ანდრეას პერეირას აგენტი, ლეო შეინკმანი აცხადებს, რომ თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მის კლიენტს შეთავაზებას არ გაუუმჯობესებს, ანრეასი მომდევნო სეზონში სხვა კლუბის მაისურს მოირგებს.
"ერთი სიტყვაც კი არ არის მართალი იმაში, რომ ანდრეასი პსვ-ს მოელაპარაკა და მომდევნო სეზონში იქ ითამაშებს. ჩვენ მრავალი წინადადება გვაქვს, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედისგან", მაგრამ გადაწყვეტილებას მშვიდად და აუჩქარებლად მივიღებთ.
ანდრეასს იზიდავს ისეთი გუნდისგან ინტერესი, როგორიც "იუვენტუსია". რა თქმა უნდა, ისეთი ნიჭის მქონე ფეხბურთელისთვის, როგორიც პერეირაა, ძალზედ მიმზიდველია ისეთი გამარჯვებული გუნდის ინტერესი, როგორიც "იუვენტუსია".
მაგრამ სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, დაველოდებით და ვნახავთ, აპირებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთი წინადადების შეთავაზებას, თუმცა მოთამაშის გადაწყვეტილებაზე გავლენას ფული არ მოახდენს.
ანდრეასს თამაში სურს და უნდა იმაზე ხშირად გამოდიოდეს მოედანზე, ვიდრე ამას "მანჩესტერ იუნაიტედში" აკეთებს. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც შეარჩევს, თუ რომელი გუნდის მაისური მოირგოს მომდევნო სეზონში." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.