"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
დაცვა
"სანდერნედთან" მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელებული შემადგენლობის ნახვის შემდეგ, ბევრს და, მათ შორის, მეც დამრჩა განცდა, თითქოს ლუი ძველ და საყვარელ 3 მცველს დაუბრუნდა, თუმცა, საბედნიეროდ, არაფერი შეცვლილა და "იუნაიტედმა" ჩვეული 4-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა. ამ ოთხეულის ლიდერად ყველასდა მოულოდნელად კი კრის სმოლინგი მოგვევლინა, რომელმაც ალბათ კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ამის გათვალისწინებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინგლისელი "კაჭკაჭებთანაც" შეინარჩუნებს ადგილს ძირითადში. ლიდერზე ვისაუბრეთ და აქვე უნდა ვთქვათ გასული მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და გულშემატკივრის გამაღიზიანებელი მოთამაშის, ჯონი ევანსის შესახებაც, რომელმაც პასის უკან დაბრუნების მეტი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. დიდი ალბათობით, ლუკ შოუს დაბრუნება ევანსის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებას გამოიწვევს, მარკოს როხო სმოლინგს შეუწყვილდება, ხოლო მარჯვენა ფლანგს კვლავინდებურად ეკვადორელი ვალენსია ჩაიბარებს.
ნახევარდაცვა
ცენტრალურ ნახევარმცველთა წყვილთან ბატონ ლუის ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეს პრეტენზია წინა მატჩიდან გამომდინარე, რადგან ერერა-ბლინდის დუეტმა ერთად მეტოქეზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულა, რაც დამეთანხმებით ,ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. ესეც რომ არა, მაიკლ კერიკმა სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა და როგორც ჰოლანდიელმა განაცხადა, ჯერ კიდევ ვერ მოახერხებს პირველივე წუთებიდან მოედანზე ყოფნას.
რაც შეეხება ფლანგის მოთამაშეებს, აქ ცოტა განსხავვებული სიტუაციაა. ეშლი იანგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი კარგი თამაშით დაიმსახურა, ხოლო ანხელ დი მარიას სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა თავად ფეხბურთელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს სჭირდება მას გვერდში დგომა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, რათა სათამაშო ფორმა აღიდგინოს.
თავდასხმა
თავდასხმის წყვილი ალბათ უცვლელი იქნება. რობინ ვან პერსი 1 თვით გამოაკლდა გუნდს, რაც თითქოს ფალკაოსთვის შანსი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერც კოლუმბიელი ბრწყინავს და ვერც ვან გაალს მოვუწონებთ გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს სხვა სიახლის თემაა. კაპიტანმა როგორც იქნა დაასრულა უგოლო სერია და boxing day-ს შემდეგ პირველად მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი თავდამსხმელია და სწორედ შეტევაა მისი საქმე.
სრული შემადგენლობა:
დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, შოუ, ბლინდი, ერერა, დი მარია, იანგი, რუნი, ფალკაო.
აირჩიე შენი შემადგენლობა