თბილისი:
მანჩესტერი:
6-03-2015, 13:18
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2678,
კომენტარები: 12
"ტიტული კარგია, მაგრამ სხვა მიზნებიც გვაქვს"
ვან გაალი მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ ორშაბათს "არსენალის" წინააღმდეგ სათასო შეხვედრა პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდთა რიგებში მოხვედრაზე დიდ გავლენას მოახდენს.

"წითელი ეშმაკების" მწვრთნელს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს თავისი შედეგი გააგრძელოს და პირველივე სეზონში კიდევ ერთხელ მოიგოს ტიტული.

ლუი ვან გაალი ასევე მიიჩნევს, რომ ორშაბათის შეხვედრას დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა ექნება, რადგან ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლა სულ უფრო იძაბება.

"ეს არის შეხვედრა ორ გუნდს შორის, რომელთაც 11 ფეხბურთელი ჰყავთ. "იუნაიტედი" და "არსენალი" ლიგაში მეოთხე და მესამე ადგილს იკავებენ, ასე რომ, თითქმის ფინალის მსგავსი იქნება.

ჩვენ ჩვენი ქომაგის მხარდაჭერა გვექნება, მაგრამ "არსენალიც" მრავალ გულშემატკივარს ჩამოიყვანს. სატურნირო ცხრილში ჩვენ მიერ დაკავებული ადგილიდან გამომდინარე ეს ორი კარგი გუნდის მიერ მოწყობილი შესანიშნავი სანახაობა იქნება. იმედი მაქვს, გულშემატკივარს ფანტასტიკურ მატჩს ვაჩუქებთ.

ვფიქრობ, თუ მათ დავამარცხებთ, დიდ დარტყმს მივაყენებთ, მაგრამ თუ დაგვამარცხებენ, დიდ დარტყმას მოგვაყენებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, არა მარტო ინგლისის თასის გამო, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვისაც."


რა თქმა უნდა, ვან გაალი წინააღმდეგი არ არის თასი მოიგოს, მაგრამ მიაჩნია, რომ პრიორიტეტების გამიჯნვა მნიშვნელოვანია. პრიორიტეტი კი მას სულ სხვა რამ აქვს.

"ყოველთვის მინდა იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც კლუბთან ერთად ვისახავ. ჩვენი მიზანი კი ოთხეულში მოხვედრაა, თუმცა თასის მოგებაც შესანიშნავი იქნებოდა.

კლუბისთვის მნიშვნელოვანია ოთხეულში მოხვედრა. თუ ინგლისის თასს მოიგებ, ეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის გარანტიას ვერ მოგცემს. ინგლისის თასის მოგება მწვრთნელისთვის დიდი მიღწევა იქნებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი სეზონის ბოლოს ოთხეულში ყოფნაა. ოთხეულში ადგილი ჩემთვის დიდებული მიღწევა იქნებოდა, "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კი უფრო დიდი."


ვან გაალი თავის ვიზავის, არსენ ვენგერს პატივს სცემს, რომელიც "მეთოფეთა" მთავარ მწვრთნელად 1996 წლიდან მუშაობს.

"ჩემი აზრით, რაც მან გააკეთა გასაოცარია. ასეთი რამ მხოლოდ ინგლისში ხდება, სადაც ჩემი რწმენით, მწვრთნელებს დიდი ხნით უკავშირებენ გუნდებს.

ეს აჩვენებს, თუ რამდენად დიდ ნიშნავს ის კლუბისთვის, როგორც მწვრთნელი. მომწონს - მომწონს სერ ალექს ფერგიუსონი, არსენ ვენგერი - ფანტასტიკურია, რომ ასეთი რამის გეკეთება შეგიძლია."


ვან გაალმა დაადასტურა, რომ "იუნაიტედს" "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ დამატებითი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს, ხოლო ოთხშაბათის შეხვედრა ლუკ შოუმ ბარძაყის ტრავმის გამოტოვა.

წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
7 მარტი 2015 11:11
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Goginashvili777,
biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: Macklemore
7 მარტი 2015 17:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
კაი სირბონდოა ვენგერიც. ლუზერია მასტი და ლუზერი გუნდიც ყავს. 3-4 ადგილისთვის არიან შექმნილები.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top