თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 17:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 13
ვან პერსი ტრავმირებულია, კერიკი ვერ დაიწყებს
"ნიუკასლთან" მატჩის წინა ინფორმაცია.
ვან პერსი ტრავმირებულია, კერიკი ვერ დაიწყებს
ლუი ვან გაალი "ნიუკასლთან" მატჩის წინ ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის პრობლემის წინაშე დგას, თუმცა ტრავმირებული მხოლოდ რობინ ვან პერსია.

ჰოლანდიელ ფორვარდს ჯერ კიდევ არ მოუშუშებია ტერფის ტრავმა, ხოლო მაიკლ კერიკი სასტარტო შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ არის, მიუხედავად იმისა, რომ "სანდერლენდთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.

ფილ ჯონსმა, ლუკ შოუმ და ვიქტორ ვალდესმაც გამოტოვეს "შავი კატების" წინააღმდეგ მატჩი, თუმცა იმედოვნებენ, რომ "კაჭკაჭებთან" მატჩისთვის მზად იქნებიან.

ვან გაალს ჰკითხეს, თუ როდის მოახერხებდნენ ისინი თამაშს, რაზეც მან უპასუხა: "რთული სათქმელია, რადგან ნებისმიერ ვარჯიშზე შეიძლება მიიღო ტრავმა, ან ფიზ-მომზადების მწვრთნელმა თქვას, რომ სათამაშოდ მზად არ ხარ. ამის შემდეგ კი კი უნდა გადავწყვიტო და არ ვათამაშო. ე.ი. რთული სათქმელია, მაგრამ ერთადერთი ტრავმირებული ვან პერსია.

ძალიან ადრეა რამის თქმა რობინის გამოჯანმრთელების ხანგრძლივობის შესახებ."


შესაძლოა კერიკი თავისი მშობლიური ქალაქის გუნდის წინააღმდეგ ვერ დაბრუნდეს, მაგრამ მწვრთნელი მას მნიშვნელოვან ფიგურად ასახელებს.

"ვფიქრობ, მაიკლ კერიკისთვის ძალიან ადრეა. ჩვენთან ერთად სამი სავარჯიშო სესია ჩაატარა. შეცვლაზე შესულ სამ ფეხბურთელში "სანდერლენდთან" ის არ მოხვდა, მაგრამ 18 კაციან განაცხადში შევიყვანე და ამითაც რისკი გავწიე. შეცვლაზე შესულს შეგიძლია 20 წუთი ითამაშო, რასაც ისიც გააკეთებს. მაიკლი გამოცდილია, ასე რომ შემიძლია გამონაკლისი დავუშვა. ის ასევე კაპიტანია, ეს კიდევ ერთი მიზეზია გამონაკლისის დაშვებისა, მაგრამ ამას ხშირად არ ვაკეთებ." - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
4 მარტი 2015 12:07
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მთავარია ვალენსია და იანგი ათამაშოს derphappycry
0
№12
ავტორი: Mufc7
4 მარტი 2015 12:46
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
და მოხდეს ეგ სასწაული, ეგ რაღა იქნება wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: RojoDiablo
4 მარტი 2015 15:40
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
სასწაული უკვე არის სასწაული და ფალკაოზე რომაა დამოკიდებული სასწაული სულ უფრო სასწაული გამოდის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top