თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 21:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2776,
კომენტარები: 23
აირჩიე შენი შემადგენლობა
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი".
აირჩიე შენი შემადგენლობა
დაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


"სანდერნედთან" მატჩამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელებული შემადგენლობის ნახვის შემდეგ, ბევრს და, მათ შორის, მეც დამრჩა განცდა, თითქოს ლუი ძველ და საყვარელ 3 მცველს დაუბრუნდა, თუმცა, საბედნიეროდ, არაფერი შეცვლილა და "იუნაიტედმა" ჩვეული 4-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა. ამ ოთხეულის ლიდერად ყველასდა მოულოდნელად კი კრის სმოლინგი მოგვევლინა, რომელმაც ალბათ კარიერაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ამის გათვალისწინებით კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინგლისელი "კაჭკაჭებთანაც" შეინარჩუნებს ადგილს ძირითადში. ლიდერზე ვისაუბრეთ და აქვე უნდა ვთქვათ გასული მატჩის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და გულშემატკივრის გამაღიზიანებელი მოთამაშის, ჯონი ევანსის შესახებაც, რომელმაც პასის უკან დაბრუნების მეტი თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა. დიდი ალბათობით, ლუკ შოუს დაბრუნება ევანსის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლებას გამოიწვევს, მარკოს როხო სმოლინგს შეუწყვილდება, ხოლო მარჯვენა ფლანგს კვლავინდებურად ეკვადორელი ვალენსია ჩაიბარებს.

ნახევარდაცვა


აირჩიე შენი შემადგენლობა


ცენტრალურ ნახევარმცველთა წყვილთან ბატონ ლუის ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა ჰქონდეს პრეტენზია წინა მატჩიდან გამომდინარე, რადგან ერერა-ბლინდის დუეტმა ერთად მეტოქეზე მეტი ზუსტი გადაცემა შეასრულა, რაც დამეთანხმებით ,ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. ესეც რომ არა, მაიკლ კერიკმა სულ ახლახანს მოიშუშა ტრავმა და როგორც ჰოლანდიელმა განაცხადა, ჯერ კიდევ ვერ მოახერხებს პირველივე წუთებიდან მოედანზე ყოფნას.

რაც შეეხება ფლანგის მოთამაშეებს, აქ ცოტა განსხავვებული სიტუაციაა. ეშლი იანგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი კარგი თამაშით დაიმსახურა, ხოლო ანხელ დი მარიას სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა თავად ფეხბურთელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს სჭირდება მას გვერდში დგომა და მუდმივი სათამაშო პრაქტიკა, რათა სათამაშო ფორმა აღიდგინოს.

თავდასხმა


აირჩიე შენი შემადგენლობა


თავდასხმის წყვილი ალბათ უცვლელი იქნება. რობინ ვან პერსი 1 თვით გამოაკლდა გუნდს, რაც თითქოს ფალკაოსთვის შანსი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერც კოლუმბიელი ბრწყინავს და ვერც ვან გაალს მოვუწონებთ გადაწყვეტილებებს, თუმცა ეს სხვა სიახლის თემაა. კაპიტანმა როგორც იქნა დაასრულა უგოლო სერია და boxing day-ს შემდეგ პირველად მოახერხა პრემიერ ლიგაში გოლის გატანა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ იგი თავდამსხმელია და სწორედ შეტევაა მისი საქმე.

სრული შემადგენლობა: დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, როხო, შოუ, ბლინდი, ერერა, დი მარია, იანგი, რუნი, ფალკაო.

აირჩიე შენი შემადგენლობა


ეთანხმებით თუ არა ავტორს?

კი
არა
ნაწილობრივ

აირჩიე შენი შემადგენლობა
შემადგენლობა
23 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 02:22
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ხოლო მარჯვენა ფლანგს კვლავინდებურად ეკვადორელი ვალენსია ჩაიბარებს.

likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 09:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოჩაღ! ხანდახან მგონია, რომ შენი დანიშვნა უკეთესი იქნებოდა მწვრთნელად, ოღონდ მართლა. მიუხედავად იმისა, რომ როტაცია თავადაც გსურდა და ალბათ საჭიროც იყო, როგორც მივხვდი ჩათვალე, რომ ლუი ასე არ მოიქცევა, რადგან ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, არა? მე მომწონს ეს შემადგენლობა და ევანსზეც გეთანხმები, თუმცა არც ის გამოვრიცხოთ, რომ როხო დარჩეს მარცხნივ და ჯონსი დადგეს ჯონის ნაცვლად.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: dati-mata
4 მარტი 2015 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Ertaderti rooneys cota ukan davcevdi 4-4-1-1 anu
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№14
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 11:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ორ ცვლილებას შევიტანდი, რუნის გადავწევდი ფალკაოს უკან და იანგს ჩავანაცვლებდი იანუზაით. იმის მიუხედავად რომ იანგი ამ ბოლო დროს კარგად თამაშობს ვიცით რა ლეღვიცა და 2 კაი თამაშის მერე მთელი სეზონი ლეღვობს. დი მარიას კიდე ადაპტაცია სჭირდება აშაკარად.
0
№15
ავტორი: Wardell
4 მარტი 2015 14:21
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
დიდი მადლობა ბატონო გიორგი ამხელა ნდობისთვის. wink ხო რაღაც არ მგონია ლუიმ ეხლა ჩაატაროს ექსპერიმენტი, არ ვიცი ამ კაცისგან რამე მოულოდნელი იქნებათქო რო ვთქვა მოვიტყუები. დაველოდოთ და ვნახოთ.
0
№16
ავტორი: Goginashvili777
4 მარტი 2015 14:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577


ბედი თქვენი, რომ იანგი გყვავს likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№17
ავტორი: გაბადაძე
4 მარტი 2015 14:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 743
ვეთანხმები ავტორს , იმედია მასე იქნება მარა რაფიკას და მატას შეცვლაზე მაინც თუ ათამაშებს მაინც კარგი იქნება და რაც მთავარია იმედია ევანს არ ვიხილავ ძირითადში დანარჩენზე პრობლემა არ მაქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ g.gabadadze
№18
ავტორი: Berba 9
4 მარტი 2015 15:30
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგია მე პირადად მომწონს, მაგრამ მატას ვათამაშებდი 10-იანზე, ფალკაომ უნდა დაისვენოს :)) ნიუკასლს ისეთი დაცვა ყავს, რომ ფალკაოს ფიზიკური კონდიციები ნაკლებად თუ იზავს რამეს და მატას ტექნიკა მეტად საჭიროა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№19
ავტორი: xvliki
4 მარტი 2015 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
rato ver vaketeb shemadgenlobas?
0
№20
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 15:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
xvliki,
აირჩიე ვინც გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა და ფოტო გადაუღე, ამის მერე ატვირთე და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top