თბილისი:
მანჩესტერი:
13-02-2013, 16:48
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3410,
კომენტარები: 17
მანჩესტერი - რეალი: დაპირისპირების ისტორია
რას უნდა ველოდოთ თებერვალ-მარტში გასამართ მატჩებში ისტორიული ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით?
მანჩესტერი  - რეალი: დაპირისპირების ისტორია
ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე ორი უდიდესი გრანდის, მადრიდის "რეალისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაწყვილების შემდეგ, 3 თვით ადრე ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე დაიწყო თებერვალში გასამართი მატჩის პროგნოზირება, ამ ორი გუნდის დღევანდელი მდგომარეობის და ისტორიის შედარება. დღესდღეობით, "მადრიდელები" "მანჩესტერელებისგან" განსხვავებით, ქვეყნის მთავარ ლიგაში სატურნირო მდგომარეობით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ "რეალი" რომ ლა ლიგაში გაცრუებული იმედების გამო ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს, ესეც ცნობილი ფაქტია. მოკლედ, "მანჩესტერ იუნაიტედის" და "რეალის" გულშემატკივრები დაჯერდნენ იმ დასკვნას, რომ ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს როგორც თანამედროვეობის, ასევე დაპირისპირების ისტორიის გათვალისწინებით. ამ ისტორიაში "რეალს" მცირედი და უმნიშვნელო უპირატესობა აქვს, წარსული შეხვედრების გათვალისწინებით კი 1/8 ფინალში ესპანურ-ინგლისური წყვილისგან უხვგოლიანობას უნდა ველოდოთ.

ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია 1957 წელს იწყება. მაშინ, "რეალი" მთელი მისი ისტორიის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში იყო და მთელს ევროპაში უკონკურენტოდ აგრძელებდა ჩემპიონთა თასების მოგებას. ახალგაზრდებით დაკომპლექტებული "მანჩესტერ იუნაიტედის" შანსები ამ ტურნირზე მცირედ მიაჩნდა მთელს ინგლისს, მატ ბასბის აკრიტიკებდნენ და უმეორებდნენ, რომ "ბავშვებით" ის წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ გუნდი ნახევარფინალამდე მივიდა და უძლიერეს მადრიდის "რეალთან" დამარცხდა. (ეს ის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც 1 წელიწადში მიუხენის ტრაგედიას ემსხვერპლნენ...)
პირველ მატჩში "წითლები" "ბერნაბეუზე" 3-1 დამარცხდნენ, საპასუხო შეხვედრაში კი "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ, 2-2 ითამაშეს.


"მანჩესტერელებმა" "რეალს" პირველად1968 წელს, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში ძლიეს. მადრიდელები ევროპულ ტურნირზე უწინდელივით წარმატებულად ვეღარ ასპარეზობდნენ, სამაგიეროდ ლა ლიგა 1968 წლამდე, უკანასკნელ 8 წელიწადში 8-ჯერვე ჰქონდა მოგებული! ტრაგედიის შედეგად დანგრეულმა, შემდეგ აღდგენილმა და კვლავ ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა "იუნაიტედმა" "ოლდ ტრაფორდზე" ესპანელებს ჯორჯ ბესტის გოლის წყალობით 1-0 ძლიეს, საპასუხო შეხვედრაში კი მატჩი ფრედ, 3-3 დაასრულეს. "წითლები" 3-1 მარცხდებოდნენ, მაგრამ უკანასკნელ 15 წუთში ლეგენდარული ბესტის და ჩარლტონის გოლებით "იუნაიტედმა" "ქამბექი" შეასრულა, შეხვედრა ფრედ დაასრულა, ფინალში "ბენფიკა" დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, "ბასბის ჩვილებმა" ჩემპიონთა თასის ტიტული მოიპოვეს.

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, ლეგენდარული დერბი 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაბრუნდა. "იუნაიტედი" ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო და მადრიდთან ფავორიტად მიიჩნეოდა. თანაც, "რეალს" პრიმერა დივიზიონში არ ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა. "მანჩესტერში" ახალგაზრდების ბუმი იყო და გამოუცდელობის ფაქტორი ჯერ კიდევ არსებობდა. სამეფო კლუბი ჯგუფიდან გაჭირვებით გავიდა, ნახევარფინალიდან "იუნაიტედი" გამოაგდო და მოგვიანებით ტიტულსაც დაეუფლა. პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ანგარიშით 0-0 დასრულდა, განმეორებით შეხვედრაში კი "ოლდ ტრაფორდზე" "წითლები" როი კინის ავტოგოლისა და რაულის დუბლის შედეგად 3-2 დამარცხდნენ. მასპინძლებიდან პირველი გოლი შეცვლაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემმა 3 ფეხბურთელის მოტყუებით და ზუსტი დარტყმით გაიტანა, მეორე კი სქოულზმა - პენალტით.

დელ ბოსკეს და ფერგიუსონის გუნდები ერთმანეთს 3 წლის შემდეგ, ისტორიაში უკანასკნელად შეხვდნენ და მაყურებელს ორივე შეხვედრაში საოცარი სანახაობა უჩვენეს. იმ დროისთვის, ორი უძლიერესი კლუბიდან ფავორიტად "რეალი" მიიჩნეოდა: კასილასი, კარლოსი, ფიგუ, ზიდანი, რაული, რონალდო, მორიენტესი - ყველა ეს ლეგენდა ერთ გუნდში და თან ტოპ ფორმაში... თუმცა, არც "იუნაიტედს" ჰყავდა დასაწუნი შემადგენლობა - უკვე გამოცდილება მიღებული რაიან გიგზი, პოლ სქოულზი ნიკი ბატი, დევიდ ბექჰემი, გუნდის კაპიტანი როი კინი, თავდასხმაში სოლსკიაერი და იმ დროისთვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი რუდ ვან ნისტელროი.
პირველი მატჩი მადრიდში "იუნაიტედმა" 3-1 დათმო. მასპინძლებიდან ერთი ფიგუმ, ორი კი რაულმა გაიტანა. ერთადერთი ბურთი "მანჩესტერიდან" ნისტელროიმ შეაგდო.
საპასუხო შეხვედრაში "ოლდ ტრაფორდზე" ნამდვილი თრილერი მოეწყო - "რეალი" სამჯერ იგებდა, "იუნაიტედმა" ბოლო წუთამდე ბრძოლის შედეგად მაინც დაამარცხა მეტოქე 4-3, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა. "წითლებიდან" პირველი გოლი ნისტელროიმ შეაგდო, მეორეჯერ ბურთი მადრიდელების ბადეში ელგერას ავტო გოლის შედეგად გაეხვა, ბოლო ორი გოლი კი შეცვლაზე შემოსულმა დევიდ ბექჰემმა გაიტანა - აქედან ერთი ჯარიმიდან - უზუსტესი დარტყმის შედეგად კასილასი არც განძრეულა. სტუმრებიდან რონალდომ ჰეთ-თრიკი მიითვალა და "რეალი" ნახევარფინალში გაიყვანა.

8 გამართული შეხვედრიდან "იუნაიტედს" 2 მოგება აქვს, 3 წაგება და 3 ფრე. ჩემპიონთა ლიგიდან "რეალმა" "მანჩესტერი" 3-ჯერ გამოთიშა, "იუნაიტედმა" კი ერთხელ. ამრიგად, დაპირისპირების ისტორიაზე დაყრდნობით, 1/8 ფინალში გასამართი ლეგენდარული დერბის მატჩებში გახსნილი და უხვგოლიანი თამაშის მოლოდინში უნდა ვიყოთ...
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Beckham 7
23 დეკემბერი 2012 20:54
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ურთულესი მატჩი ელის ორივე გუნდს :) ძლიერს ვერ ამოარჩევ მიუხედავად იმისა რომ რეალი ფორმაში არააა... : ) ბოლოს და ბოლოს რეალია :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№12
ავტორი: Malboro463
29 დეკემბერი 2012 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
საღოლ კარგი სტატია
0
№13
ავტორი: don_vini
13 თებერვალი 2013 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
დიდი იმედი ჩემპიონთა ლიგის ისტორია შეიცვლება 2-3 გახდება ამ ორი გუნდის დაპირისპირებსი ისტორიააა.ამის უდიდესი იმედი მაქვს smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№14
ავტორი: m-an-united
13 თებერვალი 2013 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
urtulesi tamashia
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№15
ავტორი: buka oboladze
13 თებერვალი 2013 18:09
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ძალიან რთული თამაშია რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ, ამ დროისთვის რეალი ერთი ფებურთელის გუნდია, ბენზემა კარის ხაზიდან აცილებს, იგუაინზე აღარც ღირს ლაპარაკი, ალონზო რითიც გამოირჩეოდა ზუსტი პასებით ამასაც ვეღარ აკეთებს, იოზილი და დიმარიაც არ არიან ფორმაში, კასილიასი კიდე ტრამვირებულია, ასერომ ერთი ფეხბურთელის გუნდია ჩემი აზრით, ხელსაც კი ვერ უწყობენ სტატისტიკასაც რომ გადავედოთ, უასისტენტოდ აქვს უმეტესობა გოლების გატანილი რონალდოს, და კიდე ბენზემას რა გოლებიც აქვს გატანილი ყველა რონალდოს პასით.
0
№16
ავტორი: GeorgeBest
13 თებერვალი 2013 19:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ოპტიმისტობა კარგია, მაგრამ ამის გამო არაობიექტურებია რ უნდა გავხდეთ. რეალს ვეთამაშებით და არა ჩელსის 3d_2 მე მჯერა, რომ იუნაიტედი შეძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლას, ამის ყველას გვჯერა. ეს ძალიან რთული იქნება და დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ბიჭებს ამ წარმატების მისაღწევად
0
№17
ავტორი: Malboro463
13 თებერვალი 2013 20:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მჯერა რო შემდეგ ეტაპზე მანჩედსტერი ითამAშებს მარა ამ თამაშს ალბათრეალი მოიგებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top