თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2015, 13:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2665,
კომენტარები: 12
"ტიტული კარგია, მაგრამ სხვა მიზნებიც გვაქვს"
ვან გაალი მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ ორშაბათს "არსენალის" წინააღმდეგ სათასო შეხვედრა პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდთა რიგებში მოხვედრაზე დიდ გავლენას მოახდენს.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს თავისი შედეგი გააგრძელოს და პირველივე სეზონში კიდევ ერთხელ მოიგოს ტიტული.

ლუი ვან გაალი ასევე მიიჩნევს, რომ ორშაბათის შეხვედრას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ექნება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლა სულ უფრო იძაბება.

"ეს არის შეხვედრა ორ გუნდს შორის, რომელთაც 11 ფეხბურთელი ჰყავთ. "იუნაიტედი" და "არსენალი" ლიგაში მეოთხე და მესამე ადგილს იკავებენ, ასე რომ, თითქმის ფინალის მსგავსი იქნება.

ჩვენ ჩვენი ქომაგის მხარდაჭერა გვექნება, მაგრამ "არსენალიც" მრავალ გულშემატკივარს ჩამოიყვანს. სატურნირო ცხრილში ჩვენ მიერ დაკავებული ადგილიდან გამომდინარე ეს ორი კარგი გუნდის მიერ მოწყობილი შესანიშნავი სანახაობა იქნება. იმედი მაქვს, გულშემატკივარს ფანტასტიკურ მატჩს ვაჩუქებთ.

ვფიქრობ, თუ მათ დავამარცხებთ, დიდ დარტყმს მივაყენებთ, მაგრამ თუ დაგვამარცხებენ, დიდ დარტყმას მოგვაყენებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, არა მარტო ინგლისის თასის გამო, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვისაც."


რა თქმა უნდა, ვან გაალი წინააღმდეგი არ არის თასი მოიგოს, მაგრამ მიაჩნია, რომ პრიორიტეტების გამიჯნვა მნიშვნელოვანია. პრიორიტეტი კი მას სულ სხვა რამ აქვს.

"ყოველთვის მინდა იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც კლუბთან ერთად ვისახავ. ჩვენი მიზანი კი ოთხეულში მოხვედრაა, თუმცა თასის მოგებაც შესანიშნავი იქნებოდა.

კლუბისთვის მნიშვნელოვანია ოთხეულში მოხვედრა. თუ ინგლისის თასს მოიგებ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის გარანტიას ვერ მოგცემს. ინგლისის თასის მოგება მწვრთნელისთვის დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი სეზონის ბოლოს ოთხეულში ყოფნაა. ოთხეულში ადგილი ჩემთვის დიდებული მიღწევა იქნებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კი უფრო დიდი."


ვან გაალი თავის ვიზავის, არსენ ვენგერს პატივს სცემს, რომელიც "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელად 1996 წლიდან მუშაობს.

"ჩემი აზრით, რაც მან გააკეთა გასაოცარია. ასეთი რამ მხოლოდ ინგლისში ხდება, სადაც ჩემი რწმენით, მწვრთნელებს დიდი ხნით უკავშირებენ გუნდებს.

ეს აჩვენებს, თუ რამდენად დიდ ნიშნავს ის კლუბისთვის, როგორც მწვრთნელი. მომწონს - მომწონს სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი - ფანტასტიკურია, რომ ასეთი რამის გეკეთება შეგიძლია."


ვან გაალმა დაადასტურა, რომ "იუნაიტედს" "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ დამატებითი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, ხოლო ოთხშაბათის შეხვედრა ლუკ შოუმ ბარძაყის ტრავმის გამოტოვა.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: temo-scholes
6 მარტი 2015 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
fa tasi da mesame adgili premier ligashi... egaa chemi komentari...:) wadit da michivlet exla:D
0
№2
ავტორი: AkkRed
6 მარტი 2015 13:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და რომ მოვიგოთ მაგარ დუხზე მოვლენ ბიჭები და უფრო შემართებით ითამაშებენ
0
№3
ავტორი: red devil
6 მარტი 2015 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Arsenali chveni chmoria movigebt
0
№4
ავტორი: gilmour
6 მარტი 2015 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სათაურიდან საერთოდ სხვა აზრი გამოვიტანე და სტატიაში საერთოდ სხვა წერია:)
0
№5
ავტორი: Count Alucard
6 მარტი 2015 15:44
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გამუქება დაგავიწყდა ციტატების გიო. არ გეკადრება lol

ეს არის შეხვედრა ორ გუნდს შორის, რომელთაც 11 ფეხბურთელი ჰყავთ.

ეს რა სიბრძნე თქვა, ფილოსოფიის მამაა.
0
№6
ავტორი: Esi
6 მარტი 2015 16:47
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეს თასი მაინც დადე და მოეშვი ფილოსოფოსობას laughing
0
№7
ავტორი: bziki
6 მარტი 2015 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მნიშვნელოვანი თამაშია ნამდვილად მარა სეზონის თამაში ნაღდად არაა, ლივეპულთან იქნება ყველაზე მნიშვლევანი თამაში ფსიქოლოგიურადაც და ყველამხრივ.არსენალს კი მოვუგებთ მჯერა თან სახში გაციცილებით ძლიერები ვართ
0
№8
ავტორი: Mufc7
6 მარტი 2015 18:44
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
თუმცა თასის მოგებაც შესანიშნავი იქნებოდა.

areyoukiddingme თასი დაიდოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: RojoDiablo
6 მარტი 2015 20:03
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
აჰ, არაფერი სხვა აზრი არ დევს ამაში. პრეს-კონფერენციას კითხვა-პასუხის ხასიათი აქვს და ნუ ასე ჰკითხეს, უბრალოდ აქ არაა დაფიქსირებული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Goginashvili777
6 მარტი 2015 20:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
Mufc7,
დაიცა რა დროს თასია, უფრო მაღალი მიზენები აქვს...

შოტლანდიელი მწვრთნელი 6 ასოზე შვეულად ...

-

-
-
-



-
-
-
-

-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top