თბილისი:
მანჩესტერი:
5-03-2015, 23:11
ავტორი: love united,
ნანახია: 2965,
კომენტარები: 11
"ოლდ ტრაფორდი" 70-იან წლებში დაბრუნდება
გულშემატკივრები ორშაბათის მატჩისთვის ემზადებიან
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები დროს უკან, 1970-იან წლებში დააბრუნებენ ორშაბათის მატჩში, "არსენალის" წინააღმდეგ. "ოლდ ტრაფორდზე" უკეთესი ატმოსფეროს შესაქმნელად, მხარდამჭერების ჯგუფებმა მოუწოდეს ფანებს, რომ გააკეთონ და მოიტანონ ტრიბუნებზე დიდი ორჯოხიანი ბანერები. ამ ყველაფერში გულშემატკივრებს სტიუარდებიც დაეხმარებიან.

"ოლდ ტრაფორდი" 70-იან წლებში დაბრუნდება

მანჩესტერელები დიდ ბანერებს გააკეთებენ "არსენალთან" მატჩისთვის


"ოლდ ტრაფორდი" 70-იან წლებში დაბრუნდება

"იუნაიტედის" ფანები 1977 წელს


"ოლდ ტრაფორდი" 70-იან წლებში დაბრუნდება

1977 FA Cup-ის ფინალი ლივერპულის წინააღმდეგ


ფანების მთავარი მიზანი ლუი ვან გაალის მხარდაჭერაა. ბანერების გარდა, J და K სექტორებზე, სადაც როგორც წესი ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრები იკრიბებიან, ასევე იქნება ძველი სტილის კაშნეები. კაშნეები და ორჯოხიანი ბანერები "სტრეტფორდ ენდზეც" შეგვხვდება. რაც შეეხება სტუმრებს, ისინი 9000-ანი გულშემატკივართა რაზმით ესტუმრებიან "ოლდ ტრაფორდს".

ენდრიუ კილდაფი, ორგანიზაცია Stretford End Flags-იდან, ამბობს: "მანჩესტერელებს 70-იან და 80-იან წლებში სახლებიდან მოჰქონდათ დიდი ბანერები, რომლებზეც ფეხბურთელებისთვის გასამხნევებელი სლოგანები ეწერა. ჩვენ გვსურს ასეთი სულით შევხვდეთ ორშაბათის მატჩს. გვექნება როგორც ძველებური, ასევე ახლებური ბანერები. 9000 "არსენალის" ფანი შეიმოსება ყვითელ ფერებში, ჩვენ შესაბამისად ვაპირებთ ტრიბუნები წითელ-თეთრ ფერებში მოვრთოთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებს."

"ოლდ ტრაფორდი" 70-იან წლებში დაბრუნდება


წყარო:dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: giochinio
5 მარტი 2015 23:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
იქ დამსვა ჩემზე მეტი თუ ვინმემ იხმაუროს :/
0
№2
ავტორი: GeorgeBest
5 მარტი 2015 23:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
0
№3
ავტორი: Count Alucard
5 მარტი 2015 23:22
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
საინტერესო სანახავი იქნება, იმედია ტრიბუნებზე მეტად მოედანზე გვექნება ყურადღება გადატანილი და სვარკის ყურება არ მოგვიწევს.
0
№4
ავტორი: Jubo
5 მარტი 2015 23:43
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგი და საინტერესო იდეაა
ვა ახალი მწერალი გვყავს? წარმატებები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№5
ავტორი: Goginashvili777
5 მარტი 2015 23:58
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
გილოცავ პირველ სიახლეს.. საინტერესო სანახაობა გველის 9ში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: giochinio
5 მარტი 2015 23:59
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
მეჩვენება თუ ეს ახალი მწერლის მიერ არ არის დაწერეილი? :D 302 ნიუსი უწერია სტატისტიკაში :D
0
№7
ავტორი: love united
6 მარტი 2015 00:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
giochinio,
ღადაობენ ბიჭები :D

არ უნდა დამეწერა რა :D
0
№8
ავტორი: nika1997
6 მარტი 2015 00:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ანხეთ იჩხუბებნ მაგ ჯოხებით მაგისთვის უნდათ ალბათ :D
0
№9
ავტორი: Mufc7
6 მარტი 2015 01:15
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წამიყვანეთ იიიიქ cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: captain
6 მარტი 2015 19:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მაგარია derpthumb
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top