თბილისი:
მანჩესტერი:
27-02-2015, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2354,
კომენტარები: 12
აგენტი: "პერეირას თამაში სურს და არა ფული"
პერეირას დაკარგვის საფრთხე იზრდება.
აგენტი:
ანდრეას პერეირას აგენტი, ლეო შეინკმანი აცხადებს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის კლიენტს შეთავაზებას არ გაუუმჯობესებს, ანრეასი მომდევნო სეზონში სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.

"ერთი სიტყვაც კი არ არის მართალი იმაში, რომ ანდრეასი პსვ-ს მოელაპარაკა და მომდევნო სეზონში იქ ითამაშებს. ჩვენ მრავალი წინადადება გვაქვს, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედისგან", მაგრამ გადაწყვეტილებას მშვიდად და აუჩქარებლად მივიღებთ.

ანდრეასს იზიდავს ისეთი გუნდისგან ინტერესი, როგორიც "იუვენტუსია". რა თქმა უნდა, ისეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელისთვის, როგორიც პერეირაა, ძალზედ მიმზიდველია ისეთი გამარჯვებული გუნდის ინტერესი, როგორიც "იუვენტუსია".

მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, დაველოდებით და ვნახავთ, აპირებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთი წინადადების შეთავაზებას, თუმცა მოთამაშის გადაწყვეტილებაზე გავლენას ფული არ მოახდენს.

ანდრეასს თამაში სურს და უნდა იმაზე ხშირად გამოდიოდეს მოედანზე, ვიდრე ამას "მანჩესტერ იუნაიტედში" აკეთებს. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც შეარჩევს, თუ რომელი გუნდის მაისური მოირგოს მომდევნო სეზონში."
- განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

წყარო: manutd.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 თებერვალი 2015 09:38
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ჰოდა სწორედ მაგ სათამაშო პრაქტიკის შეთავაზება გაუჭირდება იუნაიტედს და ესეც დაგვტოვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lev
27 თებერვალი 2015 09:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ნუ გაახურეთ საქმე. ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელი დაგვტოვებს და ამასაც მიეცემა ბევრი შანსი ამაზე ორი აზრი არ არის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: Goginashvili777
27 თებერვალი 2015 10:03
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
იმედია კვლავ არ შაჭამენ კუკებს და ამას მაინც შეინარჩუნებენ areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: bziki
27 თებერვალი 2015 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეს სად უნდა ათამაშონ ვერ ვხვდები.ისედაც სეზონში 3-4 თამაშით კმაყოფილი მაინც არ იქნება და თუ იუვე ათმაშებს წავიდეს აქ მაინც დაიკარგება
0
№5
ავტორი: AkkRed
27 თებერვალი 2015 11:17
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ესაც თუ გავუშვით მაშინ დედამოტა რა
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 თებერვალი 2015 11:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეგეთ ახალგაზრდებს არ უნდა ვკარგავდეთ და მაგრად გამიტყდება ესეც თუ პოგბას გზას დაადგება.
0
№7
ავტორი: Jubo
27 თებერვალი 2015 15:49
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
იჩაგრება ეს ბიჭი. ყველამ მიიღო შანსი ამის გარდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: Esi
27 თებერვალი 2015 18:57
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
პოგბას გზა 2
0
№9
ავტორი: giochinio
27 თებერვალი 2015 19:01
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
რეალის პოლიტიკას არ დაემსგავსოს მანჩესტერის პოლიტიკა!!! კიდევ რამდენი ტალანტი უნდა დაკარგონ ნეტავ? დავიჯერო ეს ადამიანი შანსსაც არ იმსახურებს?
0
№10
ავტორი: Count Alucard
27 თებერვალი 2015 19:14
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
შანსს იმსახურებს, მაგრამ გვაქ კი ამის საშუალება რომ ამ სეზონში მივცეთ შანსი? თასზე ადვილი მოწნააღმდეგეები აღარ არიან, ეპლში კიდე ქულების მაქსიმუმი გვინდა, რომ გავიდეთ ლიგაზე და რავი საეჭვოა ამის თამაში ამ სეზონში, სექტემბრიდან შეიძლება პირველ გუნდში შანსის მიცემა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top