თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2015, 21:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3318,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"სანდერლენდი" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 27-ე ტური
თარიღი: შაბათი, 28 თებერვალი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: როჯერ ისტი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ვან პერსი, პაუელი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Shaw, Blackett, Rojo, Smalling, Evans, Jones, McNair, Rafael, Pereira, Young, Blind, Fellaini, Herrera, Carrick, Valencia, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Wilson.
მაიკლ კერიკმა უკვე მოასწრო გამოჯანმრთელება, თუმცა მას სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ლუი ვან გაალი შემადგენლობაში არ დააყენებს. ჯეიმს უილსონმა ტრავმის მოშუშება მოახერხა და თამაშს შეძლებს, ხოლო რობინ ვან პერსი თავის გუნდს ნამდვილად ვერ დაეხმარება.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"

ტრავმირებულები: ჯაკერინი, ბ. ჯონსი, ბაკლი, როდუელი.
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Pantilimon, Mannone, Reveillere, Van Aanholt, O'Shea, Brown, Vergini, Coates, Cattermole, Bridcutt, Gomez, Larsson, Johnson, Buckley, Alvarez, Agnew, Honeyman, Fletcher, Defoe, Wickham, Graham.

ჯეკ როდუელი და ბილი ჯონსი მანჩესტერში სტუმრობას გამოტოვებენ, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები უკვე განაახლეს. როგორც მოსალოდნელია, ფორვარდი, ემანულ ჯაკერინი სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, დანარჩენი ფეხბურთელები კი პოიეტს სრულ მყადყოფნაში ჰყავს.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 47 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-მ-მ-ფ-მ-წ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


გასულ ტურში "სუონსისთან" მარცხი უკანასკნელ 20 შეხვედრაში მხოლოდ მეორე იყო.

"იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში 10 მოიგო - 10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგაში საშინაო მატჩებში 31 ქულა მოაგროვა - მხოლოდ "ჩელსის" აქვს უკეთესი მაჩვენებელი (35 ქულა).

პრემიერ ლიგის ბოლო 11 საშინაო შეხვედრაში "იუნაიტედმა" 8 მატჩში გაუშვა ზუსტად 1 გოლი და სამჯერ მოახერხა საკუთარი კარის "მშრალად" შენახვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


მე-16 ადგილი, 25 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბოლო ექვსი შეხვედრა: წ-წ-მ-ფ-წ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 9 შეხვედრაში "სანდერლენდმა" მხოლოდ ერთხელ იმარჯვა - 3 ფრე, 5 მარცხი.

გუსტავო პოიეტის გუნდი პრემიერ ლიგაში ერთადერთ გუნდად რჩება, რომელსაც მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში არც ერთხელ არ გაუტანია გოლი.

"შავმა კატებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 15 მატჩში 10 გოლი გაიტანეს, მაგრამ ოთხი მათგანის გატანა ბოლო სამ გასვლით მატჩში მოახერხეს.

"სანდერლენდის" ანგარიშზე ამჟამად ერთი ქულით ნაკლებია, ვიდრე გასული სეზონის ამავე ეტაპზე.

ჩემპიონატის 26 ტურში "სანდერლენდმა" 13-ჯერ ითამაშა ფრე - პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ხოლო ინგლისის მაღალი დივიზიონის არსებობის ისტორიაში ეს მეორე უმაღლესი შედეგია - პირველ ადგილზე "იუნაიტედი" იმყოფება, რომელმაც 1980/81 წლების სეზონში ამავე ეტაპზე 15 ფრე ითამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი - 10 გოლი.

"სანდერლენდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში რობინ ვან პერსის 6 გოლი აქვს გატანილი.

უეინ რუნის პრემიერ ლიგის ბოლო 8 მატჩში არ გაუტანია გოლი. 2004 წელს "ოლდ ტრაფორდზე" გადაბარგების შემდეგ რუნის არასდროს დაუტოვებია მოედანი უგოლოდ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 9 მატჩში.

უეინ რუნის სამი გოლი სჭირდება იმისთვის, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდეს, ვინც საშინაო მატჩებში 100 გოლზე მეტი გაიტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)

"სანდერლენდი"


წამყვანი ბომბარდირები: ჯონსონი - 5 გოლი (4 ლიგაში).

კარში დარტყმების დროს სეივების მაჩვენებელი მხოლოდ "არსენალის" მეკარეს, დავიდ ოსპინას აქვს უკეთესი (83%), ვიდრე "სანდერლენდის" მეკარეს, კოსტელ პანტილიმონს (78%) - სხვაობა მინიმუმ 20 დარტყმაშია.

თუ მოედანზე ჯონ ო'ში და უეს ბრაუნი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდების წინააღმდეგ ითამაშებენ.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 140-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 62 შეხვედრაში იზეიმა, "სანდერლენდმა" 41-ში, ხოლო 37 მატჩი ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მასშტაბით "სანდერლენდის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 13 მატჩში 10 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.

"სანდერლენდმა" პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედს" ბოლო 25 მატჩში მხოლოდ ერთხელ მოუგო - 1 მარცხი, 6 ფრე, 18 წაგება, მაგრამ ის ერთადერთი გამარჯვება გასულ წელს "ოლდ ტრაფორდზე" მოიპოვეს. ასეთი შემთხვევა კი 1968 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 56 მოგება, "სანდერლენდი" - 38 მოგება, ფრე - 29.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 18 მოგება, "სანდერლენდი" - 2 მოგება, ფრე - 6.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 35 მოგება, "სანდერლენდი" - 12 მოგება, ფრე - 14.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 10 მოგება, "სანდერლენდი" - 1 მოგება, ფრე - 2.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 0 - 1 "სანდერლენდი"


შაბათი, 3 მაისი, 2014 წელი.
სწრებადობა: 75, 347
მსაჯი: ჰოვარდ უები.
გოლი "სანდერლენდის" რიგებში: ლარსონი 30'

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


"ოლდ ტრაფორდზე" დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები



გოლების საერთო რაოდენობა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


ბარათები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


პენალტები

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სანდერლენდი" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, როჯერ ისტმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩი იმსაჯა და 84 ყვითელი და 3 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: ჰარი ბესუიკი, რიჩარტ უესტი.
სათადარიგო მსაჯი: მარტინ ატკინსონი.

პრომო


მატჩის წინ
13 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
28 თებერვალი 2015 13:11
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დღეს 1-1 მგონია
0
№12
ავტორი: RojoDiablo
28 თებერვალი 2015 13:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Goginashvili777
28 თებერვალი 2015 13:59
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
თუ დამიჯერეBთ მაშინ ვიტყვი, დღეს კვლავ წავაგებთ 1-2ს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top