"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები დროს უკან, 1970-იან წლებში დააბრუნებენ ორშაბათის მატჩში, "არსენალის" წინააღმდეგ. "ოლდ ტრაფორდზე" უკეთესი ატმოსფეროს შესაქმნელად, მხარდამჭერების ჯგუფებმა მოუწოდეს ფანებს, რომ გააკეთონ და მოიტანონ ტრიბუნებზე დიდი ორჯოხიანი ბანერები. ამ ყველაფერში გულშემატკივრებს სტიუარდებიც დაეხმარებიან.
მანჩესტერელები დიდ ბანერებს გააკეთებენ "არსენალთან" მატჩისთვის
"იუნაიტედის" ფანები 1977 წელს
1977 FA Cup-ის ფინალი ლივერპულის წინააღმდეგ
ფანების მთავარი მიზანი ლუი ვან გაალის მხარდაჭერაა. ბანერების გარდა, J და K სექტორებზე, სადაც როგორც წესი ყველაზე ხმაურიანი გულშემატკივრები იკრიბებიან, ასევე იქნება ძველი სტილის კაშნეები. კაშნეები და ორჯოხიანი ბანერები "სტრეტფორდ ენდზეც" შეგვხვდება. რაც შეეხება სტუმრებს, ისინი 9000-ანი გულშემატკივართა რაზმით ესტუმრებიან "ოლდ ტრაფორდს".
ენდრიუ კილდაფი, ორგანიზაცია Stretford End Flags-იდან, ამბობს:
"მანჩესტერელებს 70-იან და 80-იან წლებში სახლებიდან მოჰქონდათ დიდი ბანერები, რომლებზეც ფეხბურთელებისთვის გასამხნევებელი სლოგანები ეწერა. ჩვენ გვსურს ასეთი სულით შევხვდეთ ორშაბათის მატჩს. გვექნება როგორც ძველებური, ასევე ახლებური ბანერები. 9000 "არსენალის" ფანი შეიმოსება ყვითელ ფერებში, ჩვენ შესაბამისად ვაპირებთ ტრიბუნები წითელ-თეთრ ფერებში მოვრთოთ. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ამ ყველაფერში მონაწილეობას მიიღებს."