოულზი ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი, გუნდის კაპიტანი როი კინი, თავდასხმაში სოლსკიაერი და იმ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი რუდ ვან ნისტელროი.
პირველი მატჩი მადრიდში "იუნაიტედმა" 3-1 დათმო. მასპინძლებიდან ერთი ფიგუმ, ორი კი რაულმა გაიტანა. ერთადერთი ბურთი "მანჩესტერიდან" ნისტელროიმ შეაგდო.
საპასუხო შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილი თრილერი მოეწყო - "რეალი" სამჯერ იგებდა, "იუნაიტედმა" ბოლო წუთამდე ბრძოლის შედეგად მაინც დაამარცხა მეტოქე 4-3, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა. "წითლებიდან" პირველი გოლი ნისტელროიმ შეაგდო, მეორეჯერ ბურთი მადრიდელების ბადეში ელგერას ავტო გოლის შედეგად გაეხვა, ბოლო ორი გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემმა გაიტანა - აქედან ერთი ჯარიმიდან - უზუსტესი დარტყმის შედეგად კასილასი არც განძრეულა. სტუმრებიდან რონალდომ ჰეთ-თრიკი მიითვალა და "რეალი" ნახევარფინალში გაიყვანა.

8 გამართული შეხვედრიდან "იუნაიტედს" 2 მოგება აქვს, 3 წაგება და 3 ფრე. ჩემპიონთა ლიგიდან "რეალმა" "მანჩესტერი" 3-ჯერ გამოთიშა, "იუნაიტედმა" კი ერთხელ. ამრიგად, დაპირისპირების ისტორიაზე დაყრდნობით, 1/8 ფინალში გასამართი ლეგენდარული დერბის მატჩებში გახსნილი და უხვგოლიანი თამაშის მოლოდინში უნდა ვიყოთ...
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: R.v.Persie
23 დეკემბერი 2012 15:37
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
საღოლ ჯუბოო. დროა ბალანსი აღვადგინოთ, თორე საადაა ერთი ფეხბურთელის გუნდის საბლატაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№2
ავტორი: VaRdo
23 დეკემბერი 2012 15:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: R.v.Persie
საღოლ ჯუბოო. დროა ბალანსი აღვადგინოთ, თორე საადაა ერთი ფეხბურთელის გუნდის საბლატაო


ოზილი, ალონსო, კასილასი, დი მარია, მარსელო, რამოსი, პეპე. გავაგრძელო? სკამზე კაკა. არ მიყვარს ეს არაობიექტურობა რა. რეალი თუ ერთი ფეხბურთელის გუნდია მაშინ იუნაიტედი გუნდიც არ ყოფილა. შეფასეთ რეალურად მოვლენები და ნუ ხართ არაობიექტურები


საღოლ ჯუბო კარგი სიახლეა ეტყობა რომ წავიკიტხავ მერე შევაფასებ love ძალიან დაძაბული იგრა გველოდება. შანსები 50-50ზეა და ამას ზედმეტი ლაპარაკი არ უნდა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: love united
23 დეკემბერი 2012 15:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..რავი მე არამგონია ძაან გახსნილი და უხვგოლიანი თამაშები იყოს განსაკუთრებით ბერნაბეუზე,ოლდ ტრაფორდზე ალბათ ბევრი გოლი გავა...
0
№4
ავტორი: redondo
23 დეკემბერი 2012 15:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რედონდოს არაამქვეყნიური ფინტი და რაულის გოლი დღესაც თვალწინ მიდგას
0
№5
ავტორი: Tom Cleverley
23 დეკემბერი 2012 16:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 17
love love საღოლ ავტორ :)
0
№6
ავტორი: UTD-Rule
23 დეკემბერი 2012 16:22
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ჯუბო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: VaRdo
23 დეკემბერი 2012 16:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: redondo
რედონდოს არაამქვეყნიური ფინტი და რაულის გოლი დღესაც თვალწინ მიდგას


ვის აღარ უთამაშია რეალში : )) სამეფო კლუბი ტყუილად კი არ ჰქვია. ყველა იგროკს მანდ აქვს ნათამაშები 90% მაინც : )) მე მორიენტესი რომ მევასებოდა ტყუილია რა. ნუ ისედი დიდი დონის ფეხბურთელი არ იყო როგორც რაული ან ზიდანი მაგრამ იმენა შემსრულებელი იყო !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: redondo
23 დეკემბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: VaRdo
ვის აღარ უთამაშია რეალში : )) სამეფო კლუბი ტყუილად კი არ ჰქვია. ყველა იგროკს მანდ აქვს ნათამაშები 90% მაინც : )) მე მორიენტესი რომ მევასებოდა ტყუილია რა. ნუ ისედი დიდი დონის ფეხბურთელი არ იყო როგორც რაული ან ზიდანი მაგრამ იმენა შემსრულებელი იყო !


მართალი ხარ ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ერთხელ მაინც მოირგოს რეალის ფორმა. მორიენტესს რაც შეეხება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფორვარდია . რაულის და მოროს დუეტი საუკეთესოდ მიმაჩნია რეალში (მე ვისაც მოვესწარი). დელ ბოსკე სწორედ მორიენტესს შეეწირა , როდესაც დაშალა ეს დუეტი და რონალდო ჩასვა , არ აპატიეს ქომაგებმა.
0
№9
ავტორი: Ví Ví
23 დეკემბერი 2012 18:26
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ ავტორ ამათ ორვიეგან უნდა მოვუგოთ
0
№10
ავტორი: buka oboladze
23 დეკემბერი 2012 20:22
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ჯუბო მაგარისიახლეა )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top