თბილისი:
მანჩესტერი:
3-03-2015, 10:06
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2224,
კომენტარები: 16
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
თვი საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით თვის საუკეთესო ფეხბურთელს
ანდერ ერერა: 5 მატჩი (3 სტარტი, 2 შეცვლა), 2 გოლი.

ესპანელმა ნახევარმცველმა თვე საუკეთესოდ დაასრულა, რამეთუ "პრესტონის", "სუონსისა" და "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩები სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. ამ მატჩებიდან პირველი და მესამე შეხვედრა "იუნაიტედის" გამარჯვებით დასრულდა, "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში სწორედ მან გახსნა ანგარიში. გარდა პრემიერ ლიგაში გოლის გატანისა, ერერამ ინგლისის თასზეც გამოიჩინა თავი და "პრესტონს" გაუტანა გოლი - შედეგად, მას 5 გოლი დაუგროვდა, რაც ერთ სეზონში მისი პერსონალური რეკორდის ექვივალენტურია.

მარკოს როხო: 6 მატჩი (ყველა სტარტი), 1 გოლი

თებერვალში როხომ გუნდის მატჩებში მხოლოდ 9 წუთი გამოტოვა, როცა "კემბრიჯ იუნაიტედთან" შეცვალეს. "წითლებმა" 3-0 იმარჯვეს, როხომ კი მეორე გოლი გაიტანა - გოლის გატანის მისი პირველი მცდელობა ხუან მატას ჩაეთვალა. რა თქმა უნდა, მცველები პირველ რიგში საკუთარი საქმით ფასდებიან და როხო ამ მხრივაც კარგი იყო, თანაც არა მარტო ცენტრალური მცველის, არამედ ლუკ შოუს ნაცვლად მარცხენა მცველის პოზიციაზეც.

კრის სმოლინგი: 5 მატჩი (3 სტარტი, 2 შეცვლა), 2 გოლი

სმოლინგს მიდასის შეხების მსგავსი გამოუვიდა - "ბარნლისთან" მატჩში შეცვლაზე შესვლის შემდეგ პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა და "იუნაიტედს" ოთხი გამარჯვებიდან პირველის მოპოვებაში დაეხმარა. მცველი შეცვლაზე შევიდა "ვესტ ჰემთან" მატჩშიც, სადაც მატჩის მიწურულს დეილი ბლინდმა გაიტანა გოლი. მატჩი, რომელიც კრისმა გამოტოვა? "სუონსისთან" შეხვედრა, "იუნაიტედის" ერთადერთი მარცხი.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე.
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
3 მარტი 2015 10:15
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ერერასა და სმოლინგს ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ და არჩევანის გაკეთება სწორედ მათ შორის მომიწევს,მაგრამ ხმას მაინც ესპანელს მივცემ love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 10:16
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სმოლინგს მივეცი. კარგი თვე ჰქონდა და გოლის გატანის გარდა კარგადაც გამოიყურებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: chudikone
3 მარტი 2015 10:35
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა რა თქმა უნდა love ეს მისი პირველი Man of the Month იქნება და ველი სურათს ამ თასთან ერთად love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№4
ავტორი: Gio Ghonghadze
3 მარტი 2015 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
მე კი ერერას მივცემდი ხმას
0
№5
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 მარტი 2015 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
უდაოდ ერერა!!! love
0
№6
ავტორი: A.HERRERA
3 მარტი 2015 11:41
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
სმოლინგმა მართლა მოუმატა, უკეთესად გამოიყურება ვიდრე ჯონსი ჩემი აზრით
მაგრამ ხმას მაინც ერერას მივცემ ყველაზე მეტად იმსახურებს
0
№7
ავტორი: RedTeen
3 მარტი 2015 11:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ერერა love
0
№8
ავტორი: dati-mata
3 მარტი 2015 12:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Chatvalet ereram moigo mara smolingi unda iyos meoreze da ara roxo
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№9
ავტორი: RojoDiablo
3 მარტი 2015 12:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dati-mata,
ის, რომ როხო მეორედ წერია, არ ნიშნავს, რომ მეორეა. უბრალოდ ასე წერია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: dati-mata
3 მარტი 2015 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
RojoDiablo,
Unitedis opiciqlalur saitze vnaxe xmis micemis dros procenturi gadanacileba xmesbis vinc ukve misca 11% hqonda rojos 9%smoligs roca me vnaxe mashin
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top