თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2015, 09:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1922,
კომენტარები: 11
მატა: "თანაგუნდელების დახმარება მსიამოვნებს"
მატა თანაგუნდელების დახმარებით მოხარულია.
მატა:
მიუხედავად იმისა, რომ მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" სულ რაღაც ერთ წელზე მეტია თამაშობს, ლუი ვან გაალის გუნდის ახალწვეულებისთვის დიდ სამსახურს სწევს.

მატა ბედნიერია, რომ თანაგუნდელების დახმარების საშუალება აქვს.

გასულ ზაფხულში გუნდში ახალწვეულების მოსვლის შემდეგ მატა "იუნაიტედის" გასახდელ ოთახში ავტორიტეტულ ფიგურად იქცა.

გუნდის 7 ახალწვეულიდან 5 ფეხბურთელი დაიბადა ქვეყანაში, სადაც სამეტყველო ენა ესპანურია და მატას უკვე აქვს ქპრ-სთან მატჩის შემდეგ ანხელ დი მარიას თარჯიმნის გამოცდილება.

ორშაბათს მატა მარკოს როხოსთან ერთად სოლფორდში სუინტონის სკოლას ეწვია და ხუანმა არ დამალა, რომ ძალიან უხარია თანაგუნდელების დახმარება.

"შესანიშნავია, რომ ახალი ფეხბურთელები გვყავს, სატრანსფერო კამპანიამ ძალიან წარმატებით ჩაიარა. თუ ფეხბურთელი ესპანეთიდან ან სხვა ისეთი ქვეყნიდან მოდის, სადაც ესპანურად საუბრობენ, აუცილებლად ვეხმარები, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვერ იგებენ. მსიამოვნებს მათი დახმარება."


"სუონსისთან" მატჩში მატა შეცვლაზე შევიდა. "იუნაიტედი" დამარცხდა და ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა.

მესამე და მეშვიდე ადგილს მხოლოდ 4 ქულა აშორებს და მატას შესანიშნავად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს "სანდერლენდთან" მატჩს.

"რა თქმა უნდა, თითოეულ თამაშს მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით წაგების შემდეგ. ვიცით, რომ უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უფრო იძაბება. ვალდებულები ვართ სამი ქულა მოვიპოვოთ."

"შავ კატებთაბ" მატჩი 9 დღეში ჩასატარებელი სამი თამაშიდან პირველია: "იუნაიტედს" ამის შემდეგ "ნიუკასლთან" გასვლითი მატჩის ჩატარება მოუწევს, შემდეგ ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "არსენალს" უმასპინძლებს.

გულშემაკიტვარს იმედი აქვს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათი საყვარელი გუნდი პირველად მოხვდება ნახევარფინალში.

"რთულია აღწერო, თუ რას გრძნობ სტადიონზე, განსაკუთრებით "ოლდ ტრაფორდზე". გულშემატკივარი პირველივე დღიდან შესანიშნავად მეპყრობა, არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გატანილი გოლის მომენტი. დაუვიწყარი გრძნობა. გულშემატკივარი დიდ სითბოს იჩენს ჩემს მიმართ, როგორც ტრიუმფის, ისე რთული პერიოდის დროს, მათ მხარდაჭერას ვგრძნობ." - განაცხადა მატამ.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
26 თებერვალი 2015 09:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მატა ძაან განსაკუთრებული პიროვნებაა, როგორი შესანიშნავი ფეხბურთელიცაა მოედანზე ისეთივეა მოედნის გარეთ.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2015 10:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მომდევნო ორი თამაში ვალდებულები ვართ, რომ მოვიგოთ, თუმცა სანდერლნედთან არ გამოგვდის ხოლმე ადვილი თამაში და რაც გუს პოიეტია, მაგრამ გუნდს ვერავინ უგებს იოლად. ნიუკასლი უფრო მეძნელება მე, სახლში კარგები არიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
26 თებერვალი 2015 10:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,


ბოლო 2 სეზონში რომელ თამაში გვქონდა იოლი?
0
№4
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 თებერვალი 2015 10:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მატა შენ ისეთი კაი კაცი ხარ მაგ კაპიშონს მაჩუქებ ვიცი winked wink
0
№5
ავტორი: chudikone
26 თებერვალი 2015 10:49
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ასეთი დიდსულოვანი ფეხბურთელი არსად მეგულება მე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RojoDiablo
26 თებერვალი 2015 11:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
არსენალები areyoukiddingme
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: AkkRed
26 თებერვალი 2015 11:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

დუმბაძე არ ყოფილიყავი მეგონებოდა ფანობას იბრალებ derpneutral
0
№8
ავტორი: Svanii
26 თებერვალი 2015 12:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
მატა ძალიან მადარი კაცია ♥ ერთხელ აღირსე ლუი ამკაცს და 10 იანზე ათამაშეე და განახებს კლასს ოღონდ ხუანიტო არგადავიდეს სხვაგან ამ დაუფასებლობისგამო და მეტი არაფერი არმინდა.
0
№9
ავტორი: Mufc7
26 თებერვალი 2015 14:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სულ პოზიტივი მოდის ამ კაცისგან, ეტყობა,რომ კარგი პიროვნებაა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№10
ავტორი: Blind
26 თებერვალი 2015 18:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ნეტა დიდხანს დარჩეს ჩვენთან ^_^
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top