თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 17:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2552,
კომენტარები: 13
ვან პერსი ტრავმირებულია, კერიკი ვერ დაიწყებს
"ნიუკასლთან" მატჩის წინა ინფორმაცია.
ვან პერსი ტრავმირებულია, კერიკი ვერ დაიწყებს
ლუი ვან გაალი "ნიუკასლთან" მატჩის წინ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ტრავმირებული მხოლოდ რობინ ვან პერსია.

ჰოლანდიელ ფორვარდს ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ტერფის ტრავმა, ხოლო მაიკლ კერიკი სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ "სანდერლენდთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

ფილ ჯონსმა, ლუკ შოუმ და ვიქტორ ვალდესმაც გამოტოვეს "შავი კატების" წინააღმდეგ მატჩი, თუმცა იმედოვნებენ, რომ "კაჭკაჭებთან" მატჩისთვის მზად იქნებიან.

ვან გაალს ჰკითხეს, თუ როდის მოახერხებდნენ ისინი თამაშს, რაზეც მან უპასუხა: "რთული სათქმელია, რადგან ნებისმიერ ვარჯიშზე შეიძლება მიიღო ტრავმა, ან ფიზ-მომზადების მწვრთნელმა თქვას, რომ სათამაშოდ მზად არ ხარ. ამის შემდეგ კი კი უნდა გადავწყვიტო და არ ვათამაშო. ე.ი. რთული სათქმელია, მაგრამ ერთადერთი ტრავმირებული ვან პერსია.

ძალიან ადრეა რამის თქმა რობინის გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შესახებ."


შესაძლოა კერიკი თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის წინააღმდეგ ვერ დაბრუნდეს, მაგრამ მწვრთნელი მას მნიშვნელოვან ფიგურად ასახელებს.

"ვფიქრობ, მაიკლ კერიკისთვის ძალიან ადრეა. ჩვენთან ერთად სამი სავარჯიშო სესია ჩაატარა. შეცვლაზე შესულ სამ ფეხბურთელში "სანდერლენდთან" ის არ მოხვდა, მაგრამ 18 კაციან განაცხადში შევიყვანე და ამითაც რისკი გავწიე. შეცვლაზე შესულს შეგიძლია 20 წუთი ითამაშო, რასაც ისიც გააკეთებს. მაიკლი გამოცდილია, ასე რომ შემიძლია გამონაკლისი დავუშვა. ის ასევე კაპიტანია, ეს კიდევ ერთი მიზეზია გამონაკლისის დაშვებისა, მაგრამ ამას ხშირად არ ვაკეთებ." - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
3 მარტი 2015 17:53
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
კარგია, თუმცა კერიკზე არ მესიამოვნა fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: chudikone
3 მარტი 2015 18:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან კარგი, ორივეზე გამიხარდა, მათზე უკეთესი ალტერნატივებიც გვყავს გუნდში, გვარსა და სახელს არ დავასახელებ. ანდერ ერერა და რადამელ ფალკაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 18:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფალკაოს ისევ ეძლევა შანსი და კიდევ მიეცემა რამდენიმე, სანამ რობინი გამოკეთდება. ჰოდა გამოიყენე რა, რადამელ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 18:47
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია იმედია ამ პოზიციებზე სხვას მიეცემა შანსები
0
№5
ავტორი: DiMaria
3 მარტი 2015 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ბლინდს რომ ჰქონდა ტრავმა იმწუთას რატომ ათამაშე?
0
№6
ავტორი: GeorgeBest
3 მარტი 2015 20:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა კერიკის ყოფნა კარგი იქნებოდა

ჯერ მაინცარ ღირს დაყენება, უფრო მნიშვნელოვანი მატჩები გვაქვს წინ
0
№7
ავტორი: Jubo
3 მარტი 2015 21:11
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კერიკის დაბრუნება მეჩქარება, მაინტერესებს რა გავლენას მოახდენს თავისი თამაშით "ახალ გუნდზე"
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: Count Alucard
4 მარტი 2015 00:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ფალკაოს მერამდენე შანსი უნდა მისცეს კიდე areyoukiddingme 20 თამაშძე მეტი და 4 გოლი, სამარცხვინოა. იმედია კერიკი მალე ჩადგება ფორმაში და ორშაბათს არსენალისთვის მზად იქნება.
0
№9
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 02:48
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
რა იქნება ფალკაომ კარგი თამაშით და გოლით გაგვახაროს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 09:25
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
სასწაული, მეტი რაღა უნდა იყოს tongue
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top