თბილისი:
მანჩესტერი:
1-03-2015, 16:14
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3069,
კომენტარები: 12
მანჩესტერი - სანდერლენდი (BBC-ის მიმოხილვა)
მანჩესტერი - სანდერლენდი (BBC-ის მიმოხილვა)
გუშინ, პრემიერ ლიგის 27-ე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდი" მიიღო და მეტოქე უეინ რუნის დუბლის წყალობით დაამარცხა. პირველ ნახევარში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა პირველი საგოლე მომენტი სტუმრება შექმნეს. მე-5 წუთზე "შავი კატების" კონტრშეტევას ვიკჰემის დარტყმა და დე ხეას კარგი თამაში მოჰყვა. შემდეგი ორი ეპიზოდი ეშლი იანგს შეექმნა, პირველ შემთხვევაში კარს ააცილა, ხოლო მეორე მომენტში ჯონ ოშიმ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

მეორე ნახევარში მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. გადამწყვეტი მომენტი 63-ე წუთი გამოდგა, რადამელ ფალკაოს წაქცევას პენალტი და ბრაუნის გაძევება მოჰყვა. თერთმეტმეტრიანი უინ რუნიმ ზუსტად შეასრულა და "იუნაიტედი" წინ გაიყვანა. მასპინძელთა კაპიტანმა დუბლის შესრულება 84-ე წუთზე შეძლო და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" – "სანდერლენდი" 2:0

სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი"
გოლები: რუნი 66' (პენ), 84'
გაფრთხილებები: ვალენსია; ვან აანჰოლტი
გაძევება: ბრაუნი 65'
მსაჯი: როჯერ ისტი

"მანჩესტერ იუნაიტედი": დე ხეა, როხო, სმოლინგი, ვალენსია, ევანსი, ბლინდი, ერერა, რუნი (მატა 86), დი მარია (იანუზაი 46), იანგი, ფალკაო (ფელაინი 68).

"სანდერლენდი": პანტელიმონი, ბრაუნი, ოში, რეველიერი, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, ლარსონი, ხ.გომესი, ვიკჰემი (ვერჯინი 67), ჯონსონი (ს.ფლეტჩერი 81), დეფო (გრემი 67).

მიმოხილვები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
1 მარტი 2015 16:18
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგადაა ანალიზში ახსნილი რატომ გაიყვანა ფალკაო ლუიმ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: GeorgeBest
1 მარტი 2015 17:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ველოდებოდი ამას winked

ფალკაო გასაყვანი იყო და რად უნდა ამას კამათი. საერთოდ არცაა დასაყენებელი როცა 2 ფორვარდით ვთამაშობთ. ვაბშე დაკარგულია. ისიც არავინ იცის მარტო რომ იდგეს გაამართლებს თუ არა, უკვე დიდად აღარ მაქვს ამის იმედი. ჯერ შანსი არ ეძლეოდა და მეგონა დრო დასჭირდებოდა, მერე რუნისთან ერთად უფრო გაქაჩავს მეთქი მაგრამ შედეგი ვაბშე არაა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 18:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Jubo,
მარტო ამის გამო ღირს ამ მიმოხილვის ყურება. მშვენივრად ახსნა შირერმა და საგულისხმოცაა. ესეც ფალკაო, ლაშა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Wardell
1 მარტი 2015 22:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
არნახული სისულელე ქნა ლუიმ, მოთამაშე როცა ამხელა მოტივაციას იღებს და შეხვედრის მოგებისკენ ატრიალებს არ უნდა გაიყვანო, სულ რომ მანამდე დვალიშვილის დონეზე თამაშობდეს.
0
№5
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 22:54
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
wink ფალკაოს მოტივაცია არ უნდა სჭირდებოდეს იმისთვის, რომ თამაშში განსაკუთრებული მონდომება გამოიჩინოს. აკლია მოტივაციის მიზეზები? მოპოვებული პენალტი არის სასარგებლო ქმედება, მერე? რომ არ გაეყვანა კაცნაკლულ გუნდთან უკეთ ითამაშებდა, სავარაუდოდ, თან მცირედი მუღამი უნდა მიეცა მაგ მოპოვებულ პენალტსაც, მაგრამ მოტივაციის ამაღლებისთვის დამატებით საჭიროებას ვერ ვხედავ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Wardell
1 მარტი 2015 22:59
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
ყველას სჭირდება ეგეთი მოტივაცია და თავდაჯერების მომატება, როდესაც სპად გაქ და არ ხარ ფორმაში. რუნის რა არ სჭირდებოდა გოლი რო უკეთ ათAმაშებულიყო და თავის რწმენა დაებრუნებინა?
0
№7
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 23:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Wardell,
გოლს და პენალტს ნუ ადარებ. სხვადასხვა რამეა. ფალკაოს ერთადერთი, რაც სჭირდება, ეს არის ნდობა. ეს კი არ არის კომპიუტერული საფეხბურთო მენეჯერი, სადაც უშუალოდ შედეგს თვლიან სასარგებლოდ. არც ის იყო გარანტია იმისა, რომ ფალკაო დარჩებოდა და გაიტანდა და თუ გაიტანდა ამით უსაზღვრო ნდობას მოიპოვებდა. და არც ისაა გარანტია, რომ რადგან ისევ ვერ გაიტანა, ლუიმ კიდევ უფრო დაკარგა მისდამი ნდობა. თავადაც თქვა და ეს ბუნებრივიცაა, რადამელს და სხვა ფორვარდებს სხვა კრიტერიუმით აფასებს, ის მოქმედება საჯარიმოში კი ჩათვალე, რომ შეუმჩნებელი არ დარჩებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: Wardell
1 მარტი 2015 23:10
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RojoDiablo,
თვითონ შირერი ამბობს რო არ ეხმარებაო და :/ დახმარება იქნებოდა რო დაეტოვებინა 90 წუთი და ეჩვენებინა რო აი მე გენდობი და მანახე რა შეგიძლია.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
1 მარტი 2015 23:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მაგაში იგულისხმა, რომ იქნებ უთხრას, რომ მცველის ზურგსუკან გაიქცეს და არა მის წინო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: giochinio
1 მარტი 2015 23:34
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
მოხსნა შირერმა ყველანაირი კითხვა მგონი ფალკაოზე...ძალიან მეეჭვება,რომ ლუი ავალებდეს ფალკაოს ბურთის მისაღებად ცენტრამდე ასვლას,სრული სისულელეა,კარგად ხედავს ლვგ და ჩვენც,რომ არც პასი აქვს რადამელს და არც დრიბლინგი და რაშიც კარგია და რაც შეუძლია იმას არ იყენებს ან ვეღარ იყენებს...ისე იქცევა მოედანზე თითქოს 10 ნომერზე თამაშობდეს,დარწმუნებული ვარ შირერის აღნიშნულ მომენტებში,რომ სწორად ემოქმედა რადამელს,ამ მატჩს 3-4 ბურთის სხვაობით მოვიგებდით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top