თბილისი:
მანჩესტერი:
26-02-2015, 09:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2027,
კომენტარები: 11
მატა: "თანაგუნდელების დახმარება მსიამოვნებს"
მატა თანაგუნდელების დახმარებით მოხარულია.
მატა:
მიუხედავად იმისა, რომ მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" სულ რაღაც ერთ წელზე მეტია თამაშობს, ლუი ვან გაალის გუნდის ახალწვეულებისთვის დიდ სამსახურს სწევს.

მატა ბედნიერია, რომ თანაგუნდელების დახმარების საშუალება აქვს.

გასულ ზაფხულში გუნდში ახალწვეულების მოსვლის შემდეგ მატა "იუნაიტედის" გასახდელ ოთახში ავტორიტეტულ ფიგურად იქცა.

გუნდის 7 ახალწვეულიდან 5 ფეხბურთელი დაიბადა ქვეყანაში, სადაც სამეტყველო ენა ესპანურია და მატას უკვე აქვს ქპრ-სთან მატჩის შემდეგ ანხელ დი მარიას თარჯიმნის გამოცდილება.

ორშაბათს მატა მარკოს როხოსთან ერთად სოლფორდში სუინტონის სკოლას ეწვია და ხუანმა არ დამალა, რომ ძალიან უხარია თანაგუნდელების დახმარება.

"შესანიშნავია, რომ ახალი ფეხბურთელები გვყავს, სატრანსფერო კამპანიამ ძალიან წარმატებით ჩაიარა. თუ ფეხბურთელი ესპანეთიდან ან სხვა ისეთი ქვეყნიდან მოდის, სადაც ესპანურად საუბრობენ, აუცილებლად ვეხმარები, რადგან ყოველთვის ყველაფერს ვერ იგებენ. მსიამოვნებს მათი დახმარება."


"სუონსისთან" მატჩში მატა შეცვლაზე შევიდა. "იუნაიტედი" დამარცხდა და ამჟამად პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა.

მესამე და მეშვიდე ადგილს მხოლოდ 4 ქულა აშორებს და მატას შესანიშნავად ესმის, თუ რა მნიშვნელობა აქვს "სანდერლენდთან" მატჩს.

"რა თქმა უნდა, თითოეულ თამაშს მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით წაგების შემდეგ. ვიცით, რომ უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უფრო იძაბება. ვალდებულები ვართ სამი ქულა მოვიპოვოთ."

"შავ კატებთაბ" მატჩი 9 დღეში ჩასატარებელი სამი თამაშიდან პირველია: "იუნაიტედს" ამის შემდეგ "ნიუკასლთან" გასვლითი მატჩის ჩატარება მოუწევს, შემდეგ ინგლისის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე "არსენალს" უმასპინძლებს.

გულშემაკიტვარს იმედი აქვს, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მათი საყვარელი გუნდი პირველად მოხვდება ნახევარფინალში.

"რთულია აღწერო, თუ რას გრძნობ სტადიონზე, განსაკუთრებით "ოლდ ტრაფორდზე". გულშემატკივარი პირველივე დღიდან შესანიშნავად მეპყრობა, არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გატანილი გოლის მომენტი. დაუვიწყარი გრძნობა. გულშემატკივარი დიდ სითბოს იჩენს ჩემს მიმართ, როგორც ტრიუმფის, ისე რთული პერიოდის დროს, მათ მხარდაჭერას ვგრძნობ." - განაცხადა მატამ.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
26 თებერვალი 2015 19:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საძმაკაცო ააგდეს ამათ. დე ხეამ დაიწყო ჯერ მატა დაითრია, მერე ერერა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top