სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური თარიღი: შაბათი, 28 თებერვალი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: ვან პერსი, პაუელი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Shaw, Blackett, Rojo, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Young, Blind, Fellaini, Herrera, Carrick, Valencia, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Wilson. მაიკლ კერიკმა უკვე მოასწრო გამოჯანმრთელება, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ლუი ვან გაალი შემადგენლობაში არ დააყენებს. ჯეიმს უილსონმა ტრავმის მოშუშება მოახერხა და თამაშს შეძლებს, ხოლო რობინ ვან პერსი თავის გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარება.
"სანდერლენდი"
ტრავმირებულები: ჯაკერინი, ბ. ჯონსი, ბაკლი, როდუელი. დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: არავინ განაცხადი: Pantilimon, Mannone, Reveillere, Van Aanholt, O'Shea, Brown, Vergini, Coates, Cattermole, Bridcutt, Gomez, Larsson, Johnson, Buckley, Alvarez, Agnew, Honeyman, Fletcher, Defoe, Wickham, Graham.
ჯეკ როდუელი და ბილი ჯონსი მანჩესტერში სტუმრობას გამოტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები უკვე განაახლეს. როგორც მოსალოდნელია, ფორვარდი, ემანულ ჯაკერინი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, დანარჩენი ფეხბურთელები კი პოიეტს სრულ მყადყოფნაში ჰყავს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 47 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-ფ-მ-წ
გასულ ტურში "სუონსისთან" მარცხი უკანასკნელ 20 შეხვედრაში მხოლოდ მეორე იყო.
"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში 10 მოიგო - 10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში საშინაო მატჩებში 31 ქულა მოაგროვა - მხოლოდ "ჩელსის" აქვს უკეთესი მაჩვენებელი (35 ქულა).
პრემიერ ლიგის ბოლო 11 საშინაო შეხვედრაში "იუნაიტედმა" 8 მატჩში გაუშვა ზუსტად 1 გოლი და სამჯერ მოახერხა საკუთარი კარის "მშრალად" შენახვა.
"სანდერლენდი"
მე-16 ადგილი, 25 ქულა
ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-მ-ფ-წ-ფ
პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 9 შეხვედრაში "სანდერლენდმა" მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 3 ფრე, 5 მარცხი.
გუსტავო პოიეტის გუნდი პრემიერ ლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში არც ერთხელ არ გაუტანია გოლი.
"შავმა კატებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 15 მატჩში 10 გოლი გაიტანეს, მაგრამ ოთხი მათგანის გატანა ბოლო სამ გასვლით მატჩში მოახერხეს.
"სანდერლენდის" ანგარიშზე ამჟამად ერთი ქულით ნაკლებია, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე.
ჩემპიონატის 26 ტურში "სანდერლენდმა" 13-ჯერ ითამაშა ფრე - პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ხოლო ინგლისის მაღალი დივიზიონის არსებობის ისტორიაში ეს მეორე უმაღლესი შედეგია - პირველ ადგილზე "იუნაიტედი" იმყოფება, რომელმაც 1980/81 წლების სეზონში ამავე ეტაპზე 15 ფრე ითამაშა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 10 გოლი.
"სანდერლენდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში რობინ ვან პერსის 6 გოლი აქვს გატანილი.
უეინ რუნის პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში არ გაუტანია გოლი. 2004 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ რუნის არასდროს დაუტოვებია მოედანი უგოლოდ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 9 მატჩში.
უეინ რუნის სამი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, ვინც საშინაო მატჩებში 100 გოლზე მეტი გაიტანა.
"სანდერლენდი"
წამყვანი ბომბარდირები: ჯონსონი - 5 გოლი (4 ლიგაში).
კარში დარტყმების დროს სეივების მაჩვენებელი მხოლოდ "არსენალის" მეკარეს, დავიდ ოსპინას აქვს უკეთესი (83%), ვიდრე "სანდერლენდის" მეკარეს, კოსტელ პანტილიმონს (78%) - სხვაობა მინიმუმ 20 დარტყმაშია.
თუ მოედანზე ჯონ ო'ში და უეს ბრაუნი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 140-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 62 შეხვედრაში იზეიმა, "სანდერლენდმა" 41-ში, ხოლო 37 მატჩი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მასშტაბით "სანდერლენდის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.
"სანდერლენდმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო 25 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოუგო - 1 მარცხი, 6 ფრე, 18 წაგება, მაგრამ ის ერთადერთი გამარჯვება გასულ წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოიპოვეს. ასეთი შემთხვევა კი 1968 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები